კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეიფარა გადასახლებიდან გაქცეული ცხვირ და ყურებმოყინული სტალინი

იოსებ სტალინი ბევრჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს.  სხვადახვა წყაროში მისი დაპატიმრებების, გადასახლებებისა და იქიდან გაქცევების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. უფრო ზუსტია, ალბათ, ცნობა, რომ სტალინი დააპატიმრეს რვაჯერ, გადაასახლეს შვიდჯერ, ხოლო გადასახლებიდან გაიქცა ექვსჯერ. მეშვიდე გადასახლებიდან სტალინი 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ გაათავისუფლა. 

იმხანად რუსეთის იმპერიაში რევოლუციონერთა მიმართ საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება იყო. ვითომდა არაადამიანური სისასტიკე, რომლითაც რევოლუციონერებს უსწორდებოდნენ, თავის დროზე საბჭოთა პროპაგანდის მიერ იყო შეთხზული პოლიტიკური მიზნით. სინამდვილეში კი რუსეთის იმპერიაში იკრძალებოდა პოლიტიკური პატიმრის ცემა და წამება; საპატიმრო ადგილიდან გადასახლების ადგილამდე გადაყვანისას კი – ბორკილების დადება. როცა პოლიტპატიმართა მატარებლიდან გაქცევებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, იმპერატორის ბრძანებით, ააგეს სპეციალური ვაგონები პატიმართათვის, რომლებშიც თითოეული კუპეს ფანჯარა და კარი გისოსებით იყო დაცული. პოლიტპატიმრისთვის ბორკილის დადება იმპერატორმა მაინც დაუშვებლად ჩათვალა. მათ ციხეშიც განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ: აკრძალული იყო პოლიტპატიმართა სისხლის სამართლის დამნაშავეებთან (ქურდები, ყაჩაღები, ბანდიტები) ერთად ერთ საკანში ყოფნა; პოლიტპატიმრებს არ ეზღუდებოდათ მიმოწერა და შეუფერხებლად მარაგდებოდნენ წიგნებით, თუკი ეს წიგნი ოფიციალური ცენზურის მიერ არ იყო აკრძალული; კიდევ უფრო ლიბერალური იყო პოლიტპატიმართა ყოფის პირობები გადასახლების ადგილას. დავიწყოთ იმით, რომ პოლიტპატიმარს შეეძლო, უარი ეთქვა საპატიმრო ვაგონით მგზავრობაზე – თუ ხარჯებს პირადად გაიღებდა, შეეძლო, გადასახლების ადგილამდე პირველი კლასის კუპირებული ვაგონით ჩასულიყო, ოღონდ, ცხადია, შესაბამისი ბადრაგის თანხლებით. ციმბირში ირკუტსკსა და სხვა ქალაქებში ჩაყვანილი პოლიტპატიმრები სხვა პატიმრებთან ერთად, გადასახლების ადგილამდე მიჰყავდათ ჯერ თბომავლით და, თუ გადასახლების ადგილი მდინარის ნაპირას არ მდებარეობდა, შემდეგ – ფეხით. პოლიტპატიმარს შეეძლო, უარი ეთქვა ფეხით სიარულზე და მოეთხოვა ეტლი ან მარხილი, რომელიშიც, ცხადია, ის ბადრაგის თანხლებით მოთავსდებოდა. გადასახლების ადგილზე ჩასულ პოლიტპატიმარს შეძლებული გლეხის სახლში მოათავსებდნენ ხოლმე, ქირას კი მისი ბინადრობისთვის იხდიდა ხელისუფლება. ხელისუფლება უხდიდა, ასევე, საფასურს გლეხს პოლიტპატიმრის კვებისა და მოვლისთვის. თუ ეს პირობები პოლიტპატიმარს არ მოეწონებოდა, მას შეეძლო, საკუთარი ხარჯით ექირავებინა სხვა ბინა და თვითონვე დაეფარა კვებისა და სხვა ხარჯები. სტალინს ამ შეღავათებით არასდროს უსარგებლია, ის ყოველთვის სხვა პატიმრების ბედს იზიარებდა. 

