კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იღებს არაორდინარულ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს „X ფაქტორის” მონაწილე ნინი ბრეგვაძე და ვისთან გასამკლავებლად გადაწყვიტა მან კრივზე სიარული

18 წლის ნინი ბრეგვაძე „X ფაქტორის” ერთ-ერთი განსხვავებული, საინტერესო მონაწილეა. ნინი თავადაც წერს მუსიკას, თავისი ტექსტებით. სამომავლოდ, ალბათ, მათ მაყურებლის წინაშეც შეასრულებს. 

ნინი ბრეგვაძე: როგორც იქნა, დავამთავრე სკოლა და ახლა სტუდენტი ვარ. ბოლოს უკვე ვეღარ ვიტანდი სკოლას, რადგან მუსიკაზე ვიყავი მაქსიმალურად გადართული. დილით ადრე ადგომა, შოკი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, სკოლას პირველი კლასიდან, პირველი დღიდან ვერ ვიტანდი. დილით გაღვიძებასთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს – ვერ ვიღვიძებ ადრე და მიჩვეული ვარ გვიან დაძინებას. ილიას უნივერსიტეტში ჩავაბარე მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ხანდახან მინდა და ვფიქრობ: ხომ არ წამოვიდე უნივერსიტეტიდან, რადგან ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. არ მინდოდა, უსაქმური ვყოფილიყავი – თუ სიმაღერაში ვერ გავამართლებდი, მაშინ მეორე პროფესია მექნებოდა. მაგრამ, ვხვდები, ვერ შევძლებ. კონსერვატორიაში საუნდ-ინჯინერიის ფაკულტეტი გაიხსნა. ვფიქრობდი, იქ ჩამებარებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რატომ? – არ მახსოვს. მერე სამსახიობოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ უარი ვთქვი – დიდ დროს მოითხოვს და მუსიკისთვის აღარ დამრჩებოდა დრო. ამიტომ, ვფიქრობ, მუსიკის მხრივ გავაგრძელო სწავლა უცხოეთში ან საქართველოში. 

– გახასიათებს არაორდინარული, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება? 

– ასეთი იყო „X ფაქტორში” გამოსვლაც. არ ვაპირებდი და ბოლო მომენტში გადავწყვიტე: უნდა ვცადო-მეთქი. საბედნიეროდ, გამიმართლა. ოჯახი უკვე მიეჩვია, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც მათ უნდათ, რომ ვიყო. თუმცა, ჩემს გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან, პატივს მცემენ. რაღაც საოცრებებს არ ჩავდივარ, საკუთარ თავზე ვფიქრობ, რადგან ყველაზე მეტად მიყვარს. ძალიან მიყვარს თავგადასავლები. ზაფხულიც ამიტომაა ჩემთვის საყვარელი სეზონი – ყველანაირ სიგიჟეს ვაკეთებ.

– როგორი თავგადასავლები გიყვარს? 

– უფრო საშიში. მიყვარს მოგზაურობა, თან მთაში, კარვებით. საშიში რაღაცეებიც ყოფილა: შუაღამეს დავრჩენილვართ სადღაც კარვებაკიდებული, მანქანებიც რომ არ დადიან, გააჩერო და ჩაუჯდე. მეგობრები მყავს, რომლებსაც უყვართ ასეთი რაღაცეები და დავდივართ ერთად. ზაფხულში ვგეგმავ წავიდე საქართველოს ტურში და მთელი საქართველო მოვიარო. ოღონდ, ბევრ ხალხთან ერთად, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. შარშან კარგად ვიმოგზაურეთ, მწვანე კონცხზე გავშალეთ კარავი. ხამანწკებს ვეძებდით შუა ზღვაში, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. საბოლოოდ, ბუბლიკები ვიყიდეთ, ერთი-ორი კარტოფილი გვქონდა, ის შევწვით ნაკვერჩხალზე –  მოკლედ, კარგად გავერთეთ. 

– რამე ხიფათში გახვეულხარ? 

– ერთხელ ფული აღარ გვქონდა დარჩენილი, მწვანე კონცხიდან ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავით. ფეხით მოგვიწია წამოსვლა. იქ სხვებიც იყვნენ და კიდევ კარგი ბიჭებიც გვახლდნენ, თორემ მხოლოდ გოგონებისთვის საშიში იქნებოდა. ახლა კი დავიწყე „ბოქსზე” ვარჯიში, მაგრამ ასე მალე ვერ გავუმკლავდები მამაკაცის ძალას. 

– ფორმაში  ჩასადგომად დადიხარ კრივზე თუ მამაკაცებს რომ გაუმკლავდე? 

–  მინდა, ძლიერი ვიყო. ერთხელ მეგობარ ბიჭს ვეჭიდავებოდი ხუმრობით და მივხვდი: არანაირი შანსი არ მაქვს, მანიაკი რომ შემომხვდეს, გავუმკლავდე. ამიტომ დავდივარ „ბოქსზე”, რომ რაღაც ილეთები ვისწავლო. ჯერ „ჩაინიკი” ვარ, ძირითადად, „გრუშას” ვურტყამ მუშტებს. 

– რაც შეეხება მუსიკას, ბავშვობიდან გქონდა მონაცემები? ნანი ბრეგვაძის ახლობელი ხომ არ  ხარ?

