კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უნიქარდი“ უკვე კინოშია!

კომპანია „უნიქარდი” აპრილიდან კინოთეატრებშია წარმოდგენილი. „უნიქარდის” ბარათის მფლობელებს ქულების დაგროვება სამ კინოთეატრში შეუძლიათ: „რუსთაველი“, „ამირანი“ და „აპოლო“.
თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით, კომპანიებმა „უნიქარდის” ყველაზე ლოიალური მომხმარებლები – ბავშვები კინო „ამირანში” მულტფილმის ჩვენებაზე მიიწვიეს. დაპატიჟებულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვდათ – პატარების მხიარულ განწყობაზე პროფესიონალმა ილუზიონისტებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიების ფარგლებში, პატარების მშობლებმა პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ კინოთეატრებთან თანამშრომლობა ქულების დაგროვების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა.
ირინა გეთიაშვილი – 4 შვილის დედა და „უნიქარდის“ ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური მომხმარებელია. 4 წელია, რაც ბარათი აქვს. ქულებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად აგროვებს: „ქულებს ვაგროვებ ყველგან, სადაც „უნიქარდის“ გატარებაა შესაძლებელი, – იქნება ეს სუპერმარკეტი, აფთიაქი თუ ბენზინგასამართი სადგური. უკვე საკმაოდ ბევრი ქულა მაქვს, მაგრამ საჩუქარი ჯერ არ ამიღია. მინდა, განსაკუთრებით ფასეული საჩუქარი შევარჩიო. შესაძლებელია, ეს იყოს მოგზაურობა ან ტექნიკა. „უნიქარდის“ პარტნიორთა რიცხვი იმდენად დიდია, თავიდან ბევრგან მავიწყდებოდა კიდეც ბარათის გატარება. ახლა ისე მივეჩვიე, ხანდახან სურვილი მიჩნდება, უცხოებსაც კი შევახსენო (იცინის). მაინც ყიდულობ და რას კარგავ, თან ბარათიც რომ გაატარო?!” - აღნიშნავს ირინა გეთიაშვილი.
„უნიქარდი” უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელიც პარტნიორი კომპანიების ქსელს მუდმივად აფართოებს. საცალო სავაჭრო და მომსახურების სფეროდან 150-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მომხმარებელს მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.  

скачать dle 11.3