კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აიღო ლაშა თორდიამ 106 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი და ეყოფა თუ არა გენერალური აუდიტორის ხელფასი მის გასტუმრებას

ერთ დროს კონტროლის პალატად წოდებული, აწ კი  სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია 1980 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება 1997-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე მიიღო და მიენიჭა ბიზნესსამართალმცოდნის კვალიფიკაცია. მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო „თბილავიამშენის“ იურისტად, 2002 წელს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად დაინიშნა, 2004-ში – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სამართლებრივ ანალიტიკოსად (2008 წლამდე), ამის პარალელურად, 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტადაც იმუშავა ერთი წლის განმავლობაში. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და შემდეგი საპარლამენტო თანამდებობები გამოიცვალა: 2008-2009 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;  2009-2010-ში – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2010-2012-ში კი – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (თუმცა არ ვიცი, რა აქვთ საერთო ზემოხსენებულ საპარლამენტო კომიტეტებს); ხოლო 2012 წლის 25 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.

ლაშა თორდიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1978 წელს დაბადებული მაია ირემაშვილი და ორი შვილი: 1999 წელს დაბადებული მარიამ შანიძე და 2007 წელს დაბადებული საბა თორდია. იმხანად მათ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ ჰქონდათ. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში ლაშა თორდიამ, როგორც USAID-ის მიწის ბაზრის განვითარების პროექტის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა, 3 000 ლარი; როგორც საჯარო რეესტრის იურისტმა, 5 500,  როგორც პარლამენტის წევრმა კი, 7 თვეში, 28 750 ლარი აიღო. მაია ირემაშვილმა კი, როგორც საჯარო რეესტრის ადმინისტრაციის უფროსმა, 18 000 ლარი.

2009 წლის განმავლობაში ლაშა თორდიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 48 426 ლარი აიღო, ხოლო მაია ირემაშვილმა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ – 11 400 ლარი. 

2010 წლის განმავლობაში ლაშა თორდიას საპარლამენტო წლიურმა ხელფასმა 58 426 ლარი შეადგინა, ხოლო მაია ირემაშვილმა აწ უკვე, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსის, 15 000 ლარი.

2011 წელს ლაშა თორდიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 69 010 ლარი აიღო, მაია ირემაშვილმა, როგორც აღსრულების ბიუროს ადმინისტრაციის უფროსმა,  21 432, ხოლო, როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მრჩეველმა, 11 160 ლარი.

2012 წელს ლაშა თორდიამ კონტროლის პალატაში გადაინაცვლა, ამიტომ, როგორც პარლამენტის წევრმა, 41 970 ლარი მიიღო, როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ხუთ თვეში, 32 086 ლარი. მაია ირემაშვილის შემოსავალმა კი  შემოსავლების სამსახურში 19 835 ლარი შეადგინა.

ბ-ნი თორდიას მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. უცვლელია ოჯახის შემადგენლობა. სიახლე ისაა, რომ ლაშა თორდიას საკუთრებაა მშენებარე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 132 კვ. მ. ფართობის და ავტოფარეხი. მაია ირემაშვილს კვლავ შეუცვლია სამუშაო ადგილი და მან, როგორც ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტმა, 22 500 ლარი მიიღო, ხოლო ლაშა თორდიამ, როგორც გენერალურმა აუდიტორმა, 65 922 ლარი. 2014 წელს ლაშა თორდიამ „თი ბი სი ბანკიდან“ 106 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო. სავარაუდოდ, მისმა წლიურმა შემოსავალმა 2014 წლის განმავლობაშიც ზემოხსენებული თანხა შეადგინა.

скачать dle 11.3