სტალინი პირველად დააპატიმრეს ბათუმში, მუშათა გაფიცვებისა და დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. 1902 წლის 7 მარტს ჟანდარმერიამ დააპატიმრა ბათუმის მუშათა გაფიცვის მოთავეები და რამდენიმე გაფიცული მუშა. სტალინი გადარჩა. დაპატიმრებულები დროებით მოათავსეს პოლიციის ყაზარმებში. 9 მარტს სტალინის მიერ შეკრებილი რამდენიმე ასეული მუშა პოლიციის ყაზარმებისკენ დაიძრა – მათ დაპატიმრებულების გათავისუფლება განიზრახეს. პოლიციამ ცეცხლის გახსნის მუქარით მოუწოდა მუშებს დაშლისაკენ. სტალინი მუშებს არწმუნებდა, რომ პოლიცია ცეცხლის გახსნას ვერ გაბედავდა, ამიტომ, მუშებმა ყაზარმებზე მაინც მიიტანეს იერიში. მაგრამ, პოლიციამ იარაღი გამოიყენა. სროლის დროს დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე მუშა.  პოლიციასთან შეჯახებისას დაღუპული მუშები დაკრძალეს 12 მარტს. პროცესიაში 7 ათასი კაცი მონაწილეობდა. ამ დღეს პოლიციამ სტალინის დაპატიმრება ვერ გაბედა. დაღუპულთა დასაფლავების შემდეგ სტალინი პოლიციას ხელიდან დაუძვრა და მიიმალა. ის მხოლოდ 5 აპრილს, შუაღამისას დააპატიმრეს. სტალინის საქმის ძიება დიდხანს გაჭიანურდა, რადგან, ვერ იპოვეს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ პოლიციის ყაზარმებზე იერიშის დროს მუშებს სტალინი მიუძღოდა. მოწმენი იყვნენ თვით პოლიციელები, მაგრამ, რუსეთის იმპერიის კანონმდებოლობით, პოლიტიკურ საქმეზე დაინტერესებული პირის (ჟანდარმის, პოლიციელის, ციხის ადმინისტრაციის) ჩვენება მტკიცებულებად არ მიიღებოდა; ჩვენება უნდა მიეცა სამოქალაქო პირს, ასეთი კი გამოძიებამ ვერ იპოვა. სტალინს ამ დროისთვის ბრალად ედებოდა თბილსში სოციალ-დემოკრატიული წრისა და თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ორგანიზება. ასე რომ, ის მაინც გაასამართლეს და 1902 წლის ოქტომბერში ციმბირში გადაასახლეს. სტალინს გადასახლების ადგილად განუსაზღვრეს იაკუტიის გუბერინიის დასახლება – ნოვაია უდა. გადასახლებული პოლიტპატიმრების გადაადგილება გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში არ კონტროლდებოდა. მათ იცოდნენ, სადამდე ჰქონდათ გადაადგილების უფლება და, თუ ამ საზღვარს დაარღვევდნენ, მათ დააკავებდნენ და უკანვე დააბრუნებდნენ. გაქცევის მცდელობისთვის სასჯელი არ იზრდებოდა.  ასე რომ, გადასახლების ადგილიდან გაქცევა რთული არ იყო, ძნელი იყო რამდენიმე ათას კილომეტრზე მგზავრობა თბომავლითა და მატარებლით, ვინაიდან, გაქცეული სათანადო საბუთის უქონლობის გარეშე ბილეთს ვერ აიღებდა და, თუ მაინც მოხვდებოდა თბომავალზე ან მატარებელში, ის ნებისმიერ დროს შეეძლოთ, დაეკავებინათ და უკან დაებრუნებინათ. გაქცევა ძნელი იყო იმიტომ, რომ იქაური კლიმატური პირობების გამო, თბომავლამდე და მატარებლამდე მისვლა წარმოუდგენელი იყო ეტლის ან მარხილის გარეშე; გარდა ამისა, გაქცევისთვის აუცილებელი იყო თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკმაო რაოდენობით კალორიული საკვები და ფული. 

