კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიული ჩოხელის ცხოვრების ტრაგიკული ისტორიები – რატომ დასდევდა მას მუხიანის აგარაკზე უცნობი მამაკაცი ნაჯახით და რატომ დაშორდა მეუღლეს

„…მე მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ცხოვრების გამოცდილება; თუმცა, გულახდილად გეტყვით, თუ თქვენ ჩემი ცხოვრების გზა გეუცხოებათ, ან ეს ამბები საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ, მეორე ფურცლიდანვე დახურავთ ჩემს წიგნს,  არადა, მართლაც საინტერესოა აღიარებული ვარსკვლავის ცხოვრებაში ჩახედვა – მე გაძლევთ ამის უფლებას ჩემი გულღია მონოლოგით. ჩემ მეტი თქვენ ვერავინ მოგიყვებათ სრულ სიმართლეს,” – ამბობს თავის დღიურებში გიული ჩოხელი. 

„მედგრად გავუძელი ყველა მოულოდნელ დარტყმას. ზოგი სასიკდილოდაც მიმეტებდა… სცენიდან ჩამოვედი და ჩავეშვი ცხოვრების უფსკრულში. თითქოს იქ არ მოვხვდი, სადაც სიმღერა დავიწყე. ჩემი მოძღვარი – დედა – უკვე მოხუცი და მძიმე ავადმყოფი დამხვდა... მასთან მხოლოდ მე ვიყავი. აქ, მძიმე პირობებისა და უმუშევრობის გამო, ჩემი  ერთადერთი შვილი, თავისი ოჯახით, სხვა  ქვეყანაში გაიხიზნა. ჩემს შვილს, წლების მანძილზე, ცოდნა და უმაღლესი განათლება არ გამოადგა, არ შველოდა... მიმზიდველი, ქალური შეხედულების გამო სიძნელეებს აწყდებოდა. ჰპირდებოდნენ სამსახურს, თუკი მათ ღამღამობით ლოგინს გაუთბობდა… წლების მანძილზე ვმოგზაურობდი, ვმართავდი სოლო კონცერტებს. გაუთავებელი სასტუმროები, უხარისხო რესტორნებისა და კაფეების კვება, შეხვედრები სრულიად უცხო ადამიანებთან, ლოთი მუსიკოსები – მათი დაშოშმინება... ოჯახი, შვილი ძალიან მენატრებოდა. ჩემს შვილთან, ოჯახთან მხოლოდ სიზმარში ვიყავი. ძილში ვიქანცებოდი ემოციებით, გაღვიძებულს ენერგია მღალატობდა და ისევ დაქანცული ვიძინებდი და დაქანცული ვიღვიძებდი. საღამოს – კონცერტი… მე და ჩემი მეუღლე გაუთავებლად ვმართავდით  სოლო კონცერტებს. მძიმე ცხოვრება განვვლე… მამაკაცის მიმართ სიყვარული ორჯერ განვიცადე და მხოლოდ ერთი, დღემდე ბუდობს ჩემს გულში – ჩემი ბორისის სიყვარული, ის ხომ ჩემი შვილის მამაა. აი, სექსი კი უფრო მეტი მქონდა. მათი სახეებიც კი არ მახსოვს... ალბათ, შემოქმედისთვის ესეც საჭირო იყო,  როგორც აღმაფრენის დოპინგი – მე მიყვარს სექსი…  

 ***

…დრო კატასტროფულად სწრაფად მიჰქროდა... სიყრმის მეგობრებს დღედაღამ ვკარგავდი. ზოგი სამშობლოდან გარბოდა, ზოგი ზეცისკენ მიაშურებდა. მარტო დავრჩით მე და ჩემი საყვარელი ავადმყოფი დედა, რომელიც ხელიდან მეცლებოდა… გიჟური აზრი დამებადა. ვიფიქრე, მე ხომ არასოდეს მითხოვია დახმარება, მოდი და, ჩემს ძველ მეგობარს, მხატვარს, არქიტექტორს (მაშინ თბილისის მხატვრის საბჭოს ხელმძღვანელობდა) მივაკითხავ. წავედი სალოცავად და, სანამ ეკლესიაში შევიდოდი, აბრას მივაქციე ყურადღება. ზუსტად იქ აღმოვჩნდი – ოთარ ლითანიშვილის ორგანიზაციის რეკლამასთან… ეკლესიაში ვილოცე და ავედი გვერდით, ძველ, გრძელ კიბეზე. კარი რომ შევაღე, ოთარი კაბინეტში იჯდა და ქაღალდებში იყო ჩაფლული. 