– სოფო ტოროშელიძე და სოფო ნიჟარაძე მეხუმრებიან ხოლმე: ნანი ბრეგვაძე, იმღერეო. ქალბატონ ნანის დიდ პატივს ვცემ და იმედია, არ მიაჩნია, რომ ვარცხვენ, უბრალოდ, სხვადასხვა ჟანრში ვმღერით. ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა არ მყოლია პედაგოგი. 15 წლის ასაკში ძალიან დამაინტერესა და ჩემით დავიწყე რაღაცეების სწავლა. ახლა არ ვიცი მუსიკაზე მეტად რა უნდა მიყვარდეს და ჩემთვის მთავარი მიღწევა იქნება, თუ ამ სფეროში გავხდები წარმატებული.

– შენთვის მუსიკა არის უკვე შემოსავლის წყაროც? 

– სხვადასხვა ბარში ვმღერი და ამით ვირჩენ თავს.  ფინანსურად უკვე 2 წელია, ცოტა მეტი, დამოუკიდებელი ვარ. 

– რაში ხარჯავ ფულს?

– ვაგროვებ და მერე ვმოგზაურობ. ცოტა დიდი თანხა სტუდიის გამოწერაში დავხარჯე, ჩემით ვეუფლები უკვე. ალბომების, სიმღერების ჩაწერა ძვირია საქართველოში,  ჩემით ვერ გავწვდები, მშობლებისთვისაც უარი მაქვს ნათქვამი. ამიტომ, მირჩევნია, ვისწავლო და თვითონ  ჩავწერო სიმღერები სახლში. 

– თავიდანვე რეპი და ჰიპ-ჰოპი მოგწონდა? 

– ბავშვობაში ჩემი ბიძაშვილი უსმენდა ემინემს და ემინემით დავიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა. სხვა ჟანრსაც ვუსმენ, უბრალოდ, ჰიპ-ჰოპი ის ჟანრია, სადაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბარებში რეპიც მაქვს, მაგრამ უმრავლესობა ვოკალურია. ჩემს ალბომს რომ გამოვუშვებ, აუცილებლად იქნება რეჩიტატივებიც და მელოდიაც, ჩემი დაწერილი სიმღერებიც.

– რა არის შენი მუსიკის თემა? 

– პროტესტი. მე მაქვს ქართულ მენტალობაზე პროტესტი. ბევრი რამ არის მიუღებელი, თუმცა ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. მე რაზეც ვწერ, ეს, ძირითადად, ქართულ შოუ-ბიზნესს ეხება. შოუ-ბიზნესი რომ არ არის დღეს, ეს არ მომწონს სწორედ და ამაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი – მომღერლებსაც და მსმენელსაც. რატომღაც ჩავიციკლეთ, რომ დღეს მუსიკა არ კეთდება, მაგრამ რეალურად კეთდება. 

– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში” მონაწილეობა? 

– 3 წლის წინ დავიწყე სერიოზულად საზოგადოების წინაშე გამოჩენა. მაშინ, ალბათ, პატარა ვიყავი და ახლა ვფიქრობ, შემიძლია, მსმენელის წინაშე მაქსიმალურად კარგად წარვსდგე. ძალიან მჭირდება დახვეწა და ამაში ეს პროექტი დამეხმარება. გარდა ამისა, მინდა, ხალხის სიყვარული დავიმსახურო.

– ალბათ, ძალიან ნერვიულობდი სკამების ტურზე.

– ძალიან, თან ბოლო მონაწილე ვიყავი და თავიდანვე ვიფიქრე: გემშვიდობებით-მეთქი. კულისებში ბოლოს მარტო დავრჩი. ასე ეულად არასდროს მიგრძნია თავი. მერე ჩემი მეგობრები დავინახე და მოვეშვი. ჩემ გამო ძალიან მაგარმა მუსიკოსმა, ლიკა შუბითიძემ დატოვა შოუ და ისე მომერიდა, თვალებში ვერ შევხედე. ძალიან ვწუხვარ ამაზე, მაგრამ მე ვერაფერს გავაკეთებდი. 

– პირად ცხოვრებაში ხდება რამე? 

– არაფერი. ობი აქვს მოკიდებული ჩემს პირად ცხოვრებას, ხავსი მოედო. შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ხან ვფიქრობ – ქვის გული მაქვს, მაგრამ  ეს ჩემი ბრალი არ არის. დღეს ვფიქრობდი ზუსტად: ცხოვრებაში პაემანზე არ ვყოფილვარ, სანთლებით და ამბებით. 

– დარწმუნებული ვარ, გპატიჟებენ, მაგრამ შენ არ მიდიხარ. 

– ასეც არ არის, რომ ყველასთან წავიდე. ჩემნაირი უნდა იყოს – ძალიან ცანცარა არა, სერიოზული. მიყვარს, ბიჭს რომ კარგად აცვია: როცა საჭიროა – ელეგანტურად, როცა საჭიროა – სპორტულად.

– როგორ უნდა დაგითანხმოს მან პაემანზე? 

– პრინცესა გამოგყავარ. არ ვარ პრინცესა და არც დიდი „სთარი”. თუ ვინმე არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები: ბოდიში, არაფერი გამოგვივა და არც მდიო-მეთქი. არ მიყვარს ბიჭები გოგონებს რომ დასდევენ, რატომ უნდა სდიოს ვიღაცამ ვიღაცას. ასე არ შეიძლება. ახლა ჯერ კარიერაზე ვარ გადართული, ეს არის ჩემი დევიზი: მუსიკა და მერე სხვა დანარჩენი.

скачать dle 11.3