კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა“?!

მართალია, ქართველი დემოგრაფები წლებია, ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა – 4 მილიონ 300 ათასზე ოდნავ მეტი – არ შეესაბამებოდა რეალობას და ქვეყანაში ამ ციფრზე 500-700 ათასით ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისია მაინც ჯიუტად ადგენდა ამომრჩეველთა რიცხვად სამ-ნახევარ მილიონზე მეტს.

საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით კი გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობა 2002 წლიდან 2015-მდე 642 000 ადამიანით შემცირებულა და 2015 წლის 1 იანვრის წინასწარი მონაცემებით, სულ რაღაც 3 მილიონ 700 ათასზე ოდნავ მეტნი დავრჩენილვართ. – 

ისიც შევიტყვეთ, რომ მოსახლეობის 57,4 პროცენტი ქალაქად სახლობს, დანარჩენები  – სოფლად; რომ კვლავ მამაკაცების დეფიციტია – 47,7-პროცენტიანი მაჩვენებლით, ქალები კი, რაოდენობით, 2 მილიონს ვუკაკუნებთ.

სამწუხარო ის არის, რომ ყველაზე დიდი კლება – როგორც ქალებში, ისე კაცებში – 10-19 წლის ასაკობრივ ჯგუფებშია, თუმცა, სასიხარულოა, რომ მატებაა 0-4 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო, რაკი დაბერებული ერი ვართ, ყველაზე მრავალრიცხოვანნი 50-59 წლისანები ყოფილან.

ასეა თუ ისე, უფრო დეტალურად წლის ბოლოს შევიტყობთ, რამდენნი დავრჩით და როგორი შემადგენლობით, რაც იმაშიც დაგვეხმარება, განვსაზღვროთ 2002-დან 2015 წლამდე ჩატარებული არჩევნების გაყალბების მასშტაბი; რადგან, თუ მოსახლეობა იმაზე 14 პროცენტით ნაკლები ყოფილა, ვიდრე საქსტატი გვარწმუნებდა, ესე იგი, ამომრჩეველიც იმაზე ნაკლები გვყავდა, ვიდრე ცესკო გვარწმუნებდა. – 

скачать dle 11.3