კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოჭრა მამამ შვილს ყელი და რა როლი შეასრულა სასტიკ მკვლელობაში მოღალატე რძალმა

ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც  სოფელში უცბად გახმაურდა, სამართალდამცველებისთვის გარდაცვლილი მამაკაცის, მალხაზ ჭ-შვილის მეზობლებისგან გახდა ცნობილი. სწორედ მათ აღმოაჩინეს ყელის არეში დაჭრილი მამაკაცი,  რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაცვლილიყო.  მათ  ბინაში საზარელი სურათი დახვდათ – მალხაზ ჭ-შვილი სამზარეულოში იწვა ყელგამოჭრილი, იატაკი სისხლით იყო სავსე. იქვე ეგდო დანაშაულის იარაღი – სამზარეულოს პატარა დაჟანგული დანა, რომელსაც  სავარაუდოდ, არც კი ხმარობდნენ.  ბავშვები გარდაცვლილი მამის ცხედრის ირგვლივ ტრიალებდნენ. იქვე იყვნენ ოჯახის სხვა წევრები – გარდაცვლილის  მამა და მეუღლე, თამარ  კ-ძე, რომელიც  მეუღლეს დასტიროდა და ამბობდა,  რომ მალხაზმა   სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულაო.

დანაშაულის იარაღი, სამზარეულოს პატარა ჟამგიანი დანა თავიდანვე გახდა საეჭვო თემა. სამართალდამცველების განცხადებით, ადამიანი ამ ტიპის დანით საკუთარ თავზე სასიკვდილო დაზიანებას ვერ მიიყენებდა.  სამართალდამცველებმა დაკითხეს ინციდენტის თვითმხილველნი. საქმის მასალებით ცნობილი გახდა, რომ ჩხუბი და ხმაური ამ ოჯახში, სადაც ცოლ-ქმარი, მათი ორი შვილი და გარდაცვლილის მამა, 66 წლის გოგი ჭ-შვილი ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივი რამ იყო. თუმცა, დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით, ადრე მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.   

ამონაწერი მოწმის, ლეილა ტუღუშის ჩვენებიდან: „ჩემი სახლი ჭ-შვილების ბინასთან ყველაზე ახლოსაა. როცა ქალის კივილი შემომესმა, მეუღლე გავაღვიძე და ვუთხარი: თამრიკოს ხმაა, ალბათ, რამე ხდება და გადავალ-მეთქი.  ჩემმა ქმარმა სასტიკად იუარა, რომ გამომყოლოდა. მე მაგათი თავი არ მაქვს და შენ რაც გინდა, ის ქენიო.  ამ ოჯახზე ყველას აცრუებული ჰქონდა გული, მაგრამ ქალებს გვეცოდებოდა  ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებოდნენ. რითიც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ხოლმე მათ. გოგი სოფელში ცუდი კაცის სახელით სარგებლობდა, ახალგაზრდობაში ოთხჯერ იყო ნასამართლევი, ორჯერ ნათესავის გაქურდვისთვის, ორჯერ კიდევ მეზობლის დაყაჩაღებისთვის. მთელი ცხოვრება უსაქმოდ,  ჩხუბსა და აყალმაყალში  ჰქონდა გატარებული. მას შემდეგ, რაც დაქვრივდა, მოიყვანა ცოლი, მაგრამ იმ ქალმა ვერ გაძლო ამ ოჯახში რამდენიმე თვეზე მეტი. ბოლო დროს მამა და შვილი ხშირად  ჩხუბობდნენ. ორივე სასმელს ეტანებოდა და როგორც კი რომელიმე დალევდა, ჩხუბი გარდაუვალი იყო. ბოლო ორი თვე მამა-შვილს შორის ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა. ისე, რომ შვილმა არაფერი იცოდა, რძალმა და მამამთილმა საკუთარი სახლი ჩუმად მიჰყიდეს ერთ-ერთ შეძლებულ მეზობელს, რომელსაც იქვე, ახლოს ფერმისთვის მიწები ჰქონდა ნაყიდი. როცა  მალხაზმა   ეს გაიგო, ცოლი სასტიკად  სცემა, მამასთან კი დიდი დაპირისპირება მოუხდა.” 

