კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სოლიდარობა მისთვის და შენთვის

როცა გინდათ, რომ პარტნიორმა ან მეუღლემ რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც გესიამოვნებათ, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა. აშკარა ზეწოლა ყოველთვის იწვევს უკურეაქციას. გქონდეთ სოლიდარობის გრძნობა მისი და საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი თავის მიმართ იმიტომ, რომ უკურეაქცია ნეგატივის მომტანია, თანაც, ზეწოლა ძალიან არაპროდუქტიულია.
სულ სხვა საქმეა მისი მოტივირება, რათა მან თავად მოინდომოს, მოისურვოს და გააკეთოს ის, რაც თქვენ გინდათ. შეადარეთ ორი ფრაზა: „არ წახვალ პურის ამოსატანად – არ შეჭამ სადილს“ და „თუ არ ამოიტან პურს, გემრიელად ვერ ვისადილებთ“... – შედეგი ძალიან თვალსაჩინო იქნება, ზუსტად ისეთი, როგორსაც ელოდებით. იცით, განსხვავება რაშია? – პირველ შემთხვევაში თქვენ მას ემუქრებით, მეორე შემთხვევაში კი უკეთეს ვარიანტს სთავაზობთ. შეფარულ მუქარაზე მამაკაცებს განსაკუთრებით უარყოფითი რეაქცია აქვთ. ისინი ვერ იტანენ, როცა ემუქრებიან, აშანტაჟებენ, უთითებენ, ელაპარაკებიან მკაცრი ტონით. სოლიდარობაზე რომ ვსაუბრობდით, სწორედ ეს არის – როცა ცდილობთ, გაითვალისწინოთ პარტნიორის სურვილები, მისი ხასიათის თავისებურებანი, მაგრამ, არ ივიწყებთ საკუთარსაც... ანუ, სთხოვეთ, მიიღოს მონაწილეობა თქვენი ან საერთო პრობლემის მოგვარებაში – ეს უკვე არის ნაბიჯი ერთიანობისა და ჰარმონიისკენ...

ფერები ფლირტისთვის

ყველა ქალს უნდა, მამაკაცის ყურადღებას იპყრობდეს. თუ არ გაქვთ ასეთი სურვილი, ესე იგი, ქალური საწყისი თქვენში ძალიან მცირე დოზით არის. რა თქმა უნდა, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გაცვიათ. ტყუილია, თითქოს მამაკაცები ამას ყურადღებას არ აქცევენ. შეიძლება, თვითონ ტანსაცმლის ფორმას, მოდელს, სტილს ნაკლებად ამჩნევდნენ, მაგრამ, ფაქტია, რომ მის ზემოქმედებას განიცდიან.
თუ გინდათ, კაცმა მხოლოდ თქვენს პერსონას მიაქციოს ყურადღება, პაემანზე ერთი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვით და იმავე ფერის სამკაულიც გაიკეთეთ. გარდა ამისა, ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა სამოსის იმ სტილს, რომელიც თქვენს სილუეტს გამოკვეთს, თუკი, რა თქმა უნდა, ძალიან მსუქანი არ ბრძანდებით. ახლა, რაც შეეხება კონკრეტულ ფერებს: ფლირტის დროს წითელი ფერია ლიდერი. კვლევებმაც კი აჩვენა, რომ წითელ სამოსში გამოწყობილი ქალი ორჯერ უფრო მეტად იპყრობს კაცის ყურადღებას; ის კი არა, როცა ცოლი წითელშია გამოწყობილი და ისე სთხოვს ქმარს ფულს, კაცი ხალისით თანხმდება. მეტ-ნაკლებად „მუშაობს“ წითელი აქსესუარებიც – თუ არ გჯერათ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი.
აქტიური ფერია თეთრიც – თუ ყველაფერს თეთრს ჩაიცვამთ, მამაკაცსაც ამაღლებულ განწყობას შეუქმნით და თავადაც სიხარულისა და პოზიტივის გამოხატულება იქნებით, რის გამოც იგი თქვენდამი უპირობო ნდობით განეწყობა.
შავი ფერი ძალიან მაცდურია. თუ მამაკაცის ცდუნებას პირველივე პაემანზე აპირებთ, ჩაიცვით შავი ფერის ტანისამოსი. მაგრამ, მცდარია მოსაზრება, რომ შავი ფერი ყველას ერთნაირად უხდება, ზოგ ქალბატონს საერთოდ უკარგავს ინდივიდუალურობას. ეს რომ არ მოხდეს, მიახმარეთ კაშკაშა სამკაულები.
მოერიდეთ ფორთოხლისფერ სამოსს, ასევე, ნაცრისფერსა და მუქ ყავისფერს – ეს საოფისე დრეს-კოდის ფერები ფლირტისთვის არ გამოდგება.

