კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 23 ივლისს, დაახლოებით, დილის 8 საათზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიაში ელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი მისი მოღვაწეობა?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება მის ხასიათში არსებული ისეთი თვისებების წინ წამოწევასა და განვითარებას, როგორებიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, ჰქონდეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოს დემოკრატი, თავისუფალი არჩევნის უფლება დაუტოვოს სხვებს. ისწავლოს ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში. სადაც საჭიროა, უნდა შეძლოს სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება. უნდა დაეყრდნოს უანგარო პრინციპებს. ამით ის შეასრულებს კოსმიურ მისიას და წინ წავა ცხოვრებაში. პროფესიებიდან მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ტექნიკა-მექანიკის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის სხვადასხვა სფერო, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, პროგრამული სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ავიაცია, საინჟინრო საქმიანობა. ეს პროფესიები მისთვის მეტად მისაღებია. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისი კოსმიური მისია ან დიდი წარმატების ფაქტორი არ არის. თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, კოლუმბია, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ფინეთი და ახალი ზელანდია.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2000 წლის 22 ნოემბერს, ღამის საათებში. რომელი უცხოეთის ქვეყნებია მისთვის კარგი და რომელ პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებებს?
პასუხი: მისთვის მისაღები ქვეყნებია: პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბულგარეთი, ისრაელი და ლატვია. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, მისთვის მიზანშეწონილია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, საიუველირო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ავიაცია.

скачать dle 11.3