კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა აირჩიოთ „ალპინას“ საღებავი ბავშვის ოთახისთვის და რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა საღებავმა

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საღებავების ბუმია, ხარისხიანი საღებავის შეძენა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. მომხმარებლისთვის მთავარი თავსატეხი, ხარისხიანი და  ეკოლოგიურად სუფთა საღებავის  ყიდვაა. ზოგჯერ ოჯახებში სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული საღებავების წყალობით,  ინტოქსიკაციის  შემთხვევებიც ფიქსირდება: განსაკუთრებით სათუთი ეს თემა მაშინაა, როცა საქმე ბავშვის ოთახის შეღებვას ეხება.  სად და რომელი ხარისხის საღებავი უნდა შეიძინონ მშობლებმა ბავშვების ოთახის შესაღებად,  რომელია ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს, ეკოლოგიურად სანდო  საღებავი საქართველოში და რა უნდა იცოდეს  რიგითმა მოქალაქემ, როცა ის საღებავს ყიდულობს,  ამ და სხვა პრობლემატურ საკითხებზე, „კაპაროლ ჯორჯიას”  პროდუქტ-მენეჯერი, სანდრო კვანტალიანი   გვესაუბრება:

  – ბატონო სანდრო, სახლის ინტერიერისთვის  კედლების საღებავის შერჩევა ქართველი მომხმარებლისთვის სერიოზული პრობლემა გახდა. აუხსენით ჩვენს მკითხველს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ოთახებისთვის კედლების საღებავის არჩევისას?

– ინტერიერის საღებავის შერჩევისას მომხმარებელმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. უპირველესად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკოლოგიურ მხარეზე. საქართველოში ამ თვალსაზრისით, არჩევანი საკმაოდ მწირია. ამიტომაც, კონსულტაცია უნდა იყოს ზუსტი, რომ მომხმარებელი მოტყუებული არ დარჩეს. არსებობს სტერეოტიპი, რომ ფასადის საღებავის გამოყენება კარგია ინტერიერში, ის უფრო მედეგია, უძლებს წვიმას,  ნესტს და ასე შემდეგ. ამიტომ, ხშირად იყენებენ ხოლმე ფასადის საღებავს საცხოვრებელი ბინის შიდა კედლების შესაღებად. იხდიან მეტ თანხას, შედეგი კი, არაადეკვატურია, რადგან ფასადის საღებავში ძალიან ბევრი ისეთი კომპონენტია დამატებული, რომელიც ზრდის სწორედ მის ფასადისთვის გამოყენების საჭირო მედეგობას. თუმცა, ინტერიერში მისი  გამოყენება  არარელევანტურია. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ შეიძინო ამა თუ იმ ინტერიერის ოთახისთვის შესაბამისი საღებავი. მაგალითად, აბაზანისა და სამზარეულოსთვის სხვა კაგეტორიის საღებავია საჭირო, ხოლო ბავშვის საძინებელი ოთახისთვის სხვა კატეგორიის საღებავი..

მოგეხსენებათ, „ალპინა”, ისევე როგორც „კაპაროლი“,  წარმოადგენს „DAW” ფირმათა ჯგუფის კომპანიას და არის ყველაზე გაყიდვადი საღებავების მწარმოებელი გერმანიაში. მის მიერ წარმოებული პროდუქცია იმსახურებს  გერმანელ მომხმარებელთა ნდობას წლების განმავლობაში. „ალპინას” ბრენდმა ქართველ მომხმარებელს გაუადვილა არჩევანის გაკეთება, რადგან ასორტიმენტი დაყოფილია იმისდა მიხედვით, თუ რომელი ოთახის შეღებვა სურს მომხმარებელს – აბაზანის, სამზარეულოსა თუ ბავშვის ოთახის. სამზარეულოსა და აბაზანის შემთხვევაში, ის უძლებს ნესტს, წმენდამედეგია და ხელს უშლის სოკოსა და ობის გაჩენას. როდესაც მომხმარებელი მიდის დახლთან, ის საღებავის ეტიკეტზე უკვე ხედავს მის ფუნქციას  და ირჩევს  დანიშნულებისდა მიხედვით. რა თქმა უნდა, „ალპინას” ბრენდი მოიცავს ინტერიერისთვის საჭირო ყველა ტიპის საღებავს, ასევე მისაღები ოთახისთვის, ჰოლისთვის  და ასე შემდეგ. თუმცა, გამორჩეულად მნიშვნელოვანია სპეციფიკური საღებავები.

