კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასახლე VS რეზიდენცია

ანუ დაეტევა თუ არა ნემსის წვერზე 9 ანგელოზი

ბოლო ერთი კვირაა, დიდი სჯა-ბაასია ამტყდარი, პათოსით: დაეტევა თუ არა 9 ანგელოზი ნემსის წვერზე, ანუ სად უნდა იჯდეს პრეზიდენტი: ავლაბრის სასახლეში თუ ათონელის ქუჩაზე მისთვის სპეციალურად გარემონტებულ რეზიდენციაში?!

რეზიდენცია ათონელზე მზადაა, მაგრამ მასში შესახლების მსურველი არა და არ ჩანს. თუმცა ისტორია მეტად კეთილად და დამაიმედებლად იწყებოდა: 2013 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ პირველ ხანებში, თავდაპირველად, პრეზიდენტობის კანდიდატი და შემდეგ უკვე – პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი საპრეზიდენტო ფეხი არ იქნებოდა ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში (გარყვნილების ბუდეშიო) და შენობა ქართული განათლების სფეროს უნდა გადასცემოდა; უფრო მეტიც, სახელმწიფო კანცელარიაში სახლიდან ფეხითაც კი დადიოდა („ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად…“). მაგრამ ხანი გამოხდა და პრეზიდენტს კანცელარიის ორი ოთახი ეპატარავა, მოტივით:  უცხოური დელეგაციების მიღება სივიწროვეში უხერხულიაო, ამიტომაც ავლაბრის სასახლეს მიაშურა და მის დატოვებას არ გეგმავს (პათოსით: არ გავცვლი არათუ ათონელის რეზიდენციაზე, უკვდავების ხეზედაო!).

პრეზიდენტი გვარწმუნებს, რომ პრობლემა არა კვადრატული მეტრები, არამედ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პიროვნული დაპირისპირებაა და იქვე დასძენს, რომ მისი, როგორც მოქალაქისა და როგორც პრეზიდენტის, ვალია, იყოს დამოუკიდებელი და არავის დაემორჩილოს (ნუთუ არც იმას, რასაც თავად ჰპირდებოდა ამომრჩეველს?!).

მომყავს ციტატა: „არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში.“ ბუნებრივია, მართვადი პრეზიდენტი არ სჭირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არ განეკუთვნება ხელისუფლების არც ერთ შტოს, არ აქვს ძალაუფლება და მისი ერთადერით ფუნქცია საპარლამენტო რესპუბლიკაში არის კრიზისების განმუხტვა (ყველა სხვა დანარჩენზე პასუხისმგებელია მთავრობა). ამის გათვალისწინებით, აი, ის კი საკითხავია: ღირს თუ არა ორ რეზიდენციას შორის არჩევნის დილემად ქცევა?!

ღირს თუ არა, რაკი ორ ოთახში უცხოური დელეგაციების მიღება უხერხულია, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყანაში წელიწადში 700 ბავშვი იღუპება საკვების ნაკლებობისა და სხვა ყოფითი პირობების არქონის გამო, ისიც არანაკლებ უხერხულია, ამ ბავშვების პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დარ სასახლეში ცხოვრობდეს. – 

ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ კაბინეტის სიდიდე და სამსახურებრივი ავტომანქანა ხშირად გამხდარა (დაწყებული დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან) პარტიული განხეთქილების მიზეზი, ეჭვი მაქვს, ქართული სინამდვილისთვისაც ორგანულია ოკუპანტური ლოგიკა: „უმირატ ტაკ ს მუზიკოი, ჟიტ ტაკ ვო დვორცე“ და განა მხოლოდ პრეზიდენტთან მიმართებაში?! 

скачать dle 11.3