კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეძლო თუ არა ხატია შამუგიამ „ცდუნების მეფის“ – ანტონიო ბანდერასის მოხიბვლა და როგორ მოხვდა ის ჟან პოლ გოტიესთან ერთად სუფრასთან

როგორც ხატია შამუგია ამბობს, სულ ახლახან დაბრუნდა ქვეყნიდან, სადაც ნამდვილ ზღაპარში მოხვდა. ალბათ, ყველა მანდილოსანი ოცნებობს, ჟან პოლ გოტიეს ჩვენებაზე მოხვდეს და მასთან ერთად ივახშმოს რომანტიკულ გარემოში. ეს ოცნება ხატია შამუგიამ აიხდინა.  

ხატია შამუგია: ახლახანს გახლდით ესპანეთში, ცნობილი პარფიუმერული კომპანიის ღონისძიებაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება ბარსელონაში, რადგან ბრენდის დამფუძნებელი, ანტონიო პუიჯი, არის კატალონიელი. ეს კომპანია – „პუიჯ კომპანი”, მოიცავს უამრავ ცნობილ პარფიუმერულ ბრენდს, მაგალითად- „პრადა”, „ვალენტინო”, „პაკო რაბანი”, „შაკირა”, „კაროლინა ერერა” და ასე შემდეგ. კომპანია უკვე 101 წლისაა და მან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იზეიმა წელს. კერძოდ, ამ კომპანიას შეუერთდა, კიდევ ერთი პარფიუმერული ბრენდი, როგორიცაა, „ჟან პოლ გოტიე“.

– როგორც ვიცი, ყოველ წელს, ესპანეთში „პუიჯ კომპანის” ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, დიდი სიურპრიზი ხვდებათ.

– დიახ, ჩასულ სტუმრებს, ნამდვილი სიურპრიზი მოგვიწყვეს – დაპატიჟებული ჰყავდათ, თავად ჟან პოლ გოტიე. სხვათა შორის, შარშანაც გახლდით ამ კომპანიის ღონისძიებაზე მიწვეული და მაშინ დაპატიჟებული ჰყავდათ, ანტონიო ბანდერასი, წელსაც ინტუიციურად მივხვდი, ქვეცნობიერი მოლოდინი მქონდა, რომ რაღაც მნიშნვნელოვანი სიურპრიზი მელოდა, საოცარ შოუს დავესწრებოდი, მაგრამ დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს თუ ვნახავდი, ასეთ შოუს დავესწრებოდი, მასთან ერთ სუფრასთან დავჯდებოდი და სასურათედ ვიპოზიერებდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. (იცინის) პირველ დღეს, ოფიციალური სემინარი გაიმართა, 600 კაცზე, კოლიზეუმის თეატრში იყო შეხვედრა, მსოფლიო გაყიდვების განხილვა. სემინარის ბოლოს კი გვამცნეს, ჟან პოლ გოტიეს პარფიუმერიას თავად დიზაინერი წარადგენსო, და რომ გაიღო თეატრის კარი და გოტიე შემოვიდა, კინაღამ გადავირიე.  ბევრი ისაუბრა, გაიხსენა ბავშვობა, თავისი შემოქმედების დეტალები. რომ დამთავრდა ღონისძიება, საღამოს, გაიმართა არაოფიციალური შეხვედრა, ბარსელონას პორტში, უზარმაზარ რესტორანში. საოცრად გაწყობილ სუფრაზე შემოქონდათ, მაღალი დონის ვახშამი. ჟან პოლ გოტიეც, იქვე, ჩემთან ყველაზე ახლოს იჯდა, სუფრის თავში და ამიტომაც, გადავიღე უამრავი სელფი მასთან. კი გავიფიქრე, ახლა ამ ლამაზად გაფორმებულ სუფრაზე თუ მოდელებიც გამოჩნდნენ, ნამდვილ სამოთხეში მოვხვდები-მეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ, ამიხდა (იცინის). ვახშამი რომ დამთავრდა, უცბათ ჩაქრა შუქი და გამოჩნდნენ ჟან პოლ გოტიეს ტანსაცმლით შემოსილი მოდელები. ჩვენებაზე ოცნებაც ამიხდა და მოდელები რომ დავინახე, ნამდვილ სასწაულ სამყაროშიც ავღმოვჩნდი. თავი დედოფალი მეგონა. გოტიეს ემოციებს ყველაზე კარგად მე ვხედავდი. ეს სასწაული იყო. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჟან პოლ გოტიეს ცნობილი, ბრჭყვიალა კაბა, რომელსაც მოდელი წამოადგენდა, კიმ კარდაშიანს წითელ ხალიჩაზე ეცვა. დამიჯერეთ, მოვხვდი სასწაულში, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს და მე ნამდვილად გამიმართლა. 

