კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა ირმა ინაშვილს ოფისის დარაჯთან, ვისაც მან ფეხები დაბანა და რა მოინანია ერთი წლის შემდეგ

ირმა ინაშვილის „შრომის წიგნაკი” ტელევიზიის პირველ არხზე გაისხნა, სადაც თხუთმეტი წელი მუშაობდა. დღეს პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანია, ამბობს, რომ ჟურნალისტიკიდან არ წასულა და პოლიტიკოსის „როლს” ვერ ირგებს. ხმაურიანი ისტორიები, ბოლო წლებში ნამდვილად არ აკლია, რის გამოც მისი ცხოვრება ძალიან გართულდა, რაზეც ის ჩვენთან გახსნილად საუბრობს.      

 ირმა ინაშვილი: 12 წლის ასაკში გადავწყვიტე,  გავმხდარიყავი ჟურნალისტი.  მამამ ჩარგალში  წამიყვანა, სადაც ვაჟაობა იყო. უამრავი ხალხი  ზეიმობდა დღესასწაულს, სადაც ვნახე პირველად ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც  შემდეგ ძალიან ხშირად მახსენებდა თავს მოგონებებში. მახსოვს,  თავი თავშლით ჰქონდა შეკრული, უცბად მივიდა მიკროფონთან და დაიწყო ყვირილი: ხალხო, რა გამღერებთ და გაცეკვებთ, მთელი ინტელიგენცია კომუნისტებმა მოსპეს. ისინი, ახლა აქაც არიან და ზეიმობენო. უცბად მოვარდა „კანარეიკა”, ამ ახალგაზრდა გოგონას  იდაყვში სტაცეს ხელი, სცენიდან ჩამოიყვანეს და წაიყვანეს.  ცეკვა-თამაში კი  ჩვეულებრივ გაგრძელდა. მამას ვკითხე: ეს ქალი ვინაა-მეთქი, ნაზი შამანაურიო, – მიპასუხა. ის ჩვენი ნათესავი იყო, ძალიან ნიჭიერი. მაშინ მამამ ვერაფრით ამიხსნა, რატომ ვერ დაიცვა ვერავინ ის გოგონა. მე ჩუმად დავიწყე ნაზის ჩანაწერების კითხვა, მისი ბიოგრაფიის გაცნობა, ვთქვი, უნდა გავხდე ასეთი-მეთქი. ნაზი შამანაური იყო და დარჩა ჩემს საზომად ჟურნალისტიკაში. როცა ჟურნალისტობა გადავწყვიტე, მამამ მითხრა: შენ ვერ ჩააბარებ მაგ ფაკულტეტზეო, უფრო მეტ ცოდნას და მეცადინეობას  ითხოვდა ჩემგან.  როცა სტუდენტი გავხდი, მამამ მითხრა: შენ ჯერ  არ ხარ ჟურნალისტი, 15 წელი რომ გავა, მერე ვილაპარაკოთო.  მთელი ცხოვრება ვცდილობდი, დამემტკიცებინა მისთვის, რომ ჩემგან ჟურნალისტი დადგა. აფხაზეთიც მოვლილი მქონდა, ბევრ „ცხელ წერტილში” ვიყავი ნამყოფი,  მაგრამ მას  მაინც ვერ „მოვაწონე” თავი.  სულ  ვცდილობდი, უფრო და უფრო მეტი „გმირობა” ჩამედინა, რომ მას ვეღიარებინე.  ეს აღიარა სიკვდილის  წინ.  როცა  ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, მამამ  მითხრა, რომ ჩემით ამაყობდა. ის იყო ქირურგი, პედიატრი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი თვალსაზრისით. მამა ჯერ ათარბეგოვზე ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა, შემდეგ გადაიყვანეს სამუშაოდ ბორჯომში. ჩვენც მასთან ერთად გადავედით ბორჯომში, სადაც წლები მოგვიხდა ცხოვრება. ხან მეოთხე სამმართველოში ვიყავით, ხან ჩითახევში, ხან – ბაკურიანში. მომთაბარე ცხოვრება გვქონდა, „საველე პირობები”. ერთხელ ბაკურიანში ჩამოვიდნენ ცნობილი საბჭოთა კოსმონავტები, რომლებიც მამასთან მეგობრობდნენ. ისინი იყვნენ ძალიან ცნობილი ხალხი, საბჭოთა კავშირის გმირები,  რომლებზეც ლეგენდები დადიოდა. მახსოვს, ისინი რომ გავიცანი, ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს. მამას წყალობით, ჩვენ ძალიან საინტერესო  ცხოვრება  გვქონდა.        

– სად და როგორ გაიხსნა თქვენი „შრომის წიგნაკი”?