თითქმის რამდენიმე საათი დავყავი მასთან. მოვუყევი მთელი ჩემი მძიმე სიტუაცია… სწორედ იმ დროს დაიწყო პირველი ტალღა კოოპერატივებისა. ჩვენი საუბრის დროს მას გაუჩნდა იდეა – მოდი და, რამე მოისაზრეო. მე გახარებული დავბრუნდი სახლში. რამდენიმე დღეში ისევ ვეახლე ოთარს და ჩემი გეგმა გადავუშალე, წვრილად მოთხრობილი და დახატული. მოეწონა და მითხრა: მე შევძრავ ქვეყანას და დაგეხმარები, ოღონდ, შენ ადგილი შეარჩიე, რომელიც მხოლოდ ქალაქს ეკუთვნისო… მოვუყევი იმ ადგილის – პატარა ბაღის შესახებ, მე რომ მომეწონა. დამიბარა, იქითა კვირის შემდეგ მოდი და ყველაფერი დავგეგმოთო. გამოჩნდნენ სპონსორები… საქმე ოფიციალურად დაიძრა და არაჩვეულებრივ სკვერში რესტორანი „არაგვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიდგა პატარა, ლამაზი კულტურული კაფე-ბარი „გიული.“  ჩემს ბარში ძალიან კარგი საზოგადოება სტუმრობდა. საზღვარგარეთელი სტუმრები…  მე დავივიწყე, მომღერალი რომ ვარ. მე უნდა მეშველა ჩემი ოჯახისთვის და სპონსორების ვალი უნდა გამესტუმრებინა. ამიტომ, კარი ჩავუკეტე ჩემს წარსულს და უჩვეულო ცხოვრებაში ჩავეშვი. ჩემი „რიჟა ზაპოროჟეცი“ როგორც მომმარაგებელს მეხმარებოდა; ბარში გავიხსენე დედაჩემის ნასწავლი ხაჭაპური, სოკო,  დესერტი, წვენები, კოქტეილები. დედაჩემის კომპოტებისა და მურაბების რეცეპტების გამოყენებით ავაწყვე ბარის სიცოცხლე. 

ბარი „გიული“ ყვაოდა, ძვირფასი წამლები კი ჩემს დედიკოს შველოდა… 

… მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. მე მარტოს მომიწია ჩემი აღორძინება. ბევრი შრომა დამჭირდა, რომ ეს მომხდარიყო… 1995 წელს ამერიკაში დავიწყე პოლიეთილენის პარკებით კომპოზიციების შექმნა. მეგობრებმა არ გამომიშვეს. მატარებდნენ გალა კონცერტებზე, კაფე-ბარებში, სადაც ჯაზის ვარსკვლავები მღეროდნენ და უკრავდნენ. ათი დღე არ ვეხმაურებოდი მეგობრებს. ვთხოვდი, ცოტა ხნით დაევიწყებინათ ჩემი იქ ყოფნა… 10 თვის განმავლობაში 100 ნამუშევარი შევქმენი. ოლეგმა ცოხოში მიმიყვანა. იქ გამაცნო მესაკუთრე, გალერეის მფლობელი მხატვარი და ჩემთან მოიყვანა კანადელი ემიგრანტი ამერიკელი. გადაირია – თქვენ პირველი ქალი ხართ, ვინც ამ მასალით ეს საოცრება შექმენით. ცელოფანი ქვეყნის მტერია, რომელმაც თავი მოგვაბეზრა და თქვენ ასეთი ხედვით შემაყვარეთ ეს მასალაო. მოაწყო გამოფენა თავის გალერეაში… განცვიფრდნენ – ნუთუ საღებავს არ  ხმარობთო… გამოგიტყდებით, მქონდა ეშმაკის ცდუნება, დავრჩენილიყავი ამერიკაში.  ჩემს სამშობლოში არეულობაა, მძიმე ცხოვრებაა, აქ კი ყველა მეფერებოდა, მაქებდა, უამრავი მეგობარი შევიძინე. ოლეგი თავის სახლს მითმობდა სანაპიროზე – დარჩიო... 