– ხატია, ყველა ქალი ოცნებობს ჩაიცვას ქორწილში ჟან პოლ გოტიეს შექმნილი საქორწილო კაბა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ახლა რომ ქორწილს გეგმავდე, თავად თუ მოირგებდი მას? თუ, მაინც, ელი სააბის ქმნილებას ამჯობინებდი?

– დაგეთანხმებით, ელი სააბის საქორწინო კაბები, ნამდვილად გამორჩეულია, ძვირფასი და ყველა ქალის საოცნებო. თუმცა, ჩემს ქორწილში დიდი სიამოვნებით მოვირგებდი, იმ საქორწინო კაბას, რომელიც ჟან პოლ გოტიეს მოდელმა წარმოგვიდგინა. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვთქვი, მე რომ ქორწილი მქონდეს და პატარძალი ვიყო, აი ამას, დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი-მეთქი. ასე რომ, ჩემს ქორწილში სწორი, დავარდნილი, ვარდისფერი, გიპიურით გაწყობილი საქორწინო კაბა, ძალიან მომიხდება და საპატიო სტუმრად აუცილებლად დავპატიჟებ მის დიზაინერს, ბატონ ჟან პოლ გოტიეს (იცინის). ის, მსოფლიო მოდის სამყაროში, რევოლუციონერი და ლეგენდაა, მთელი გულით მინდოდა მასთან შეხვედრა. ბევრი კითხვაც მინდოდა დამესვა მისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა.

– სოციალურ ქსელში გაოაქვეყნე ფოტოები, სადაც შენი ოცნების მამაკაცთან, ანტონიო ბანდერასთან ერთად, შუა ზღვაში, კატერით სეირნობ და ძალიან ბედნიერი ხარ. თუმცა, წელს, ბარსელონაში ანტონიო ბანდერასი არ ყოფილა ჩამოსული. ამ ოცნების ახდენა როგორ მოახერხე, ოცნების მამაკაცის იქ არყოფნის დროს?

– წელს ვერა, მაგრამ, შარშან ვნახე ანტონიო ბანდერასი ბარსელონაში და ამ ჩემი ოცნების მამაკაცის დანახვისას, ნამდვილად არაამქვეყნიური შეგრძნება დამეუფლა (იცინის). წელს კი, სპეციალური სტენდი იყო გაკეთებული, სადაც ანტონიო ბანდერასის სუნამო იყო გამოსახული და თავად ანტონიო კატერში, საჭესთან. ჩანაფიქრი ასეთი იყო, თავად, სუნამო „ანტონიო ბანდერასი” არის სიახლე პარფიუმერიაში, რომელიც „ცდუნების მეფედ” მოაზრება და თუ ამ სტენდთან გადაიღებდი სურათს, შენ იქნებოდი მისი დედოფალი, ანუ ქალი, რომელიც მას აცდუნებდი. ხოდა, მეც არ დავკარგე მომენტი, გამოვიყენე შანსი და სელებრითულ მოგზაურობაში, ბევრი ფოტოც გადავიღე. 

скачать dle 11.3