კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გაკეთება უჭირდა ქალთან ინტიმური სცენის თამაშისას ნინი ონიანს და რა თვისებები მოსწონს მას საპირისპირო სქესში

ნინი ონიანი რამდენიმე თვეა, რაც ტელეეკრანზე გამოჩნდა. ის „კომედი შოუს“ მსახიობია. თუმცა, არასტანდარტული გარეგნობის, მომხიბლავი, ენერგიული და პოზიტიური ნინი, ჯერ კიდევ წლების წინ, სერიალ „დეტექტივებში“ მონაწილეობდა.

ნინი ონიანი: პროფესიით ფარმაცევტი ვარ – ძალიან ახლოსაა ჩემს ახლანდელ საქმიანობასთან. ზოგადად, ბავშვობიდან ყველაფერზე დავდიოდი, სპორტი – ტანვარჯიში, მუსიკა, მოდელობაც ვცადე. 6 წლის ვიყავი, რეკლამაში გადამიღეს, ვითამაშე მსახიობ ნინო კასრაძის ბავშვობა. მერე გადამიღეს ნანი ბრეგვაძის კლიპში, 12 წლის ვიყავი. ისეთი მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის, რომ დღემდე ძალიან ემოციურად მახსოვს. ცოტა ვიბნეოდი, მაგრამ მივხვდი, ეს პროცესი, კამერები, მსიამოვნებდა. შემდეგ რაღაც პერიოდი პაუზა მქონდა. ვსწავლობდი და 5 წლის წინ, ისევ ამ საქმეში ჩავერთე. ინტერნეტში ვნახე ქასთინგი: სერიალისთვის სჭირდებოდათ სასიამოვნო გარეგნობის გოგონები. გავაგზავნე ფოტოები, მაგრამ იმის მერე გავიდა 2-3 თვე. მახსოვს, კინოში ვიყავი, დამირეკეს – აღარც მახსოვდა და რამდენჯერმე გავთიშე: ნომერი შეგეშალათ-მეთქი. ბოლოს ფოტოებით გამახსენეს ყველაფერი, „რუსთავი 2-იდან“ რეკავდნენ. მივედი ქასთინგზე, გავიცანი ლაშა ცერიაშვილი – რეჟისორი, რომელზეც ვგიჟდები, ძალიან მიყვარს. იქ იყო ასევე ზაზა იაქაშვილი, კიდევ ჩვენი ქასთინგ-მენეჯერი. მომცეს სცენარი და მკითხეს: თუ ითამაშებო, რადგან საკმაოდ თამამი სცენები იყო.
– რა სცენები იყო?
– ეს იყო სერიალი „დეტექტივები“, რომელიც რეალურ ფაქტებს ეფუძნებოდა. ჩემი გმირიც რეალურად არსებობს – ეხმარებოდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც სახლებს ქურდავდა. ის კონტაქტში შედიოდა ხალხთან და ინფორმაციას აწვდიდა კრიმინალურ დაჯგუფებას, ხან კი დაცვის წევრებს „აბამდა“ და სანამ მათთან კურკურებდა, ისინი ბინებს ქურდავდნენ. იყო ისეთი სცენები, სადაც შიშველი ვიყავი, მხოლოდ ტრუსები მეცვა. თან, სექსუალური სცენები მქონდა ქალთან, კაცთან. რომ წავიკითხე სცენარი, ჩემი პირველი რეაქცია იყო: შევძლებ ამას? რადგან არ არის ადვილი, თან გამოუცდელი ვიყავი. აქ არ იყო სიშიშვლის პრობლემა, უბრალოდ, არ ვიცოდი, როგორ შევძლებდი თამაშს. მაგრამ, ისე მინდოდა, დავთანხმდი. იმ დღესვე ვიმუშავეთ მე და ლაშამ. ზაზა ძალიან მომეხმარა, შემიმსუბუქეს სიტუაცია. თუმცა, იმ დღესვე არ ყოფილა გახდა და თამამი სცენები. მერე გავიცანი ის ადამიანი, რომელთანაც უნდა მქონოდა აღნიშნული სცენა. დღეს ეს ბიჭი ჩემი ახლობელია, ძალიან მიყვარს. მასთან მქონდა ცალკე რეპეტიცია – კოცნა და მთელი ამბები, რომ მერე გადასაღებ მოედანზე რამე პრობლემა არ შექმნილიყო. შემდეგ იყო უკვე გოგონასთან სცენები – ძალიან რთულია, ჩვეულებრივი სექსი გვქონდა, თავისი კოცნითა და ყველაფრით. ძნელია გადასაღებ მოედანზე: თან შიშველი ხარ,  60 კაცი გიყურებს. გუნდი იყო ძალიან კარგი, შეკრული. ლაშა ცერიაშვილთან მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. მას არასდროს უგრძნობინებია, რომ გამოუცდელი მსახიობი ვიყავი – „ქუჩიდან მოსული“. თვითონაც რისკზე წავიდა და მეც. მაგრამ გაამართლა რისკმა.
– ამის მერე  იყო შემოთავაზებები?
– კი, ტელეფონი არ გაჩერებულა, ყოველდღე რეკავდნენ: შენი მკერდი, შენი უკანალი, შენი ის და ასე შემდეგ. მე არ ვარ ისეთ ფორმაში, რომ ვერ გავიხადო, მაგრამ მაშინ ეს იმიტომ გავაკეთე, მინდოდა, გამოცდილება მიმეღო. არ მინდა, ვინმემ ჩემში დაინახოს მხოლოდ შიშველი ტანი – უფრო მეტი შემიძლია, ვიდრე მკერდის გამოჩენაა. გავშიშვლდები და მკერდსაც გამოვაჩენ, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი ან ღირებული იქნება. ახლახან იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. მე რომ ხუთი წლის წინ გავიხადე, ეს რაღაცას ეხებოდა. იმისთვის არ გამიხდია: აჰა, მკერდი მაქვს-მეთქი... მკერდი ყველა ქალს აქვს. დღეს იგივე მდგომარეობა არ არის. ეს ხუთი წლის წინ იყო და მაშინ მჭირდებოდა. დღეს თუ გავიხდი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს – ან კარიერული წინსვლა უნდა მომცეს, ან კარგი ფინანსური შემოსავალი მომიტანოს.
