კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე, მთავარსარდალი

ანუ „უჩემოთ ვით იმღერითა“

თუმცა ორი მინისტრის ცვლილებას ველოდით, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, სამი აღმოჩნდა. ასე და ამგვარად: საქართველოს მთავრობას სამი ახალი მინისტრი ეყოლება სამ პოზიციაზე: გარემოს დაცვაში, თავდაცვასა და სპორტში. ხოლო, რაკი შეცვლილი მინისტრების რაოდენობამ 7-ს გადააჭარბა, ამ ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ამ ჩვენმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამ ჩვენსავე მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს, ხოლო პროცედურა ამ საქმეში, მართალია, ფორმალურად, მაგრამ ითხოვს პრეზიდენტის ჩართვას: მან ხელი უნდა მოაწეროს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა და პარლამენტს წარუდგინოს.

მაგრამ, რაკი ეს ჩვენი კონსტიტუცია ამისათვის პრეზიდენტს ერთკვირიან ვადას აძლევს, ბ-ნმა მარგველაშვილმა ვადა გამოიყენა და პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ღარიბაშვილს შეუთვალა, რომ თავის ბეჭედს ამ დოკუმენტს მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაასვამს (პათოსით: კარგად დაფიქრდით, ნაჩქარევი არაფერი მიიღოთ, მათ შორის, არც გადაწყვეტილებაო, თითქოს არ სცოდნოდეს, რომ ანუშკამ ზეთი უკვე დაღვარა, ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშშ-ის ელჩი ნორლანდი უკვე ეწვია შუშის სასახლეში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს).

ბ-ნმა მარგველაშვილმა თავის განცხადებაში (მე მინდა, მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახოცრიელონ კონსულტაციები, ჩამოყალიბდნენ კანდიდატურებზე და ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ უფლებამოსილებას და ერთი კვირით გადავწევ ხელმოწერას) პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაურად მოიხსენია, საკუთარი თავი კი იქვე – მე, როგორც მთავარსარდალი.

ცხადია, ორივე დეფინიცია მართებულია, ხოლო მთავარსარდლობის ხაზგასმა, სავარაუდოდ, უნდა გამოხატავდეს ძველ და მშობლიურ ქვეტექსტს – „უჩემოთ ვით იმღერითა“. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მთავრობას უცხოური ვალუტის შემოტევა ვერ მოუგერიებია, მთავარსარდალს კი – ოკუპანტების, ვითომ ღირდა ამის შეხსენება?! მით უფრო, რომ, ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ, პირველი ტყვიაც მან უნდა გასინჯოსო?! – 

скачать dle 11.3