კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა

უგრეხელიძე
გვარის ფუძეა უგრეხი, რაც პარკოსანი მცენარის სახელია.
რუსეთის მთავრობამ უგრეხელიძეები აზნაურებად დაამტკიცა და 1850 წელს სათვისტომო „ხავერდოვან წიგნში” შეიტანა.
საქართველოში 2 151 უგრეხელიძე ცხოვრობს: თბილისში – 479, ქუთაისში – 328, წყალტუბოში – 234. არიან სხვაგანაც.
ფირუზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირუზი, რომელიც ძვირფასი ქვის აღმნიშვნელი სიტყვაა. ეტიმოლოგიურად ის „სინათლით სავსეს”, „ნათელს” ნიშნავს.
1721 წელს წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის დედოფლის სახასოში მოიხსენიებიან  ზურაბა, პაპა, საქუა ფირუზაშვილები.
საქართველოში 121 ფირუზაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 73,  თბილისში – 43, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.
კოჭლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა. ამავე ძირით გვხვდება გვარები: კოჭლავაშვილი, კოჭლაძე.
„კოჭლაშვილი ქიტესა, სატივეში მცხოვრები, მოყალნე, ერთი კომლი. ჰყავს ერთი მოლაშქრე ვაჟი და მისი ნაშენი ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.”
საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.
ნადიმაშვილი
გვარის ფუძეა ნადიმი, იგივეა, რაც მეჯლისი. სულხან-საბა წერს: „მეჯლისი სპარსთა ენაა, ქართულად ნადიმი ჰქვიან.” ეს სიტყვა ისე დასდებია გვარს, რომ ის პირთა სახელად არ ქცეულა.
ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით, ნადიმაშვილი მეთექვსმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება.
„ნადიმაშვილი, ზაკეს მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს, ის მამულით ერგო გოშფარს” (1527-1558 წლები).
„ნადიმაშვილი ზაკეს მცხოვრები, ზაქარია ჯავახიშვილმა, გიორგი სააკაძესთან შეყრილობის დროს, ის დასდო თავის წილში” (1624 წელი).
საქართველოში სულ 20 ნადიმაშვილი ცხოვრობს.
ვაჩაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩა, ვაჩე. გვარი გვხვდება ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვში.
ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩინაძე, ვაჩიძე, ვაჩენისძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერაძე.
გვარი ვაჩიძე მოიხსენიება 1700 წელს.
ჩვენი მონაცემებით, ყველა ზემოთ მოხსენიებული გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი. მათ ნათესაური კავშირი ანუ იგივეობა არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.
საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში –  71, თბილისში – 47. არიან სხვაგანაც.
თოროზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა.
არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში.
1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.
მოგვიანებით თოროზაშვილები რუსული გაფორმებით თოროზოვებად ჩაუწერიათ.
საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8. არიან სხვაგანაც.


აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3