გამოძიებამ დაიკითხა გარდაცვლილის მამა და მეუღლე. გოგი ჭ-შვილმა განაცხადა, რომ  შვილის თვითმკვლელობის შესახებ რძლისგან მაშინ შეიტყო, როდესაც თამარმა  ის სამზარეულოში, გარდაცვლილი აღმოაჩინა.  გარდაცვლილის მეუღლემ  პირველივე დაკითხვისას  დეტალურად მოუთხრო გამოძიებას  ინციდენტის შესახებ, ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „იმ საღამოს ყველა ადრე დავწექით დასაძინებლად, მალხაზი   ნასვამი იყო და შემეშინდა, მამასთან კიდევ არ მოსვლოდა კონფლიქტი. ამიტომაც, საწოლამდე მივიტყუე. როგორც კი დაწვა, მაშინვე დაეძინა. მე იმავე ოთახში, მეორე საწოლში ვიწექი, ბავშვთან ერთად. ჩემი მამამთილი გვერდით საძინებელში იწვა. გვიან ღამით, უცნაური ხმა შემომესმა, ხროტინს ჰგავდა. თვალი გავახილე, მივიხედ-მოვიხედე. სიბნელეში ვერაფერი დავინახე, მაგრამ გავიგე დავარდნის ხმა. საწოლიდან წამოვდექი, შუქი ავანთე ჩვენს საძინებელს და სამზარეულოს კარის ნაცვლად ფარდა აშორებს. ფარდა გადაწეული იყო და სისხლით მოსვრილი მალხაზი   დავინახე, იქვე ძირს ეგდო პატარა დანა, რომლითაც მას ყელი გამოეჭრა. მაშინვე ჩემი მამამთილის ოთახში შევვარდი. გოგის  ეძინა, გავაღვიძე და ვუთხარი, რომ მალხაზმა   თავი მოიკლა”.                   

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. თვითმხილველთა ჩვენების მიუხედავად, თვითმკვლელობა საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა – როგორ გამოიჭრა ყელი  მამაკაცმა  საკუთარი ხელით ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო სამზარეულოში, რომელიც თითქმის საძინებლის ნაწილი იყო, სადაც ორ ბავშვს და მეუღლეს ეძინათ, ძნელი წარმოსადგენი იყო. ბევრ საეჭვო გარემოებას შეიცავდა გარდაცვლილის მამისა და მეუღლის  ჩვენებებიც, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ყველაზე მეტი ინფორმაცია გამოძიებას გარდაცვლილის უმცროსმა შვილმა, 10 წლის გოგონამ  მიაწოდა. მან მასწავლებლის თანხლებით დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დაინახა სამზარეულოში, როგორ ეჭიდავებოდა პაპა მამას და როგორ ეხმარებოდა მას თამარ  კ-ძე. რის შედეგადაც   შეშინებული ბავშვი მთელი ღამე შიშით ცახცახებდა. საბოლოოდ, გამოძიების მიერ ჩიხში მოქცეულმა  რძალ-მამამთილმა აღიარა, რომ  მალხაზ ჭ-შვილი თავად მოკლეს და ეს სახლის გაყიდვისას დაგეგმეს.  გოგი ჭ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის მოტივი იყო ეჭვიანობა, რომელიც  გარდაცვლილ მამაკაცს მამისა და ცოლის ურთიერთობაზე  ჰქონდა. ეს მათ ინტიმურ კავშირს ეხებოდა.  ამაზე ეჭვი ჰქონდათ მეზობლებსაც.  მამა-შვილის დაპირისპირების მიზეზი, ჩუმად გაყიდული ბინა კი არა, მამამთილისა და რძლის ინტიმური ურთიერთობა იყო, რასაც გარდაცვლილიც ხვდებოდა.  როგორც საქმის მასალებით  დადგინდა, მკვლელობის ღამეს, ნასვამმა მალხაზ ჭ-შვილმა ალერსის დროს შეუსწრო მამას და მეუღლეს. მათ კი ის საძინებელში მოკლეს, შემდეგ კი სამზარეულოში გაათრიეს და თვითმკვლელობის სცენა გაითამაშეს.   

ჩადენილი დანაშაულის დეტალები აღიარა გოგი ჭ-შვილმაც. მან განაცხადა, რომ შვილის  თავიდან მოშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი რძალი შეუყვარდა.  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის,  გოგი ჭ-შვილს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,  მკვლელობის თანამონაწილე თამარ კ-ძეს კი 8 წლით პატიმრობა შეეფარდა.         

скачать dle 11.3