კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

61 წლის ქართველ მძარცველს მსოფლიოს სამი ქვეყნის სამართალდამცველები დღემდე ეძებენ

მოუხელთებელი

1986 წლის 4 ივნისს, რუსეთის ქალაქ სვერდლოვსკის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების ¹9 კოლონიიდან 32 წლის ალექსანდრე კაპანაძე გაიქცა. მან ნაგვის გასატანად განკუთვნილ მანქანაში შეაღწია, ტყავის ნარჩენებში დაიმალა და ამგვარად მოახერხა საპყრობილიდან თავის დაღწევა. გაქცეულ პატიმარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ის 1984 წელს იყო დაპატიმრებული და კოლონიაში 2 წელი გაატარა.

სვერდლოვსკის ¹9 საპყრობილე ყოფილი მილიციელებისთვის იყო განკუთვნილი. ალექსანდრე კაპანაძე მილიციის ყოფილი კაპიტანი და „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) ოპერმუშაკი იყო, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა, ციხეში კი პატიმრის დაინვალიდების გამო მოხვდა. კაპიტანმა კაპანაძემ 1982 წლის მარტში ვინმე იური ლოპატოვი დააპატიმრა, რომელიც მცირეწლოვანი გოგონას სასტიკ გაუპატიურებაში იმხილებოდა. 27 წლის დაკავებული დაკითხვისას ცინიკურად იქცეოდა. ქართველ ოპერმუშაკს „შავტრაკა ქართველ მაიმუნს“ უწოდებდა და სახეშიც კი შეაფურთხა. ამის გამო კაპანაძემ ლოპატოვი სცემა, ხერხემალი დაუზიანა და დააინვალიდა. პატიმარი „ცეკას“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დისშვილი იყო, ამიტომ ქართველი კაპიტანი მეორე  დღესვე დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გაასამართლეს და 8 წელი მიუსაჯეს, დაინვალიდებული ლოპატოვის საქმე კი მიჩქმალეს და პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს.

– თქვენ უნამუსო ნაძირლები ხართ და მიმიფურთხებია თქვენი მართლმსაჯულებისთვის! – პირში მიახალა კაპანაძემ პროკურორს და მოსამართლეს თავის ბოლო სიტყვაში, დახურულ პროცესზე, რომელზეც მსჯავრდებულის მშობლებიც კი არ დაუშვეს.

პატიმარი რომ სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს, ბადრაგმა ის სასტიკად სცემა. ციხეში კი ერთადგილიან საკანში გამოამწვყდიეს და სამი დღის განმავლობაში აშიმშილებდნენ, თან ფიზიკურად უსწორდებოდნენ...

კოლონიიდან გაქცეულ პატიმარზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. ფეხზე დადგა მთელი მილიცია, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. გაქცევიდან ორი თვის შემდეგ, 1986 წლის 7 აგვისტოს, ალექსანდრე კაპანაძემ და ორმა დაუდგენელმა პირმა, მოსკოვის ¹68 შემნახველი სალარო გაძარცვეს – მათ 57 ათასი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ. მილიციამ ძებნა გააძლიერა, მაგრამ მილიციის ყოფილი კაპიტანი მათთვის მოუხელთებელი იყო.

საგანგებო ბრძანება

კაპანაძის მძარცველთა ბანდა მოსკოვსა და მის შემოგარენში შეუდგა მოქმედებას. 1986 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 1987 წლის იანვრამდე მათ 17 ძარცვა განახორციელეს და 880 ათასი მანეთი და 260 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტაცეს. ბოროტმოქმედები ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდნენ სამართალდამცველებს და მათ მოსვლამდე ტოვებდნენ ხოლმე დანაშაულის ადგილს. ისინი კარგად შემუშავებული სქემით მოქმედებდნენ და ყოველთვის ჰქონდათ გაქცევის რამდენიმე მარშრუტი. მძარცველები მეხივით ატყდებოდნენ თავს შემნახველ სალაროებს ან ინკასატორებს, თვალის დახამხამებაში ართმევდნენ მათ ფულსა და ძვირფას ნივთებს, შემდეგ მანქანაში სხდებოდნენ და უჩინარდებოდნენ. 1986 წლის 2 დეკემბერს მძარცველებმა მოსკოვის მაღაზია „სამოცვეტი“ გაძარცვეს და იქიდან 191 ათასი მანეთის ღირებულების სამკაულები წაიღეს. ეს უნიკალური დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ 45 წამი გაგრძელდა და მილიცია შოკირებული იყო. მეორე დღეს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური თათბირი ჩატარდა. მინისტრმა თავისი ხელქვეითი სასტიკად დატუქსა და კაპანაძისა და მისი ბანდის წევრების ადგილზე ლიკვიდაცია დაავალა, რაც საგანგებო ბრძანებითაც გააფორმა...

საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში კაპანაძესა და მის ბანდაზე შეიქმნა მონადირე საგანგებო ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც გამოცდილი, ავღანეთში ნაომარი მილიციელები გააერთიანეს. თუმცა, არც ამ ზომებმა გამოიღო შედეგი – მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოუხელთებელმა ბოროტმოქმედებმა კიდევ სამი დანაშაული ჩაიდინეს და 200 ათასი მანეთით აზარალეს სახელმწიფო.

1987 წლის თებერვალში კაპანაძის ბანდა მილიციელთა თვალთახედვის არიდან მოულოდნელად გაქრა და ძალოვნებმა მათი კვალი დაკარგეს. თუმცა, მილიცია წესიერად არც არასდროს დამდგარა ამ მოუხელთებელ ბორომოქმედთა კვალზე და კაპანაძის გარდა ბანდის სხვა წევრებზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ. იმავე წლის მაისში საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ ალექსანდრე კაპანაძემ საბჭოთა კავშირი დატოვა. ბოლოს ის პოლონეთის ქალაქ პოზნანში ნახეს. თუმცა, პოლონელი სამართალდამცველები უარყოფდნენ ქართველ ძებნილი დამნაშავის მათ ტერიტორიაზე ყოფნას და, სინამდვილეში სად იმყოფებოდა მილიციის ყოფილი კაპიტანი, არავინ უწყოდა.

თავხედური ძარცვა

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ალექსანდრე კაპანაძის კვალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წლის მაისში, ქალაქ იოჰანესბურგის უშიშროებამ პოლონეთის მოქალაქე ევა ბრავანსკა დააპატიმრა. ამ 29 წლის მომხიბვლელ ქალს მსხვილი ძარცვის თანამონაწილეობაში ედებოდა ბრალი და საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს აეროპორტში. ბრავანსკამ დაკითხვაზე თქვა, რომ მისი პარტნიორი და დანაშაულის ორგანიზატორი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თომას ვუდსონის სახელით ცხოვრობდა და ერთ-ერთ საბროკერო ფირმაში მუშაობდა. აფრიკელი სამართალდამცველები ერთ მსხვილ ძარცვას იძიებდნენ, ბრავანსკას კვალზე გავიდნენ და სწორედ ამ უკანასკნელმა გაიყვანა ისინი კაპანაძეზე. საქმე 200 ცალი მსხვილი ალმასის ძარცვას ეხებოდა, რომელიც 1993 წლის 6 თებერვალს განხორციელდა. ექვსმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა მძარცველმა, დღისით-მზისით, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის სათადარიგო შესასვლელთან დაჯავშნილი საინკასაციო, მანქანა გაძარცვეს. მათ რვა კაცისგან შემდგარი, კბილებამდე შეიარაღებული დაცვა სულ რაღაც ოთხ წამში გაანეიტრალეს, შემდეგ ალმასებით სავსე ყუთი გაიტაცეს და მიიმალნენ. დანაშაული ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე განხორციელდა და ბოროტმოქმედებს არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ. ბრავანსკა კი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მას საბაჟო შემოწმების დროს ერთი ცალი გატაცებული ალმასი აღმოაჩნდა ხელჩანთაში დამალული. ქალმა თქვა, რომ ალმასი მას თავისმა საყვარელმა, თომას ვუდსონმა, იგივე ალექსანდრე კაპანაძემ აჩუქა და უშიშროებას მისი მისამართი აუწყა. თუმცა, ეჭვმიტანილის სახლში მისულმა სპეცრაზმმა კაპანაძე იქ ვერ აღმოაჩინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ყოფილი ქართველი კაპიტნის სურათები მთელ ქვეყანაში იყო გაკრული, მაგრამ 18 მილიონის ღირებულების ალმასების გამტაცებელი არსად ჩანდა – მის კვალს ვერსად პოულობდნენ. სამხრეთაფრიკელი ძალოვნები, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა მილიციელები, მხოლოდ ბანდის უფროსს იცნობდნენ და დანარჩენ ბოროტმოქმედებზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

კაპანაძემ და მისი ბანდის უცნობმა წევრებმა 1994 წელს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში კიდევ ერთი თავხედური ძარცვა ჩაიდინეს – ადგილობრივი ბანკის სეიფიდან 2 მილიონი დოლარი და 26 კილოგრამი ოქროს ზოდები გაიტაცეს. მას მერე კაპანაძის კვალი სამუდამოდ გაქრა და მოუხელთებელ ქართველს დღემდე ეძებს რუსეთის, სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის პოლიცია... ალექსანდრე კაპანაძე 1954 წლის 11 იანვარსაა დაბადებული თბილისში და თუ ცოცხალია, 61 წლის უნდა იყოს.

скачать dle 11.3