კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგა დღეს ჯვრისწერის საიდუმლომ თავისი მნიშვნელობა და როგორი ადამიანები განიცდიან ამ საიდუმლოში მონაწილეობისას სულიერ ბრძოლებს

საქართველოში არაერთი ცრურწმენა და ტრადიციაა გავრცელებული. ერთ-ერთი კი უკავშირდება მაისს, რომლის მიხედვითაც, ამ თვეში დაქორწინება არ შეიძლება, რადგან ეს წყვილს უბედურებას მოუტანს და მათი ოჯახური თანაცხოვრებაც ხანმოკლე იქნება. ამის გამო ბევრი შეყვარებული არ იწერს ჯვარს მაისში და არც ხელს აწერს. თუმცა, ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რა თქმა უნდა, ერთგვაროვანია: ეკლესია სიამოვნებით სწერს წყვილებს ჯვარს მაისში და ამის არანაირი აკრძალვა არ არსებობს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელოების ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ დაიწეროს ჯვარი, მაგრამ დაარეგისტრიროს ქორწინება ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო თვალსაზრისით, ანუ ღმერთის თვალში, ისინი  ცოლ-ქმარი არიან, თუმცა იურიდიულად ისინი შეუღლებულებად ითვლებიან. ძველ საქართველოში, 1920-იან წლებამდე, არსებობდა კანონი, რომლის თანახმად, ეკლესიას გააჩნდა იურიდიული უფლება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ნათლობის, ჯვრისწერის დროს ეკლესია ასრულებდა სამოქალაქო რეესტრის ვალდებულებას, ანუ, ვინც იქორწინებდა ან მოინათლებოდა, საეკლესიო დავთარში ხდებოდა მათი აღრიცხვა, ანუ, იურიდიული სახე ჰქონდა ჯვრისწერისა თუ ნათლობის საბუთს.
– მაისში არა მხოლოდ ჯვრისწერაზე ამბობენ უარს, არამედ ხელის მოწერაზეც და ამის დასაბუთებული მიზეზიც არ გააჩნიათ.
– ამ სახის აკრძალვას ვერ ვპოულობთ ვერც საეკლესიო და ვერც საერო სამართალში. რა თქმა უნდა, ზოგადად არსებობს გარკვეული სახის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქორწინებას. ესენია: ასაკი, როდესაც გოგონა და ბიჭი არასრულწლოვანები არიან და არ აქვთ თანხმობა მშობლებისგან ან მეურვეებისგან; ან, ადამიანს არ შეუძლია, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად ემსახუროს ოჯახს, შეასრულოს თავისი მოვალეობები და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ არანაირი დამაბრკოლებელი მიზეზი არ არსებობს მათ დასაქორწინებლად. როგორც იცით, ეკლესია მოქმედებს თავისი კანონებით, ესენია მსოფლიო კრებების, ადგილობრივი კრებების დადგენილი კანონები, რომელთა შეცვლაც არ შეიძლება. ადგილობრივ კრებებსაც, მიღებული კანონებით, მსოფლიო კანონების მნიშვნელობა გააჩნია და ისინი წარადგნენ ეკლესიას, შესაბამისად, მათი რეპუტაცია საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ადგილობრივი კრება არის  ლაუდიკიის კრება, რომლის, თუ არ ვცდები, 52-ე კანონი ამბობს: ქორწინებისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა და გარდა დიდი მარხვებისა. ეკლესია ჯვრისწერასა და ქორწინებას კრძალავს მარხვის დღეებში, განსაკუთრებით კი – დიდმარხვაში.
