როგორ შემოატარა რესტორნები ლევან სუხიტაშვილმა გასაბერ ქალს და რატომ ხდება მისი ჩაცმულობა მის ორიენტაციაზე საუბრის მიზეზი
ლევან სუხიტაშვილი ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის მამა გახდა: მას უკვე ორი ბიჭი და ორი გოგონა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი საკმაოდ ნიჭიერი მსახიობია, საქართველოში თავისი პროფესიით იშვიათად მუშაობს. შესაბამისად, სამომავლოდ, შეიძლება სხვა ქვეყანაში მოსინჯოს ძალები.
ლევან სუხიტაშვილი: უკვე მრავალშვილიანი მამა ვარ. მე ვამრავლებ ერს და აწი იზრუნოს სახელმწიფომ, თან როგორი კარგები გამოდიან. რა იცი, რაში გამოადგნენ ქვეყანას. ხარისხი იმაზე უკეთესია, რაც სახელმწიფომ უნდა გადამიხადოს. უმუშევარი, მრავალშვილიანი მამა ვარ, ველოდები რაღაცეებს. მოსკოვის კინოსტუდიებიდან მოწვევები მაქვს, უბრალოდ, არ მინდა წასვლა. თუ აქ რამე გამოჩნდება, დავრჩები და თუ არადა, ალბათ მომიწევს წასვლა.
– წლების წინ, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ 4 შვილის მამა იქნებოდი.
– დღესაც არ სჯერათ. არასტაბილური ადამიანი ვარ, მაგრამ როცა საქმე ოჯახს ეხება, მაშინ სხვანაირად არის საქმე. შვილები სულ სხვა პასუხისმგებლობაა, თუმცა ვერ გავიგე ეს პასუხისმგებლობა რას ნიშნავს... მაგრამ ამას სადღაც მაინც გრძნობ. არის რაღაცეები, რაშიც თავად შევიზღუდე თავი, რადგან სხვა ვერ შემზღუდავს. ვინმემ რომ შემზღუდოს, მიმითითოს: ეს, ასე გააკეთეო. პირიქით, შეიძლება, რაღაც ნაზლო გავაკეთო.
– მაკას დიდი დამსახურებაა, ამდენი წელი ერთად რომ ხართ და უკვე სამი შვილი გყავთ.
– მაკა გავიცანი პატარა სამყაროში, სადაც ყველაფერი ჩანდა: როგორი ადამიანი იყო. თუმცა, სირთულეები როგორც ყველგან, ჩვენთანაც არის. განსაკუთრებით უჯრაა ყველაფრის მიზეზი. დამილაგებს და ერთ ამოღებაზე არეულია. ვეუბნები: დაანებე თავი, მირჩევნია არეული იყოს, ასე უფრო კარგად ვპოულობ-მეთქი. ეს უჯრა მკლავს და კიდევ ღამე სახლში გვიან მისვლა. რამდენიმე დღეს თუ გადავაბამ ასე, მერე შეიძლება, საყვედური მითხრას და ერთი-ორი დღე გაიბუტოს. შერიგება უკვე მამაკაცის მარიფათზეა, მთავარია – მიყვარს. მაკა კარგად მიცნობს და წლების განმავლობაში დავიმსახურე მისი ნდობა. ერთადერთი, თუ გადავაბი დალევა, მერე შეიძლება მეგობრებთან ერთად შარდენზე ვიყო დილამდე და „ზეამაღლებულ თემებზე ვსაუბრობდეთ”. ერთხელ ერთ კლუბში იოანეც ჩავიყვანე, ვაჩვენე, რა ხდებოდა და წამოვიყვანე მერე.
– იოანე ჭკვიანი ბიჭია, კარგი – სუხიტაშვილების საფირმო იუმორის გრძნობით.
– ისეთ რაღაცეებზე კაიფობდა, მეც რომ ვკაიფობდი. ნოე – ცხოველია, ყველაფერი აქვს გაფუჭებული, ყველაფრიდან არის გადმოვარდნილი. მესამე ბავშვს ჯერჯერობით არ ვაპირებდით, მაგრამ პატარამ გარემოვაჭრესავით დაიკავა ადგილი. საშინელი ორსულობა აქვს მაკას. ახლაც 5 თვემდე იწვა, სულ გადასხმებზე იყო. მე არ უნდა მივეკარო ამ დროს, გული ერევა ჩემზე. პირველ ორსულობაზე ამის გამო ვჭედავდი და მერე მივეჩვიე. ლოთებს რომ უდგამენ ხოლმე ამპულებს, ასევე ვუდგამ მეც მაკას ამპულებს, მაგრამ ეტყობა, დაძველდა, გამოსაცვლელია.
– ნანოს დაბადების ამბავი მომიყევი. მშობიარობასაც ხომ არ დაესწარი?
– არა, ასეთები არ შემიძლია, თან საკეისრო გაიკეთა. სამედიცინოზე რომ ვსწავლობდი, აპენდიციტის ოპერაციას მაყურებინეს, დავტრიალდი და მივხვდი, იქიდან უნდა გავქცეულიყავი.
– რატომ ჩააბარე მაშინ სამედიცინოზე?
