ანეგდოტები
ნიკა გრიგოლიას ანეკდოტები
დაქალი ხვდება დაქალს.
– ვაიმე, გოგო, რა გამხდარი ხარ. როგორ დაიკელი?
– ხო, გოგო, ახალი დიეტაა.
– აუ, მასწავლე რა!
– მხოლოდ კარტოფილი და სტაფილო. უსწრაფესი შედეგი აქვს.
– ხარშავდი თუ წვავდი?
– ვთოხნიდი.
***
სტუდენტი გოგო ისეთი მახინჯი იყო, საგანიც არ ეტენებოდა.
***
შვილი ეუბნება მამას:
– მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი?
– გააჩნია შვილო გშია თუ...
***
ორი სვანი ავსებს კროსვორდს:
– დასარტყამი ინსტრუმენტი, ოთხი ასოსგან შედგება, – კითხულობს ერთი.
– დანა! – წამოიყვირებს მეორე.
თემო რცხილაძის ანეკდოტები
ბავშვმა არ იცის გაკვეთილი და მასწავლებელი დაინტერესდა:
– კი მაგრამ, რა მოხდა, რატომ ვერ ისწავლე გაკვეთილი?
– მშობლები ჩხუბობდნენ, ხმაური იყო და ვერ ვისწავლე.
– დედაშენს ვიცნობ, კარგი ქალია.. მამაშენი ვინ არის?
– ჰოდა, მაგაზე ჩხუბობდნენ!
***
– უკაცრავად, 100-ლარიანს ხომ ვერ დამიშლით?
– ვერა, მაგრამ დიდი მადლობა, რომ ასეთი წამოდგენა გაქვთ ჩემზე!
***
სვანმა გადაწყვიტა ბინის ყიდვა და მის სანახავად სანათესაო წაიყვანა. ეძება, ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს, მოუბრუნდა სანათესაოს და ჩაილაპარაკა:
– ეტყობა გაყიდეს უკვე.
***
ორი გურული საუბრობს:
– ისეთი მამალი მყავს ძამა, დილით ის მაღვიძებს, თვარა რა მეშველებოდა.
– ჩემი მამალი კი ისეთი ზარმაცია, დილით, სხვისი მამლები რომ ყივიან, ეს თავს უქნევს.
***
ავტობუსში მოხუცი კაცი ავიდა და შარვლის „ზმეიკა” გახსნილი აქვს. ახალგაზრდა ქალმა, მორიდებით უთხრა:
– ბატონო, „ზმეიკა” ღია დაგრჩენიათ.
– ეჰ, შვილო, რა გასაკვირია? სადაც მკვდარია, იქ კარებს ღიას ტოვებენ.
***
მეგრელს და სომეხს ასამართლებენ და მოსამართლე „გაისროკება”.