კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თემიდას სასწორი

კითხვა: შპს-ზე რიცხული შენობა-ნაგებობა მივყიდე ძმას (ცალკე ოჯახი აქვს), წინასწარ შევაფასებინე კერძო აუდიტორსაც. მას შემდეგ გავიდა 5 წელი. ახლა, საგადასახადო შემოწმების დროს, საგადასახადომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიყიდვის გამო, ღირებულებაზე ეჭვი შეიტანა და დანიშნა ექსპერტიზა. ექსპერტმა დიდ თანხად შეაფასა, რის გამოც დაგვერიცხა შესაბამისი გადასახადი. გთხოვთ, გვიპასუხოთ: 1) რომელი დოკუმენტია ნამდვილი – აუდიტორის შეფასება თუ ექსპერტიზის დასკვნა?   2) რა იურიდიული ძალა (მტკიცებულება) გააჩნია იმ პერიოდის აუდიტორის შეფასებას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მტკიცებულება – აუდიტორის შეფასებაც და ექსპერტიზის დასკვნაც, ნამდვილია. თუმცა, თუ თქვენ საგადასახადო შემოწმების აქტს თუ საგადასახადო მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებთ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, საბოლოოდ მტკიცებულებების შეფასება მოხდება სასამართლოს მიერ და ის გადაწყვეტს, რომელი მტკიცებულება უნდა დაედოს საფუძვლად სასამართლოს შინაგან რწმენას და აისახოს გადაწყვეტილებაში.

კითხვა: მყავს ცოლი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გვყავს მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩემი მეუღლე მიკრძალავს ბავშვების ნახვას და, ასევე, არ მაძლევს განქორწინებას. ვის მივმართო? 

პასუხი: მოცემულ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სასამართლოს. ზოგადად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა. ამასთან, ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არ აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. შესაბამისად, თუ თქვენს რომელიმე შვილს არ შესრულებია ერთი წელი,  თქვენ არ გაქვთ უფლება, აღძრათ საქმე განქორწინებაზე; ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს განქორწინების და შვილების საცხოვრებელი ადგილისა და რჩენის განსაზღვრის მოთხოვნით.

კითხვა: ვცხოვრობ თბილისის ძველ უბანში. ჩემი ბინა შესულია ისტორიულ ნაგებობათა რიცხვში. ჩემმა მეზობელმა დაიწყო ბინის გადაკეთება: შეცვალა მისი ფასადი, ძველი კარი შეცვალა რკინის  კარით და ასე შემდეგ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აპირებს ბინის გადაკეთებას კვების ობიექტად, კერძოდ, სახინკლედ. როგორ მოვიქცე, ვის მივმართო? აქვს თუ არა ჩემს მეზობელს ამის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა მიმართოთ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ან სასამართლოს.

скачать dle 11.3