გეშინოდეთ სურვილების

ფსიქოლოგები გვირჩევენ: სანამ რამეს ვინატრებთ და ვისურვებთ, კარგად დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რას ვითხოვთ. სურვილების თემა საკმაოდ სერიოზულია და, თუკი თქვენ სხვანაირად გგონიათ, ძალიან ცდებით. საქმე ისაა, რომ სურვილები საკმაოდ მატერიალისტურია. ამიტომაც, როცა რაღაცას ინატრებთ, გათვალეთ ისიც, როგორ შემოგიბრუნდებათ ეს ნატვრა მომავალში – ხვალ, ზეგ... ნატვრასაც თავისი პრინციპები და წესები აქვს. მოკლედ, ფაქტია, რომ სურვილები სრულდება და, ადრე ხდება ეს თუ გვიან, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ვიცოდეთ, რა და როგორ ვინატროთ. ოცნება და სურვილი არ არსებობს დამოუკიდებლად და მას აქვს შედეგებიც.
თუ თქვენ რაღაც ძალიან, ძალიან გინდათ, ცოტა წაიოცნებეთ ამაზე და საქმეს მერე შეუდექით: გააანალიზეთ სურვილის მიზეზი – რატომ გინდათ... ასევე, შედეგი – რას მოგიტანთ, თუკი ის შესრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. „შეკვეთა“ სწორად და მიზანმიმართულად უნდა გაუშვათ იქ, სადაც ის ხორცს შეისხამს და უკან მატერიალიზებული დაგიბრუნდებათ.
სურვილი და ნატვრა საშიში მხოლოდ მაშინ არის, როცა ბოლომდე არ გაქვთ გააზრებული. გაუფრთხილდით სიტყვას  „ნეტავ“ – გახსოვდეთ, მას სასწაულის მოხდენა და თქვენი ცხოვრების მთლიანად შეცვლა შეუძლია!

ქმარი – აღმოჩენა!

ცნობილია, რომ ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვთამაშობთ როლს, რომელსაც შეუცნობლად ვირჩევთ. პრობლემა ისაა, რამდენად სწორად ვირჩევთ... მაგალითად, ქალები – რის როლს თამაშობენ ისინი საკუთარი მეუღლეების ცხოვრებაში? მხოლოდ ცოლის?! – მაშინ, ეს საკმარისი არ არის. ჭკვიანი ქალი ახერხებს, ერთდროულად რამდენიმე როლი შეითვისოს: მეუღლის, მეგობრის, საყვარლის, მრჩევლის, მშობლის... ბევრია? შეიძლება, მაგრამ, აუცილებელი, რადგან მამაკაცს ეს ყველაფერი სჭირდება და, თუკი რომელიმე მათგანის დეფიციტი შეაწუხებს, სხვაგან დაუწყებს მას ძებნას.
კაცებს მოსწონთ, როცა მუდმივად აოცებენ საკუთარ პარტნიორებს. თქვენც უნდა გაოცდეთ – სხვა რა გზა გაქვთ?! შეიძლება, ეს გულწრფელი არ იყოს, მაგრამ, თუ ქმარს აგრძნობინებთ, რომ ის თქვენთვის აღმოჩენაა, ამით მის გულს მოიგებთ...
მხოლოდ დედის ან ცოლის როლი თქვენთვისაც მოსაბეზრებელი და დამღლელი იქნება, მრავალფეროვნება კი თავადაც მოგეწონებათ. რაც შეეხება ქმარს, როგორც აღმოჩენას – ამის მიღწევა შესაძლებელია. თქვენ ხომ ჭკვიანი ქალი ხართ? მოინდომეთ და გამოგივათ!

скачать dle 11.3