პირველი გაქცევა სტალინმა 1903 წლის ზამთარში სცადა. იგი გაქცევისათვის შესაბამისად ვერ მოემზადა. იმ ოჯახმა, რომელშიც ის ჩაასახლეს, სტალინს საგზალი მოუმზადა, რათა გზაში შიმშილით არ მომკვდარიყო; ასევე, მისცეს ტანსაცმელიც, მაგრამ, არა ისეთი თბილი, როგორიც ციმბირის ყინვაში ფეხით მგზავრობისთვის იყო საჭირო. არც საკვები ჰქონდა შესაფერისი – სტალინმა თან წაიღო მხოლოდ პური, რამდენიმე დღის განმავლობაში კი მხოლოდ პურით კვება, მით უფრო, გაუსაძლისი ყინვების პირობებში, ადამიანის ორგანიზმს ასუსტებს. აუცილებელი იყო უფრო კალორიული სკვები (ცხიმი და სხვა) და არაყი, რაც სტალინს არ გააჩნდა. ჯუღაშვილს არც ის მარშრუტი ჰქონდა ზუსტად განსაზღვრული, რომლითაც უნდა ევლო. ამიტომ იყო, რომ თავიდანვე წარუმატებლად დაწყებული გაქცევა ასევე დამთავრდა. მდინარეზე გადასვლისას სტალინს ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა. მთლად დასველებულმა, ერთ სოფელში სცადა თავის შეფარება. მან რამდენიმე ქოხის კარზე დააკაკუნა, მაგრამ, ხელისუფლებისგან გაფრთხილებული გლეხები თავს იკავებდნენ ხოლმე გაქცეულის შეფარებისგან. ასე მოექცნენ ისინი სტალინსაც. ამასობაში ჯუღაშვილს ცხვირი და ყურები მოეყინა. მისი სიცოცხლე იხსნა ერთ-ერთმა ოჯახმა, რომელმაც, ყველაფრის  მიუხედავად, გაბედა და შეიფარა სტალინი, სადაც ის გაათბეს, დააპურეს და მშრალი ტანსაცმელიც მისცეს. სწორედ ამის წყალობით, სტალინმა გზა განაგრძო და მომდევნო სოფლამდე ჩააღწია, ბალაგანსკში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გადასახლებაში მყოფი ერთ-ერთი რევოლუციონერი. სტალინმა მის ოჯახში დაისვენა და გზის გაგრძელებისათვის აუცილებელი საბუთის შოვნაც შეძლო, რითაც ის მოახერხებდა, ემგზავრა რუსეთის ნებისმიერ ქალაქამდე. მიუხედავად ამისა, ძლიერი ყინვის გამო, სტალინმა გაქცევა გადაიფიქრა, რადგან, მას არ მოუშუშდა მოყინული ყურები და ცხვირი. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდებოდა, რომ სიცოცხლისთვის საშიში გახდებოდა, საავადმყოფოში კი ვერ იმკურნალებდა, რადგან, მის ყალბ საბუთს, შესაძლოა, სამედიცინო პერსონალში ეჭვი აღეძრა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ნოვაია უდადან გაქცევის შემდეგ საკმაო დრო იყო გასული და, შესაძლოა, მასზე უკვე ძებნაც იყო გამოცხადებული. ამიტომ, ბალაგანსკში შეჩერების შემდეგ, სტალინი კვლავ გადასახლების ადგილას – „ნოვაია უდაში” დაბრუნდა.

 მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, სტალინს გაქცევაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ზედამხედველთა ყურადღება რომ მოედუნებინა, სხვა გადასახლებულებთან ერთად ხშირად ჩნდებოდა თავშეყრის ადგილებში, შედიოდა დუქნებსა და მაღაზიებში, ამიტომ, პოლიციამ ჩათვალა, რომ მათი პატიმარი ბედს შეეგუა, თუმცა, სტალინი ბედთან შეგუებას არ აპირებდა.

скачать dle 11.3