კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეხმარებოდა გიორგი ხაჭაპურიძეს ეროტიკული სცენების თამაშის დროს და რის გამო დაატოვებინეს მას საქართველო

გიორგი ხაჭაპურიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც დიმა ბილანს საკუთარი ესკიზები მოარგო. ახალგაზრდა დიზაინერი არაერთხელ გახვეულა სკანდალში. საზოგადოება მისით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი ნახევრად შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც გიორგი ამბობს, ადამიანმა თავი ყველა სფეროში უნდა მოსინჯოს, რათა მიხვდეს, რა შესაძლებლობები აქვს. ყოფილი ჯარისკაცი და აწ უკვე დიზაინერი, ახალ ამპლუაში წარდგება თქვენს წინაშე – ის თურქეთში ერთ-ერთ ეროტიკულ ფილმში გადაიღეს, რომელიც მალე პორნოსაიტებზე განთავსდება.

– გიორგი, დიზაინერი ხარ, ეროტიკულ ფილმში მონაწილეობის მიღებას რატომ დათანხმდი?

– ფილმის რეჟისორია სეზგინ სერიგიული, რომელსაც წლებია, ვიცნობ და ვმეგობრობ. მან, რამდენიმე თვის წინ შემომთავაზა ეროტიკულ ფილმში მონაწილეობის მიღება. ვიდრე საბოლოო პასუხს ვეტყოდი შემოთავაზებაზე, დიდი დრო მქონდა მოსაფიქრებლად და საკმაოდ კარგად ავწონ-დავწონე ჩემი გადაწყვეტილება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის ეროტიკული ჟანრის ფილმი, რომელიც განთავსდება პორნოსაიტებზე. ფილმში მონაწილეობისთვის შვიდი ათას დოლარს ავიღებ ჰონორარის სახით, რომელსაც  მთლიანად გადავურიცხავ სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს.

– შენი აზრით, ქართველები როგორ მიიღებენ შენს გადაწყვეტილებას? როდესაც მამაკაცების ქუსლიან ფეხსაცმელზე შეყენება გადაწყვიტე, ყველა აგიმხედრდა...

– საქართველოს არ ჰყავს პორნოვარსკვლავი მამაკაცი და, ალბათ, პირველობა დამმშვენდება (იცინის). შეიძლება, უამრავი უსაქმური ადამიანის ენის მსხვერპლი გავხდე, მაგრამ, მიღირს იმად, რასაც ვაკეთებ. ყველგან უნდა მოსინჯოს ადამიანმა თავი, რათა მიხვდეს, რა შეუძლია, შესაბამისად, მეც გამოვცადე ჩემი თავი ეროტიკული ჟანრის ფილმში. დავეხმარები გაჭირვეულ ოჯახებს – ამაზე რომ ვფიქრობ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულება.

– არ გიჭირს გადაღებების პროცესი?

– რთული აღმოჩნდა კამერებთან კონტაქტი, მაგრამ, დავძლიე რეჟისორებისა და კონსულტანტების დახმარებით; თან, საკმაოდ გამოცდილი პარტნიორები მყავს და ბევრ რამესაც მასწავლიან გადაღებების დროს. ჩემი პარტნიორი ორი ულამაზესი თურქი ქალბატონია. დუბლები იმდენად სწორად არის გათვლილი, ეროტიკული სცენების თამაში არ მიჭირს. 

– როგორ ფიქრობ, პორნოვარსკვლავის იმიჯის ტარება რთული არ იქნება?

– რთული იქნებოდა, თუკი საქართველოში ვიცხოვრებდი, მაგრამ, ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიმყოფები და, შესაბამისად, ჩემდა საბედნიეროდ, როდესაც ამას ქართველები გაიგებენ, მათ რეაქციას ვერ ვნახავ. დაახლოებით ვიცი, რა განწყობაც შეიქმნება ჩემ მიმართ, ეს იქნება შური, ბოღმა, ლანძღვა-გინება და სულში ჩაფურთხება არაფრისმთქმელი სახეებისგან. რაც უნდათ, ის თქვან, მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ ჰონორარით ცოტათი მაინც შევუმსუბუქებ ყოფას ხელმოკლე ოჯახებს; აგრეთვე, შემიძლია, ვიყო პირველი ქართველი მამაკაცი, რომელიც ჩაერთო პორნოინდუსტრიაში. რატომაც არ უნდა მიმეღო გადაღებაში მონაწილეობა, როცა კარგ ანაზღაურებას მთავაზობდნენ?! სიმართლე გითხრათ, უფრო ჰონორარის გამო დავთანხმდი შემოთავაზებას, ვინაიდან, კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობა მომეცა. ამ ყოველივესთვის, ვფიქრობ,  ნამდვილად ღირდა, ერთ ფილმში რომ გამეხადა. ისე, ქართველებს არ მიუწვდებათ ამ ფილმზე ხელი. 

– რატომ?

– დაახლოებით ვიცი, რომელი პორნოსაიტებიც არის ქართველებისთვის მოთხოვნადი და ამიტომ გითხარით. ისე, არაა გამორიცხული, საქართველომაც ნახოს. მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება ისეთ პიროვნებას, რომელიც კარგი მომხმარებელია პორნო და ეროტიკული ფილმების. 

