„ლეკვთა“ თანასწორობა
მეთორმეტე > ოცდამეერთეზე
პოლიტიკურ პარტიებში ქალების კვოტირების თემა ვერ მოენელებინათ, ძირითადად, ჩვენს თანამემამულე მამაკაცებს, რომ აქეთ – ქართველი მოჭადრაკე ქალები გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, იქით კი – თავდაცვის მინისტრად ქალი ინიშნება. და თუმცა ცდილობენ, რომ უკმაყოფილება პარტიულ კალაპოტში გადაამისამართონ, თინა ხიდაშელის დანიშვნის გამო ამტყდარი ვნებათაღელვა გვაფიქრებინებს, რომ ოცდამეერთეში მეთორმეტეზე უკან წავსულვართ; მეტიც, თითქოს არ იცოდნენ, რომ თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია და შეიარაღებულ ძალებს კვლავაც გენშტაბის უფროსი უხელმძღვანელებს.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თვისებრივი გადაჯგუფებებია და ეს პროცესი ჩვენი ოკეანისგაღმელი და სულზე უტკბესი პარტნიორის გარეშეც არ ჩატარებულა.
მინისტრთა კაბინეტის განახლებამდე აშშ-ის ელჩი ბ-ნი ნორლანდი შუშის სასახლეში ეწვია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ივანიშვილს და, თუმცა ბმა მთლად პირდაპირი არ არის და დანამდვილებითაც ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც იქ გადაწყდა საკადრო ცვლილებები, მოვლენები კი ამ თანმიმდევრობით განვითარდა: თავდაპირველად, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ორი მინისტრის გამოცვლის შესახებ განაცხადა, ხოლო მოგვიანებით (დროში – ზემოხსენებულთა შეხვედრის შემდეგ), ორი სამად იქცა.
მართალია, ორის სამად ქცევის შემდეგ ბ-ნმა ნორლანდმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა, რაკი არც საუბრის თემა დაუკონკრეტებია, არ არის გამორიცხული, გაერჩიათ თემა: რას გვასწავლის „ვეფხისტყაოსანი”?!
აი, შოთა კი ჯერ კიდევ როდის გვასწავლიდა ლეკვთა თანასწორობას?! –