ერთადერთი, შესაძლებელია ჯვრისწერის გადატანა, როდესაც ჯვრისწერის დღე ემთხვევა მარხვას. სხვა დაბრკოლება არ არსებობს ჯვრისწერისთვის, რა თქმა უნდა, თვეს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა; შესაბამისად, მაისში ჯვრისწერა დასაშვებია. ოდნავ რომ დავუკვირდეთ ასეთი საკითხებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, მივხვდებით, რომ ჩვენ მართლმადიდებლობაში წარმართები ვართ. არანაირი საერო თუ საეკლესიო კანონი არ საუბრობს ამ თემაზე, ერთი წინადადებაც არ წერია არსად, რომ მაისში დაქორწინება არ შეიძლება. გასაგებია, რომ ეს არის ხალხის ცნობიერებაში, ჩვენს ტრადიციებში დაფუძნებული არასწორი, არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ საიდუმლოსა და ადამიანის მიმართ, მაგრამ, ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ბედნიერებას არ განსაზღვრავს არც საათები, არც დღეები, არც თვეები?! ადამიანი თავად ქმნის თავის ბედნიერებას ამ დროში, ამ სივრცეში, იქ, სადაც მოუნდება და როგორც მოუნდება. ამისთვის კი მთავარია ის, რაც ქრისტემ მოგვცა ჩვენ მთავარ მცნებად: „იყვარებოდეთ ურთიერთსა.” თუ ერთმანეთი გეყვარებათ, ასე  მიხვდებიან სხვა ადამიანები, რომ თქვენ ჩემები ხართ. რელგიური თვალსაზრისით, ქორწინების საიდუმლოს ყველაზე დიდი დატვირთვა გააჩნია, ისევე, როგორც სხვა საიდუმლოებს, რადგან აქ დგინდება ორი ადამიანის ერთად ცხოვრება. თუმცა, მოგვიანებით ეს ორი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ოჯახის შექმნით მცირე ეკლესიას ქმნიან, ერთნი ხდებიან, ერთი ხორცი და მათ ერთმანეთი სიყვარულით, ურთიერთთავგანწირვით უნდა აღასრულონ ქრისტეს სჯული. და თუ ეს არის ცხოვრება, სიყვარული სიყვარულში, ურთიერთთავგანწირვა, მოთმინება, ერთგულება და ამ პრიზმიდან მივუდგებით საკითხს, მაშინ ყველანაირი ცრუ წარმოდგენები, მაისში დავიწეროთ თუ არა ჯვარი და, თუ მაისის თვეში ჯვარს დავიწერთ, რამე შეგვემთხვევა, უბედურები ვიქნებით – აზრს დაკარგავს. თუ ჩვენთვის მთავარია სიყვარული, თავდადება, ერთგულება, მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს, როდის დავიწერთ ჯვარს?! დღეს, სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილისთვის თვითონ ჯვრისწერამ დაკარგა მნიშვნელობა. და როცა ეს საიდუმლო აღესრულება, 100-იდან 80 აღესრულება აღსრულებისთვის და არა იმისთვის, რომ ჯვარდასაწერი ორი ადამიანი, ან მისი მეგობრები ამ ყველაფერს ბოლომდე აცნობიერებენ, მისადმი გარკვეული მოკრძალება აქვთ. ხშირად ჯვრისწერას იგივე ფუნქცია აქვს, რაც ქორწინების რეგისტრაციას – ჯვრისწერის საბუთიც საჭიროა, ანუ, მთლიანობაში დამოკიდებულებაც შეიცვალა. დღეს ჯვრისწერის შიგთავსმა იმდენად დაკარგა მნიშვნელობა, ზოგი საერთოდ აღარ იწერს ჯვარს, აღარ აქცევენ ამ საიდუმლოს მნიშვნელობას, რომ იმის ხაზგასმა – ვიღაც მაისში ჯვრისწერიგან თავს იკავებსო, აღარც არის აქტუალური.
