კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

გია ნიკოლაძის ანეკდოტები

გურიაში ავტოავარია მოხდა. მანქანა შეასკდა „სტოლბას”. მოკლედ, შეიკრიბა ხალხი და დიდი ამბავია. ჟურნალისტები ეძებენ თვითმხილველს, რომ მისგან ინტერვიუ აიღონ. იქვე შენიშნეს კაცი, რომელიც ზის მშვიდად, თვალს ადევნებს სიტუაციას და სიგარეტს აბოლებს. ჟურნალისტები მისცვივდნენ:

– ბატონო, ორი სიტყვით, ხომ ვერ გვეტყვით, რა მოხდა?

– ეგერ, ბიძია, სტოლბას ხედავთ? – დაუბრუნა დინჯად გურულმა კითხვა.

– დიახ, ვხედავთ.

– მაგენმა ვერ დეინახეს!

***

სვანები ქორწილში არიან. კაცები დაიწყებენ სიმღერას:

  – ვისია, ვისია, ქალი ლამაზი...

სვანები ადგებიან და ტოვებენ სუფრას. ეკითხებიან, რა გეწყინათ ასეთი, შუა სუფრიდან რომ მიდიხართო.

– რა ვიცი, კაცო, ახლა არკვევთ ვისია ქალი და სანამ შარში გავეხვევით, წავალთ, ჩვენ არაფერი დაგვაბრალოთო.

***

ზურიკო ამერიკიდან ურეკავს დედას:

– დედა, ნატომ იმშობიარა. ბიჭი დაიბადა, მაგრამ რძე არ აქვს, ზანგის ქალი აჭმევს ძუძუს. ალბათ, ამიტომაა, რომ ბავშვი მთლათ თეთრი არ არის. სხვა მხრივ ჯანმრთელია.

– შვილო, ხუთი შვილი გავაჩინე და არცერთზე არ მქონდა რძე. ჩვენი ძროხის რძით გზრდიდით ხუთივეს, მაგრამ რქები, მარტო შენ ამოგივიდა?!

***

– დედა, ეგ ქურქი მამამ გიყიდა?

– მამამ, მამამ... მამაშენის იმედზე რომ ვყოფილიყავი, ახლა შენც არ იქნებოდი!

***

85 წლის კაცი მივიდა ექიმთან და შესჩივის:

– ექიმო, სექსის დროს ყურში შუილები მაქვს და რას ნიშნავს?

– ეე, ბაბულიკ, აპლოდისმენტები რომ არ გესმის, არ გიკვირს?

 

გიგა კვენეტაძის ანეკდოტები

კაცი ზის ტაქსიში. მძღოლი ტყვიასავით მიქრის. მგზავრი ეუბნება ტაქსის მძღოლს:

– თუ კაცი ხარ, ნელა იარე, დახეული ტრუსიკი მაცვია და არ მინდა, მორგში  შევრცხვე!

***

ტიპი ღამით შევიდა ბარში და ლუდი მოითხოვა. ბარმენმა მიუტანა და უთხრა:

– თქვენზე ერთი თეთრია.

– ასე იაფია? მაშინ ხიზილალა, ასატრინა, ანანასი, კონიაკი და ბუტერბროდიც მომიტანე. და, ეს რა დამიჯდება?

– ეს ყველაფერი, თორმეტი თეთრი დაგიჯდებათ.

– მე კი მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ ბარის მფლობელი ვინ არის?

– ახლა ვერ გაიცნობთ, რადგან ჩემს ცოლთან ერთად კაბინეტშია ჩაკეტილი.

– და, ჩაკეტილ ოთახში, თქვენს ცოლთან ერთად რას აკეთებს?

– რასაც მე, მის ბიზნესთან!

***

ძალიან მსუქანი ქალი მივა ექიმთან და შესჩივის:

– ექიმო, არანაირი დიეტა არ მშველის, ვერ ვიკლებ წონაში. იქნებ მირჩიოთ რამე?

– სამწუხაროდ, თქვენ დიეტა არ გჭირდებათ, სამ თვეში მოკვდებით.

გავიდა ოთხი თვე და გაცეცხლებული ქალი შევარდა ექიმის კაბინეტში:

– ეს რა მიქენით, ექიმო? როგორ მომატყუეთ, მოკვდებიო? გავთავდი ქალი ნერვიულობით.

– სამაგიეროდ, როგორ გახდით...

***

ორი გურული სადილობს. ერთმა აიღო ყველაზე გრძელი პრასი, დაკეცა, დაკეცა, ჩააწო მარილში და ძლივს ჩაიკეცა პირში. 

წამოხტა მეორე ფეხზე:

– თუ ძმა ხარ, დროზე დაღეჭე, თვარა თუ გეიშალა პირში, ხომ აგხადა თავის ქალა!

***

ორი „სვეტსკი“ გოგო საუბრობს ვაკეში:

– აუუუ, მანქანა კოროზიამ შემიჭამა თურმე, ასე მითხრა ხელოსანმა.

– უიმეეეე, ხომ შეგვჭამეს, გოგო, ამ მეგრელებმა!

скачать dle 11.3