– როდის დაიწყე „კომედი შოუში“ მუშაობა?
– წელიწადი არ არის რაც „კომედი შოუში“ ვარ. ზოგადად, მგონია, რომ ძალიან მიმართლებს – ჯერ ლაშა ცერიაშვილთან და ახლა ამათთან. ძალიან კომფორტულები და მეგობრულები არიან. აქაც ქასთინგით მივედი. მომცეს სცენარი. სამი განსხვავებული სკეტჩი ავარჩიე და ვითამაშე. ერთ კვირაში დამირეკეს, „ქალთა სახეებიდან“ გირეკავთ და მოდითო. მივედი და დავიწყე მუშაობა.
– როლებში ცოტა ჩერჩეტი გოგო ხარ – ან ქმარი გცემს, ან ვინმეს საყვარელი ხარ.
– ჰო, რაღაც სულ ასეთი როლები მაქვს – მჩაგრავენ... ალბათ, ვიზუალიდან გამომდინარე მაძლევენ ამ როლებს.
– რეალურად შენ როგორი ხარ?
– ძალიან სამართლიანი. ვერ ვიტან უსამართლობას და ტყუილს. ვცდილობ, ყველასთან ვიყო მართალი, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, იგივეს მოვითხოვ სხვებისგანაც. დანარჩენში ჩვეულებრივი ვარ – უშუალო და მიყვარს ასეთი ადამიანები. ხელოვნურად დაყენებული ფასონები, იმიჯი არ მიყვარს – ჟურნალში დაგბეჭდავენ თუ ტელევიზორში გამოჩნდები, ეს არაფერს ცვლის – მაინც ის ხარ, ვინც ხარ პიროვნულად.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არაფერი. გათხოვილი არ ვარ, არც ვყოფილვარ. მყვარებია, რა თქმა უნდა, თან ძალიან. როგორც ყველა ქალი, მეც ვბრმავდები ასეთ დროს. ზოგადად, კომპრომისებზე წასვლა მიჭირს, მაგრამ, ახლა რომ ვუფიქრდები, შეყვარებულობის დროს ძალიან ბევრ რამეს ვთმობ. ასეთი ანგელოზიც არ ვარ – მკაცრი ხასიათიც მაქვს, ჯიუტიც ვარ ოღონდ დასაბუთებულად. შეყვარებული კი, არ ვიცი, ვდებილდები, უფრო სწორედ, ვდებილდებოდი.
– ისიც მითხარი, როგორი მამაკაცები მოგწონს?
– რამდენიმე თვის წინ ვთქვი და იგივე აზრზე ვარ ახლაც, ადამიანს რომ შევხედავ, პირველ ადგილზე გარეგნობაა. კაცი გარეგნობით თუ არ მომეწონა, არ მიჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი. მაგრამ, გავიდა დრო და ახლო წარსულში ისეთმა მამაკაცმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც გარეგნობით არ არის ისეთი, როგორიც მე მომწონს. დავიბენი... მოკლედ, მახინჯი კი არ არის, ან უშნო... მე, იცი, როგორი მამაკაცები მომწონს? – როგორიცაა: ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, კოლინ ფარელი, ხომ ხვდები... ის არ არის ასეთი, თუმცა არ ვამბობ, რომ მახინჯია. ჩვენ შორის რამე კი არ ხდება ან მომხდარა, უბრალოდ, დამაინტერესა, როგორც მამაკაცმა. რომ დაელაპარაკები ადამიანს და მიხვდები, შენია – ფლუიდები წამოვა, ენერგიების გაცვლა-გამოცვლა ხდება.
– არ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
– არც დაწყებულა. უბრალოდ, ეს ემოცია გაჩნდა, არაფერი ყოფილა. ძალიან არ მიყვარს დაულაგებელი კაცები, რომ არ იციან, რა უნდათ, შენც გაწვალებს: ხან ერთს გეუბნება, ხან – მეორეს. მე არ მქონია მარტივი ცხოვრება. არავის არაფერი ჩაუხუტებია ჩემთვის გამზადებული. არ მიცხოვრია ლაღად და დალხენილად. ყველაფერს ჩემით ვაკეთებ და ამან გამაძლიერა.  მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი ვარ და ჩემ გვერდით, მინიმუმ ჩემნაირი ან უფრო ძლიერი მამაკაცი უნდა იყოს. აქამდე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, მგონია, რომ ჩემი სიძლიერე, ენერგეტიკა აშინებთ. ანუ, ძლიერი ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, თავისი საქმე ჰქონდეს და იცოდეს, რა უნდა, რომ მიზანს მიაღწიოს.

скачать dle 11.3