“გაზაფხული 2015” – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, 24 აპრილს გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით: „გაზაფხული 2015”, სადაც გამოფენილია 60 მხატვრის ნამუშევრები. გამოფენა-გაყიდვა 1 მაისამდე გასტანს.
გამოფენის ორგანიზატორები, მხატვრები გელა კენჭუაშვილი, თეიმურაზ დვალიშვილი და გია მარკოზაშვილი არიან.
მსგავს გამოფენა-გაყიდვას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მცხოვრები მხატვრები, ორგანიზატორების დახმარებით, წელიწადში ორჯერ აწყობენ – შემოდგომასა და გაზაფხულზე. როგორც ამბობენ, საზოგადოებაში ეს დიდ დაინტერესებას იწვევს.
ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ, გამოფენას ესტუმრონ – შეიქმნან საკუთარი გაზაფხული, ისიამოვნონ იქ გამოფენილი ფერთა პალიტრით და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნახატი მოეწონათ, ადგილზევე შეიძინონ.