 – იქნებ უფრო დეტალურად  ბავშვის ოთახის საღებავზეც მოგვითხროთ, მშობლების უმეტესობამ, ალბათ, არ იცის, რომ   ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მათი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოების თვალსაზრისით...

– რა თქმა უნდა, მაგალითად, ევროპაში ბავშვის ოთახის შეღებვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულად ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით შეზავებული მასალებით და ამ ტიპის საღებავები მთლიანად ორიენტირებულია  ბავშვის ჯანმრთელობაზე. მაგალითად,  „ალპინას” ბრენდს   უკვე მეორე წელია, აქვს  განახლებული ხაზი, რომელშიც შედის ბავშვის ოთახის საღებავები – გამორჩეულად სუფთა ინგრედიენტებით გაზავებული და მიზანმიმართული  იმ ზონაზე, რასაც ბავშვის ოთახი ჰქვია. მისი ძირითადი ფუნქცია, ეკოლოგიურობის გარდა, არის წმენდამედეგობა. ბავშვის ოთახის კედლები ხშირად ჭუჭყიანდება; ბავშვი კედელს სვრის ხელით, ფეხით, ნახატით, ბურთით თუ ასე შემდეგ. ამიტომაც, მშობელს გაუმარტივდება ოთახის მოვლა, რომ ხშირად არ დასჭირდეს გადაღებვა  და წმენდამ საღებავი არ გააფუჭოს. ამას გარდა, „ალპინას”  აქვს  საღებავების ფერთა დიდი ასორტიმენტი სპეციალურად ბავშვის ოთახისთვის.  ბავშვების ოთახის ფერი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მათ განწყობაზე, ფსიქოგარემოზე... ამიტომაც, ხალისიანი და საბავშვო ფერების დიდი არჩევანი გვაქვს. სასურველია, ხალისიანი და ნათელი ფერები, რაც ბავშვს განაწყობს პოზიტიურად. განსაკუთრებით მოთხოვნადია ხასხასა მწვანე ფერები. „ალპინას” საღებავი მშობელს არ ზღუდავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე, „ალპინა” არ არის ძვირად ღირებული პროდუქტი. ის არ არის გათვლილი საზოგადოების ვიწრო წრეზე – ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის. მას უკავია საკუთარი ნიშა და დღეისთვის ის გაყიდვების ჰიტია. 

– საღებავის ეკოლოგიურობა  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ალპინა” ამ მხრივაც გამორჩეულია... 

– საღებავის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ორგანული, აქროლადი ნაერთები, ანუ იგივე გამხსენელები, რომელთა  წილი საღებავში განსაზღვრავს სწორედ მის ეკოლოგიურ ხასიათს. როდესაც კედელზე  ხდება საღებავის დატანა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყოფს ამ აქროლად ნაერთებს, რომლებიც ხშირად ტოქსიკურიცაა.   „ალპინა” აკმაყოფილებს გერმანული ინდუსტრიული ნორმების  ყველაზე მოთხოვნად კრიტერიუმებს. ფასადის საღებავებში აქროლადი ნაერთების შემცველობა  30 მილიგრამი, ანუ 3 პროცენტამდეა, ხოლო ინტერიერის საღებავებში კი  1 პროცენტზე ნაკლები. რაც ნაკლებია ამ შემკვრელი ნაერთების შემცველობა საღებავში, მით უფრო  სუფთაა ეკოლოგიურად ეს საღებავი. ბუნებრივია, ხშირად საღებავების ეტიკეტზე დატანილია ეს ინფორმაცია, თუმცა თურქულ თუ სხვა  უცხო ენაზე ინფორმაციის ზუსტად ამოკითხვა, ძნელია. „ალპინას” შემთხვევაში კი, ცნობილია, რომ ბავშვის ოთახისთვის განკუთვნილი საღებავი ნაკლებ აქროლად ნაერთებს შეიცავს და შესაბამისად, უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, როგორ შეარჩიოს  საღებავი  ინტერიერისთვის და რატომ უნდა აირჩიოს „ალპინას” პროდუქცია.   

скачать dle 11.3