რა კავშირია ადამიანის დაბადების თარიღსა და ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის
ჩასახვისა და დაბადების თარიღი ადამიანის ცხოვრებაზე მართლაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც არის საჭირო ასტროლოგიური პროგნოზის შედგენის დროს ადამიანის დაბადების ზუსტი საათისა და წუთის გათვლა, რადგან, ვარსკვლავებისა და პლანეტების წამიერი განლაგება განსაზღვრავს ადამიანის ბედს მისი დაბადების მომენტში და ეს ბედი მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გასდევს. ჩასახვის დრო ადამიანის ჯანმრთელობაზეც აისახება. მაგალითად: ზაფხულში და შემოდგომაზე მომავალი დედის ორგანიზმი ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებითაა სავსე, შედარებით სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავს და ამ დროს ჯანმრთელი ბავშვის დაბადების მეტი შანსია. ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე ორსული ქალი ნაკლებ ვიტამინებს იღებს, განიცდის მზის სხივების დეფიციტს, ორგანიზმი დასუსტებულია და, ამიტომ, შესაძლებელია, ადამიანს სეზონური დეპრესია ან ვირუსული ინფექცია შეეყაროს. ამ დროს, ყოველივე ამის ფონზე, შედარებით სუსტი ჩვილები იბადებიან.
ასტროლოგიურად ბავშვის გუნება-განწყობასთან თავისებური კავშირი აქვს მამასაც. გაზაფხულზე შედარებით მხიარული ბავშვები ისახებიან, შემოდგომით კი – მოწყენილები და ნელები. ამ დროს მშობლის ასაკსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება; ასევე, მნიშვნელოვანია მომავალი დედის სწორი კვება, სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ასე შემდეგ.
მართალია, ბუნებაში ყველაფერი თუ არა შემთხვევების უმეტესობა სპონტანურად ხდება, მაგრამ, კარგი იქნება, თუ ბავშვის ჩასახვას მაინც ვარსკვლავებს „დაეკითხებით.”
ასტროლოგიურად ცნობილია, თუ რა კავშირია ადამიანის დაბადების თარიღსა და ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის. აღმოჩნდა, რომ დეკემბერსა და იანვარში დაბადებულ ადამიანთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დაავადებები აწუხებს; თებერვალსა და მარტში დაბადებულებს – ეპილეფსია, შიზოფრენია და დეპრესიები; აპრილსა და მაისში დაბადებულებს – ანორექსია და პარკინსონი; ივნისსა და ივლისში დაბადებულ ადამიანებს – ალერგია; აგვისტოში დაბადებულებს – ლეიკემია; სექტემბერსა და ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ალკოჰოლიზმი და შიშები; ნოემბერში დაბადებულებს ხშირი დეპრესიები და ვენების გაგანიერება.
ასტროლოგიური კუთხით, სანამ ახალი სიცოცხლე მოევლინება ქვეყანას, ორსული ქალი გადის განვითარების რამდენიმე ეტაპს. ორსულობის ყოველ თვეს თავისი მფარველი პლანეტა მართავს. ამის მიხედვით, ორსულმა ქალმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მოვლენა უნდა წამოსწიოს წინა პლანზე და რა გაითვალისწინოს ამ ეტაპებზე.
ორსულობის პირველ თვეს მართავს მზე და მისი ენერგია. ამ დროს მომავალი დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას კოსმიური ენერგიებისა და მათი ზეგავლენის მიხედვით. ამ პერიოდში ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა დაუთმოს მუსიკის მოსმენას, ხატვას, სიმღერას, შემოქმედებით საქმიანობას. მზის ენერგია ამ დროს ხელს უწყობს ემბრიონში ფიზიკური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, სამომავლოდ მის დაინტერესებას ხელოვნებისადმი; ასევე, მუცლადყოფნის პერიოდში ამაღლებს მის სულიერ პოტენციალს.
ორსულობის მეორე თვეს მართავს მთვარე და ხდება ემბრიონის ქვეცნობიერი სამყაროს ჩამოყალიბება. უმჯობესია, ამ დროს მომავალი დედა ხშირად განმარტოვდეს, რათა ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცვას ბავშვი და ხელი შეუწყოს მის ზრდასა და პოტენციალის განვითარებას.
მესამე თვე უკავშირდება პლანეტა მარსს. ორსულმა ქალმა ყველაზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე ამ დროს უნდა გამოიჩინოს, რომ არ გაცივდეს, არ მიიღოს ტრავმები და ამით ბავშვი არ დააზიანოს.
ორსულობის მეოთხე თვეს პლანეტა მერკური მართავს. მომავალმა დედამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას: უნდა უყუროს შემეცნებით გადაცემებს, რომანტიკულ ფილმებს, იაროს მუზეუმებში. ამით ის გააღრმავებს ბავშვის მიდრეკილებებს ცოდნისადმი.
მეხუთე თვე უკავშირდება იუპიტერის ზეგავლენას. ამ დროს ბავშვზე დიდ ზემოქმედებას ახდენს დედის მოქალაქეობრივი პოზიცია – ის ამით ბავშვის მომავალ ცნობიერებას აყალიბებს.
ორსულობის მეექვსე თვეს მართავს ხელოვნებისა და სიყვარულის პლანეტა – ვენერა. ის უზრუნველყოფს ბავშვის ემოციებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში დედა ეზიაროს სილამაზეს: შეიძინოს ლამაზი ნივთები, უსმინოს მუსიკის ჰარმონიულ ჰანგებს, იცხოვროს კომფორტულ და ლამაზი დიზაინის მქონე ბინაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ დროს, დედის მუცელში მყოფ პატარას ყველაზე მეტად მამის ხმის ტემბრი ამახსოვრდება. ორსულობის მეექვსე თვეში ხდება მამა-შვილს შორის დამოკიდებულების განსაზღვრა.
მეშვიდე თვეს მართავს პლანეტა სატურნი. ამ დროს ბავშვი ოჯახური იდილიის შეგრძნებას იწყებს. ამიტომ, ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა გაატაროს ოჯახის წევრების გვერდით, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან. საგვარეულო ზეგავლენას ბავშვი მუცლად ყოფნის სწორედ მეშვიდე თვეს შეიგრძნობს.
ორსულობის მერვე თვეს მართავს პლანეტა ურანი. ამ პერიოდში ქალი ხდება ცნობისმოყვარე, აინტერესებს სიახლეები, მეგობრებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ურთიერთობები და ამას ბავშვიც გრძნობს.
მეცხრე თვეში პლანეტა ნეპტუნი ახდენს გავლენას ორსულ ქალსა და მის პატარაზე. ამ დროს აუცილებელია სიახლოვე ბუნებასთან. ეს არის სიბრძნის მიღების, ინტუიციის განვითარების პერიოდი. თუმცა, ქალში ჩნდება შიშის შეგრძნება, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ ქალმა ამისგან თავი უნდა დაიზღვიოს და მეტი დრო დაყოს ბუნებაში, მშვიდ გარემოში.