– 1993 წელს დავიწყე მუშაობა ტელევიზიის „პირველ არხზე” შემოქმედებით გაერთიანება „კავკასიაში”. მაშინ გაიხსნა ჩემი შრომის წიგნაკი. 15 წელი ვიმუშავე იქ,  გავიარე ყველა საფეხური – დაწყებული შტატგარეშე კორესპონდენტიდან  რედაქტორობამდე. 1998 წელს, როცა ტელევიზიაში მოვიდა ზაზა შენგელია, მან შემომთავაზა, შეგვექნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააშუქებდა ქვეყნის პირველი პირების ვიზიტებს უცხოეთში – მათ შეხვედრებს გაეროში, ევროსაბჭოში. დღეს რომ მეუბნებიან, პრორუსი ხარო, ჩემზე როგორ შეიძლება ამის თქმა. 1995 წლიდან დავდიოდით ბრიუსელში, „ნატოს“ შტაბ-ბინაში, სადაც ვაშუქებდით პირველ შეხვედრებს და  გვიხაროდა, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების შანსი გაუჩნდა.  „ნატო“ იყო ღია კარი ევროპასთან, მაგრამ რა გამოვიდა? დღეს 45 წლის ვარ და კიდევ მესმის, რომ კარი ღიაა, მობრძანდით, მაგრამ არ გიღებთო. მე ამ ასაკში თავის მოტყუებას აღარ ვაპირებ – „ნატოს“ ჩვენ უნდა მივეღეთ გუშინწინ, გუშინ. ჩვენ ვამზადებდით დოკუმენტურ ფილმებს,  რაც არის ქვეყნის ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა. როცა  გვსაყვედურობენ: თქვენ შევარდნაძის დროს მუშაობდით „პირველ არხზეო,” სხვა არხი არ იყო და სად გვემუშავა?  ჩვენი თაობა ტელევიზიაში მივიდა ყველაზე რთულ პერიოდში, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ტელევიზია ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო, ვიდრე დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაშინ მე დავინიშნე ამ რედაქციის მთავარ რედაქტორად, თუმცა როგორც ჟურნალისტი, მეც ვაშუქებდი პირველი პირების ვიზიტებს, დავდიოდი სხავდასხვა საერთაშორისო შეხვედრაზე. მაქვს ჩაწერილი ინტერვიუები ბილ კლინტონთან, მადლენ ოლბრაიტთან, ხავიერ სოლანასთან. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რაც მე იმ წლებში მივიღე.   მე არ მქონდა ნანახი სამყარო.  ვიცოდი, მხოლოდ ის, როგორი იყო ჩემი ქვეყანა. როცა პირველად მოვხვდი ნიუ-იორკში, ეს იყო უზარმაზარი შოკი. მახსოვს, ჩვენ მოვხდით გერმანიაში გენშერის დაბადების დღეზე, მის მშობლიურ ქალაქ ჰალეში. იქ ვნახე  საოცრად მოწყობილი ქვეყანა. ჩემი ყურადღება მიიქცია სატელევიზიო ტექნიკამ, რითაც იღებდნენ შეხვედრებს.  ამაზე მაშინ ჩვენ მარტო ოცნება თუ შეგვეძლო.   

– მერე დაიწყო თქვენი ცხოვრების რთული პერიოდი, როცა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადასვლა მოგიწიათ. 

–  ვარდების რევოლუციის შემდეგ, მე წამოვედი ტელევიზიიდან.  ყველა იმ პერსონაჟს, ვინც ვარდების რევოლუციაში მონაწილეობდა, ძალიან კარგად ვიცნობდი. ზუსტად ვიცოდი, ეს ხალხი ჩემს ქვეყანას ბოროტების მეტს არაფერს მოუტანდა.  2004 წლის შემდეგ დაიწყო „ბრძოლა”, ბევრი რთული ეტაპის გავლა მოგვიწია მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს. ჩვენ შევქმენით ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი”, გავედით  ქუჩაში, დავიწყეთ სამოქალაქო აქტივობა. „ობიექტივი” გახდა „თავისუფლების კუნძული” უამრავი ადამიანისთვის.  იცით, როგორ წაგვართვეს მაშინ  არხი, რომლის დაბრუნება ათი წლის შემდეგ შევძელით. ჩვენ არავინ გვიცხადებდა სოლიდარობას, პირიქით, უამრავი ადამიანი დაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე წლები, უამრავი მატერიალური პრობლემის გადაჭრა მომიხდა. ვაბარებდი და ვყიდდი ყველაფერს, რომ მერჩინა ორი შვილი. ახლა, აღარც კი ვიცი, როგორ გაგვქონდა თავი.       

– დღეს პოლიტიკური პარტიის მდივანი ხართ, როგორი მდივანი და შეფი ხართ?