იყო პერიოდი, როცა დავიღალე სოლო კონცერტებით და გადავწყვიტე, ერთწლიანი შესვენება გამომეცხადებინა. დედამ იცოდა, რომ მე ძალიან მინდოდა, რამე შემეძინა სოფლად ან თბილისის გარეუბანში. გაირკვა, რომ თეატრის ერთ მსახიობს მუხიანში ჰქონდა აგარაკი და იმან მოგვცა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ტელეფონის ნომერი. მოკლედ, შევიძინე მიწა და დანგრეული ძველი ქოხი, რომლის გაცოცხლება შესაძლებელი იყო. მინდოდა იქ, სიჩუმეში, ბუნებაში, რომელიც მე სიგიჟემდე მიყვარს, წიგნი მეწერა – ჩემი მოგონებები. ეს აზრი არ მასვენებდა. მუხიანის სახლში დაიწყო რემონტი. ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა უსასყიდლოდ დაიწყო ბუხრის შენება. ხის მასალით ავაწყვეთ ფიცრების კიბე და მანსარდზე ასვლა იყო შესაძლებელი. ბუხარი მხოლოდ პირველი სართულის ჭერამდე იყო ამოსული. კედლების გაჯით შელესვა დაგვჭირდა. სცენიდან ჩამოსული მომღერლისთვის ლესვა და გაჯი – აღმოჩენა იყო, მისი შოვნა კი – პრობლემა. მირჩიეს, აეროპორტის გზაზე „პეპელა” არის და იქ სამშენებლო მასალები იყიდებაო. 

ხომ იცით, რა ტიპი ვარ – იდეა იმწუთში მიმაქროლებს ასრულებისკენ. ვერაფერი ვეღარ შემაჩერებს, ჰოდა, დავიქოქე. ჩემმა „რიჟა ზაპოროჟეცმა მიმაქროლა „პეპელაში”. მიმასწავლეს. კაბინეტში შევედი. დირექტორი ზის… „ბატონო, გაჯი მჭირდება, გთხოვთ, დამეხმარეთ, – შემდეგ წარვუდგინე თავი: მე გიული ჩოხელი ვარ!“

დირექტორი, პატარა ტანის ჩაკუნთული კაცი, ფეხზე წამომიდგა, ხელი გამომიწოდა – მე გაიოზ ჯეჯელავა ვარო! – ფეხბურთელი? – შევკივლე მე. დიახ, ფეხბურთელიო. 

„ზაქრო, მანქანა დატვირთე, ქალბატონს გაჯი უნდა, ოღონდ, ტომარაშიო...“

ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, დიდხანს ვისაუბრეთ… მოკლედ, დავმეგობრდით. მასში ახალგაზრდა სული ჩქეფდა. გარეთ, მანქანისკენ რომ გავიხედე, გული გამისკდა – მანქანა გატენილი იყო გაჯით. ფული არავითარ შემთხვევაში არ გამომართვა. მიიყვანე, სადაც გეტყვისო...

– მე სულ ხუთი ტომარა მჭირდება და ამდენს რა ვუყო, ბატონო გაიოზ-მეთქი? დაარიგეო. ამოვიყვანე მლესავი და დაიწყო ლესვა. ორი დღე იმუშავა კარგად. მესამე დღეს ჩემი „ზაპოთი” ამოვედით, რომ გაგვეგრძელებინა სამუშაო და, რას ვხედავთ – არცერთი ტომარა აღარ დაგვხვდა. იქაურმა მიგვასწავლა, ვინც წაიღო გაჯი. ჩვენც მივედით იმ პიროვნებასთან. გამოვიდა ძალიან მაღალი, წარბაწეული, მსხვილი, ლოთი, წითური კაცი. მე არაფერი წამიღია და სანანებლად გაგიხდებათო. მართლაც, ამიხდინა დანაპირები. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. აგარაკზე ავედი და ვარდებს მოვუარე, ცოტა თოხნაც დავიწყე – ვიფიქრე, ბაღს მაინც მოვუვლი და, ჯანდაბას გაჯი, მეორე და მესამე პირის გალესვა აღარ მჭირდებოდა. ახლა ვწერ და თვალწინ მიდგას ეს საშინელება. 