– მამაო, ცოტა სასაცილოდ ჟღერს ეს კითხვა, მაგრამ, არაერთი ადამიანისგან გამიგია, განსაკუთრებით მანდილოსნებისგან, რომ ისინი ჯვრისწერის დროს ეკლესიაში ცუდად გახდნენ, გული წაუვიდათ. შემდეგში კი, როდესაც ქორწინება დასრულდება, თუ მათი ცხოვრება არ წარიმართება კარგად, ყველაფერს ამ მოვლენას უკავშირებენ, ამბობენ – ღმერთმა გაგვაფრთხილაო.
– საკმაოდ აქტუალურ თემას შეეხეთ. მე მქონია შემთხვევა, როდესაც ჯვრისწერის დროს გოგონას გული წაუვიდა. რა თქმა უნდა, მოვასულიერეთ და საიდუმლოც აღვასრულეთ. რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რომ ბედნიერი ვერ იქნება ის ადამიანი?! ამ ოჯახს კარგად ვიცნობ და ბედნიერები არიან, კარგად არიან. ეკლესიაში გულის წასვლა და ცუდად გახდომა ხშირად სულიერი ბრძოლაა, რადგან, ის ადამიანები, ორი თუ არა ერთი, ჯვრისწერამდე არც კი ყოფილა ტაძარში, ან, თუ ყოფილა, ეს მხოლოდ და მხოლოდ თვითკმაყოფილების ცრუ გამოვლინება იყო, რაც ხშირია ჩვენს ფსევდორელიგიურ ცხოვრებაში: „თვეში ერთხელ მივალ, დავანთებ სანთელს და ქრისტიანულ ვალს მოვიხდი” – ასეთი ადამიანები მხოლოდ ჯვრისწერის ან ნათლობის საიდუმლოს დროს მოდიან ეკლესიაში.
– ბევრ ეკლესიაში ჯვრისწერის საიდუმლო ლამის 10 წუთში აღესრულება, ისე, რომ ჯვარდაწერილები მის გააზრებასაც ვერ ახერხებენ.
– ჯვრისწერის საიდუმლო მოძღვარმა თავიდან ბოლომდე  რომ შეასრულოს, თავისი გალობებითა და კვერექსებით, დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. მაცხოვარი კი ამბობს, რომ განგრძობილი ლოცვა ვერ აცხონებს ადამიანს, თუ მას არ აქვს სიყვარული, მიმღეობა; მაგრამ, ის, რაც წასაკითხია, უნდა წაიკითხო – იქ ხომ დალოცვაა მოყვანილი, ძველი აღთქმის წმიდანების, პატრიარქების, მათი ლოცვა-კურთხევა გადმოდის ჯვარდასაწერ წყვილზე. იქ არ არის არცერთი ლოცვა, რომელსაც შეიძლება მოძღვარმა იგნორირება გაუკეთოს, ყველა ლოცვა მნიშვნელოვანი და თავისთავად ლამაზი მოსასმენია; ყველა ლოცვა ჯვარდაწერილებისკენ არის მიმართული და წარმოაჩენს ეკლესიის სიყვარულს ამ ორი ადამიანის მიმართ. თუმცა, ხდება ისეც, რომ ვიღაც ამას 15 წუთში აღასრულებს – არ ვიცი, შეიძლება მათ, ვინც ამ საიდუმლოში მონაწილეობენ, ისეთი სარწმუნოება აქვთ, რომ 15 წუთი საკმარიასია ამ ყველაფრის გასააზრებლად და მისაღებად; ან, მოძღვარია ისეთი მორწმუნე, სხვები თუ 40 წუთი ჯახირობენ, ის 15 წუთში ახერხებს ამ მადლის გადმოსვლას ამ ადამიანებზე. თუმცა, მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარია, ამ ორ ადამიანს მთელი შეგნებით ჰქონდეთ გააზრებული, რას აკეთებენ, რომ ღმერთს ავედრებენ ამ სიყვარულს და, თუ ეს სიყვარული ღმერთთან ცხოვრების სიყვარულზეა დაფუძნებული, მაშინ ეს მაისში მოხდება თუ სხვა თვეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

скачать dle 11.3