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

– არ ვარ მშობლებზე დამოკიდებული ახალგაზრდა; აქედან გამომდინარე, ისინი ჩემს ნაბიჯს მიესალმებიან, ვინაიდან, იციან, რომ ცუდს არაფერს გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ჩემს გაშიშვლებასაც იუმორით შეხვდებიან, რადგან, იუმორით სავსე ოჯახი მაქვს. ამ ეტაპისთვის არ იციან ჩემი საქმიანობის შესახებ, როდესაც საქართველოში ჩამოვალ, თავად ვეტყვი.

– საქართველო პატარა ქვეყანაა და, მეეჭვება, შენს ჩამოსვლამდე ვერ გაიგონ, რატომ უმალავ მშობლებს შენს საქმიანობას?

– ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსურს და ჩემი ქმედებებით არასდროს ვაზიანებ გარშემო მყოფებს. ევროპის არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი საქმიანი თუ ტურისტული მიზნით და არასდროს მითქვამს მშობლებისთვის სად, რისთვის და რატომ მივემგზავრებოდი. ამჯერად სტამბულში ვარ. როდესაც საქართველოში ჩამოვალ, მოვუყვები მათ ჩემი სიგიჟეების შესახებ, რასაც მიჩვეულები არიან ჩემგან.

– როგორც ვიცი, საქართველოდან წასვლა მხოლოდ შენი გადაწყვეტილება არ ყოფილა... საფრანგეთში ვიზიტი გადაიდო?

– საფრანგეთის მოქალაქეობა მოვითხოვე, საქმე განხილვის პროცესშია და, ამიტომ, ჩემი ვიზიტი დროებით გადაიდო. საქართველო დავტოვე იმიტომ, რომ ჩემ მიმართ იყო დევნა, პოლიტიკური კუთხითაც კი.  ვარ დიზაინერი და ამ სფეროთი გამიცნო ხალხმა. ცოტა ხნის წინ ვაპირებდი კოლექციის ჩვენებას, სადაც მამაკაცი მოდელები იდგებოდნენ მაღალ ქუსლებზე და წარმოაჩენდენ ქალის სამოსს. ეს ვთქვი ერთ-ერთ ჟურნალში, რის შემდეგაც, ჩემს ნომერზე არ წყდებოდა ზარები, მუქარის წერილები და ასე შემდეგ. ამიტომ, გადავწყვიტე, დამეტოვებინა სამშობლო.

– საქართველოს მოქალაქეობა რუსეთში ვერ დათმე... რატომ საფრანგეთი?

– საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვთქვი, ვინაიდან, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებისგან იყო მუქარა. ჩემი პროფესიით საქართველოში ადგილს ვერ დავიმკვიდრებ, საფრანგეთი კი მოდის სფეროსთვის ყველაზე კარგი ადგილია, ჩემს ქვეყანაში მდევნიდნენ, ამიტომ, იძულებული ვიყავი, ეს ნაბიჯი გადამედგა. საპატრიარქოს გამოხმაურების შემდეგ, ჩავშალე ჩვენება, რომელიც უკვე დაგეგმილი მქონდა. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ღრმად მორწმუნე ვარ. 

– ცოტა ხნის წინ საბერძნეთში იყავი, იქ რა ხდებოდა?

– ათენში ვიყავი მიწვეული, ჩემი ესკიზები „ევროვიზია 2015-ის” საბერძნეთის წარმომადგენელს, მარია-ელენა კურიაკაოს ვაჩვენე. ორი ულამაზესი კაბა იკერება, რომლებითაც წარდგება მარია-ელენა საზოგადოების წინაშე. 

– გიორგი, „ფეისბუქზე“ შენი ნახევრად შიშველი ფოტოები გამოაქვეყნე, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. რატომ ცდილობ, სულ სკანდალებში გაეხვიო?

– მიყვარს სიშიშვლე და დახვეწილი ტანის გამოჩენა. ვცდილობ, არ ვიყო სკანდალური, მაგრამ, ბოლოს მაინც სკანდალებში ვეხვევი. „ფეისბუქის“ გვერდზე ისეთი დიდი ამბები ხდებოდა ამ ფოტოებთან დაკავშირებით, ზოგჯერ ფრონტის ხაზი გეგონებოდათ (იცინის). ჩემ ირგვლივ მყოფებისგან გამუდმებით პოზიტივს ვიღებ, ამიტომ, მათ იქით რა ხდება, არ მაინტერესებს. ფოტოებს თავი რომ დავანებოთ, უცხო ხალხი მწერს საინტერესო შინაარსის წერილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეტყობინებებს არ ვპასუხობ, მაგალითად: „პასუხის მოწერა ისწავლე, უზრდელო“, „ისე მენახე, საერთოდ ვეღარ დაგეწეროს სმს“. ლანძღვა აღარ ჰყოფნით და ახლა წყევლაზე გადავიდნენ (იცინის). კრიტიკა ხშირად ყოფილა ფოტოებიდან გამომდინარე და ამის გამო შიშველი ფოტოები წამიშლია კიდეც, მაგრამ, უკვე მივეჩვიე ყურადღების ცენტრში ყოფნას.

– კარგია პოპულარობა?

– საკმაოდ ტკბილი ყოფილა, მთავარია იუმორის თვალით შევხედოთ ყველაფერს (იცინის). იმედი მაქვს, ამ ფილმით კიდევ არ მოვყვები კრიტიკის ქარცეცხლში. პირველი ვარ და შემიცოდეთ (იცინის).

скачать dle 11.3