„ზაპო” ეზოში დგას. შებინდება დაიწყო… მე მეცვა სარაფანი, მუშაობის დროს ლიფი მიშლიდა ხელს და ჩანთაში ჩავდე. ვემზადები, ვარ მეორე სართულზე. უცებ შემომესმა ხმაური. ვიღაცა ბრახუნითა და გინებით ამოდის კიბეზე. „ვინ ხარ?” – შევყვირე. ვერ მოვასწარი გაცნობიერება, რომ კბილებში მომხვდა მოქნეული ნაჯახის ტარი. ვიკივლე. სისხლი, მოფამფალებული წინა ორი კბილი. „დღეს მოგკლავ და შენს თავს ღორებს შევაჭმევო,” – გამომიქანა ნაჯახი და თავში, მარცხენა მხარეს ჩამარტყა ნაჯახის პირი. თქრიალით მომდიოდა სისხლი. ვემუდარებოდი: „არ მომკლა, აი, ეს ბეჭედი, შენი იყოს! რაც გინდა... გინდა, ეს აქაურობაც შენი იყოს?”

მოკლედ, რატომღაც, ჩემკენ ზურგით მოტრიალდა – ალბათ, შეეშინდა, სისხლი თქრიალით რომ მომდიოდა. დრო ვიხელთე და, არ ვიცი, გავფრინდი თუ ჩემმა მფარველმა ანგელოზმა ხელი მკრა, ბუხრის დაუმთავრებელ განიერ მილში ჩავცურდი და ტუალეტის უკანა კედელს მივეკარი. ჩემ უკან ღობის ბადეა, წინ კი – ფიცრის კედელი და ორმო. მკვლელი წინ და უკან დარბის, გინებით მეძებს. მე გატრუნული ვარ, სუნთქვაც კი შევწყვიტე. ჭიშკრიდან გავარდა, მეძებს. ყვირის – მაინც გიპოვიო. უკვე დაბნელდა. გონებას მოვუხმე, გავმაგრდი, გადავძვერი ბადეზე  და დავეშვი სირბილით. სულ პირდაპირ ვირბინე გაუჩერებლივ და გზაზე აღმოვჩნდი. მანქანებს ვაჩერებ, არავინ მიჩერებს – დასისხლიანებული ვარ, სახეც კი არ მიჩანს, ფერშეცვლილია. ქოშები გადავყარე – ვერ მოვრბოდი. ბოლოს ერთმა „მოსკვიჩმა” გამიჩერა. გიული ჩოხელი ვარ, მიშველეთ, გთხოვთ, ჩემს აგარაკზე მკვლელი დამესხა თავს-მეთქი, – ვტირი. წარმოიდგინეთ, ღამით აგარაკებიდან დასისხლიანებული კახპა ითხოვს შველას – ალბათ, მძღოლებს ასე ეგონათ და იმიტომ არ მშველოდნენ. გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი კაცი და საავადმყოფოში მიმიყვანა. 

6-სანტიმეტრიანი ნაკერი დამადეს – გადარჩენილხარ, ის საფეთქელში გიმიზნებდა და სიბნელემ გიშველაო. ბუხარი რომ ყოფილიყო დამთავრებული და მილი სახურავამდე ამოსული, მე აღარ მექნებოდა გასაქანი. მეორე დილას გაგიჟებული დედა და მეზობელი საავადმყოფოში მოვიდნენ… ჩანთა და მანქანის გასაღები გადაგდებული იპოვეს და მანქანაც ჩამომიყვანეს. 

მეორე დილას მკვლელი აბაშიძე, კაიფში, მუხიანის ბაღის სკამზე იყო წამოწოლილი – ეტყობა, გამოიქცა დასამალად. აიყვანეს და რვა წელი მიარჭეს… მე ის ადგილი მივატოვე. გავანადგურე მესაკუთრის საბუთები და დავივიწყე ეს საშინელი თავგადასავალი. ალბათ, ვინმე უსახლკარომ ან გაჭირვებულმა დაიკავა ის ადგილი, ის სახლი…”

скачать dle 11.3