– არაორდინარული, მე ასე მგონია. როცა ვუყურებ ჩემს სატელევიზიო  გამოსვლებს, ჩემს დამოკიდებულებებს თანაპარტიელებთან, ვხვდები, რომ პარტიული ლიდერებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვარ. მე არც კი მიმაჩნია თავი პოლიტიკოსად. მე ვარ ჟურნალისტი და დავრჩები ამ პროფესიაში, სადაც არ უნდა ვიყო. ვერ ვირგებ პოლიტიკოსის პოზას. არ მეტყობა პირდაპირი ეთერების დროს?  როგორც კი დებატში ნაციონალს დავინახავ,  ხარს წითელ ნაჭერს რომ აუფრიალებენ, ისე  მემართება (იცინის), რა ვქნა,  აი, ასეთი ვარ, როგორიც ვარ. 

–  ცოტა ხნის წინ თქვენს განაცხადს სოციალურ ქსელში, რომ  ოფისის დარაჯს დიდ ხუთშაბათს ფეხები დაბანეთ,  დიდი აჟიოტაჟი  მოჰყვა. 

–  ჩემს განაცხადს ძალიან მძიმე გამოხმაურებები მოჰყვა, რა აღარ დამაბრალეს. თუმცა, მე  სულ არ მიფიქრია, რომ ამ ისტორიით მეთქვა,  მაგარი ვარ-მეთქი.  დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობის შესახებ შეკითხვა დამისვა სოციალური ქსელის ახალგაზრდა მომხმარებელმა. მე გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა მისთვის. ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანური ქმედება – მე,  დამწყებ მოსწავლეს რელიგიაში, ეტყობა,  საკუთარ თავთან მომინდა თავის გამოჩენა და გასულ წელს, დიდ ხუთშაბათს, ჩვენი ოფისის კარისკაცს  შევთავაზე, ფეხებს დაგბან-მეთქი. აქ, „ობიექტივის” ოფისში მოხდა ეს ყველაფერი.  ის ადამიანი ჩემი  მეგობარია,  დღემდე აქ მუშაობს  და ჩვენ ახლო  ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემზე ბევრად კარგი მორწმუნეა, ჩემზე ბევრად კარგი ადამიანი.  ის, რომ ვიღაცეებმა ჩემი პასუხი ბოროტად გამოიყენეს, არ მიკვირს. სამწუხაროდ, სოციალური ქსელი დღეს არის ბოროტი და არშემდგარი ადამიანების ასპარეზი.  ყველას მინდა ვუთხრა, ვინც იმ დღეებში დამცინოდა და ძალიან შეურაცხმყოფელ კომენტარებს  წერდა ჩემზე, არ ვარ თქვენზე ნაწყენი. ვნანობ, რომ ეს დავწერე, არ უნდა დამეწერა. ამას ისე განვიცდი, რომ ჩემს ბოლო აღსარებაშიც კი მოვინანიე, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – ეს იყო მცდელობა, გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და არა ამპარტავნობა და  ვინმესთვის თავის მოწონება. ასეთი „ხმაური” ჩემს ცხოვრებაში ძალიან ხშირია. ამის გამო ჩემი ყოველდღიურობა  ძალიან გართულდა. რთულია  ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებაც. ამდენი წელია, ეს ხალხი იტანჯება ჩემ გამო. როცა საუბრობენ დაცვაზე, რომელიც მე დამყვება – ვინმე ფიქრობს, რომ ჩემთვის, თავისუფალი ადამიანისთვის, დაცვით სიარული კომფორტულია? ვინც კარგად  მიცნობს, იცის, რომ ჩემი ცხოვრება არაფრით შეცვლილა – ისევ იქ ვცხოვრობ, სადაც ვცხოვრობდი. ისევ ისეთია ჩემი ყოველდღიურობა. როცა მიიღებ ინფორმაციას, რომ შენი ლიკვიდაცია იგეგმება, მშვიდად ვერ იცხოვრებ, ამიტომაც გამიძლიერეს დაცვა. ეს არაა სახელმწიფო დაცვა, მისი უზრუნველყოფა ხდება ჩემი გუნდის მიერ. მას შემდეგ,  რაც ციხის კადრები გავავრცელე და დავბრუნდი საქართველოში, გავიჩინე უამრავი პირადი მტერი იმ ადამიანების ახლობლების სახით, ვინც ახლა ციხეშია. დღეს საქართველოში ადამიანის მოკვლა რთული არაა. უამრავი ასეთი  მაგალითი გვაქვს ბოლო პერიოდში და წინ უფრო რთული დღეები გველის.  პოლიტიკური გეგმები კი არა, სხვა რამეებია საფიქრალი.  ამას ვამბობ იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რაც მე გამაჩნია.  ის კამპანია, რაც ჩემ წინააღმდეგაა, ჩემს გასატეხად არის მიმართული. მაგრამ,  მე ვერ გამტეხენ, არ ვარ სუსტი ადამიანი. როცა შევცდები, მონანიებაც შემიძლია და აღიარებაც.  ასე რომ ქილიკი, ხმაური, რაც ჩემ ირგვლივ დროდადრო იწყება,  ვერაფერს დამაკლებს.      

скачать dle 11.3