– სკოლაში აღარ მინდოდა სწავლა. დიდი მეგობრები მყავდა და ყველანი უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ისე მინდოდა ჩაბარება, თავს ვაკლავდი სწავლას, 24 საათში ვისწავლე მთელი პროგრამა. პირველ სემესტრში ქიმიაში 2-იანი, რომ გამომყვა, მეორე სემესტრში ისე ვისწავლე, მასწავლებელი გაოცებული მიყურებდა. ერთჯერადად ვისწავლე და ჩავაბარე გამოცდები. სამედიცინო კოლეჯი დავამთავრე, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე, მეორე კურსიდან გამოვედი. მაგრამ ისე არ დამტოვეს: მედძმის დიპლომი მომცეს – ყველა ღადაობდა, ვინც ნახავდა.
– ბავშვის თემას დავუბრუნდეთ – ნანო დაბადებისთანავე შენ დაგაწვინეს მკერდზე.
– კი, ნოე და ნანო დამაწვინეს – ბავშვს სითბო უნდა და სანამ ოპერაცია ბოლომდე დამთავრდება, მამას აწვენენ მკერდზე. ნანო ჩემი ერთი ძმაკაცის დაბადების დღეზე დაიბადა – არადა, არ მინდოდა ამ დღეს დაბადებულიყო. მაწანწალაა და ლოთი და მინდა, ახლა ჩემი შვილი ბოზი გამოვიდეს? 7 აპრილს დაგვიბარა ექიმმა, ბარემ აღდგომამ გადაიაროს და ერთი დღე დავნიშნოთო. ვიფიქრე: ამხელა კალენდარზე რაღა 14-ს იტყვის, გააქანა და არ ტყვლიპა 14. დაიბადა მაწანწალას დაბადების დღეზე. სახლში როგორც კი გამოვიყვანეთ, ნოეს ევაკუირება გავუკეთეთ დედაჩემთან. აპასნი ბავშვია. ვიფიქრე: მეშახტეების კამერა ხომ არ დავუმაგრო-მეთქი, მაგრამ ისეთია, ზადნით მივა ბავშვთან. გიო იყო ასეთი მავნებელი. სხვათა შორის, მე ვიყავი ძალიან მოწესრიგებული, გიო მავნებელი და ფეთხუმი. მაგრამ, რადიკალურად შევიცვალეთ – ის ძალიან პედანტია, მოწესრიგებული, მე – პირიქით.
– შენი ფოტოები სოციალურ ქსელში ხშირად ხდება სალაპარაკო თემა.
– მიყვარს სტრანნი პოსტების დადება, ჩაცმაც. მაქვს კიდეც ისეთი რაღაცეები, გია ჯაჯანიძეს არ ჩამოვუვარდები. ამ ხალხსაც მეტი რა უნდა – ეგრევე, ორიანტაციაზე მიდის ბაზარი. მე მევასება, რომ ღიზიანდებიან. ნანო რომ დაიბადა, სასტავი ჯერ საქეიფოდ წავედით, მერე შარდენზე. ჩავიცვი ლურჯი ვარსკვლავებიანი შარვალი – ასეთ ფორმაში ვიყავი 4 შვილის მამა. ეს გავაკეთე გამიზნულად, ვიღადავე. ტყავის შარვალი მაქვს კიდევ, რაზეც მეც მაგრად ვკაიფობ და ჩემი ძმაკაცებიც. ქუსლიანი ფეხსაცმელები არ მაქვს.
– მინახავს შენი ფოტო ქუსლიანი ფეხსაცმლით.
– მე და ზალიკო სულაკაურსაც გვაქვს ფოტოები გადაღებული. ერთ-ერთმა სტუდიამ გვთხოვა გადაღება. ეგონათ, ჩოხებში მივიდოდით. ჩვენ ძველებური კაბები ჩავიცვით, ქუსლიანი ფეხსაცმელი და გადავიღეთ ფოტო.
– მეგობრებსაც, ალბათ, შენი ხასიათის შესაფერისი საჩუქრები მოაქვთ.
– გასაბერი ქალი მაჩუქეს დაბადების დღეზე, მაგრამ მერე მომპარა ვიღაცამ. უფრო სწორად, კვალზე გავდივარ. ვხვდები, სადაც არის. მაგარი ქალია, ერთი 4 დღე ვიმოგზაურე ძმაკაცებთან მისი თანხლებით, ყველგან დაგვყავდა – პაბში, რესტორნებში. მერე ჩემმა ძმაკაცმა ფეხბურთელებმა კლუბში წაიყვანეს, თავისი ფორმაც კი ჩააცვეს. მოიარა ყველაფერი, ახლაც სადღაც არის. ერთხელ მე ვაჩუქე მანქანის ზეთი გოგოს, მიყვარდა წარსულში და პატარა სუნამო. ხუმრობდა, ჟიდკოსტი ხომ არ მაჩუქეო. რომ მეუბნებიან, როდის უნდა დასერიოზულდეო. ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავსერიოზულდე? ასე უფრო კარგად ვაზროვნებ, უფრო კარგად ვუდგები ყველაფერს. ზოგადად, გულთან ვიცი რაღაცეების მიტანა და ხუმრობით, იუმორით რომ არ მივუდგე, ამან შეიძლება, გადამიყვანოს ჭკუიდან. სადაც საჭიროა, იქ ვარ სერიოზული. ბევრი ახალგაზრდა ვიცი, ბებრებივით რომ არიან. მე არ დავბერდები. ისე ნაბოზვარი ბებერი ვიქნები – ფორმას შევინარჩუნებ, ზმანზე სულ ვიქნები.