კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სულ ზევით, ზევით“

დეპუტატებად დარჩნენ მარად

გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ეწვია, რომ შესაბამისი კომიტეტისთვის თავისი სფეროს სიახლეები გაეცნო, თუმცა სხდომას უმცირესობის წარმომადგენლები არ დასწრებიანQ (ეჭვი მაქვს C ჰეპატიტის პროგრამას ვერ ინელებენ), თუ არ ჩავთვლით ბ-ნ წერეთელს, ოღონდ ისე მოხდა, რომ ამ უკანასკნელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. – 

კერძოდ, ბ-ნი გიგი წერეთელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნ ხუნდაძეს, სადაც ის ამბობდა, რომ ქვეყანაში ნარკომანთა რაოდენობა შემცირდა. უმცირესოელი დეპუტატის გულმა ეს ინფორმაცია ვერ აიტანა, რადგან, მისი აზრით, ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებლები კი არ შემცირდნენ, ახლა სხვა ნარკოტიკს მოიხმარენ (ცნობისთვის: თუ ნარკოტიკული საშუალება არ არის კანონით აკრძალული, მის მომხმარებელს ვერ დასჯი, ვერც სტატისტიკურ მონაცემად გამოიყენებ).

ხოლო, ვინაიდან უმრავლესოელი კოლეგები ვერ დაარწმუნა საკუთარ ლოგიკაში, პროტესტი სხდომის დატოვებით დააგვირგვინა, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ბოლო ფრაზა იყო: შემდგომ პარლამენტში თქვენ ადგილას ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ისხდებიანო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, მათ შორის, სახელდობრ, ბ-ნი გიგი წერეთელი, მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდა, სულ ხელისუფლებაშია (თვით ედუარდ შევარდნაძის დროს თბილისის ვიცე-მერის პოსტი ეკავა) და, რაც მთავარია, მისი არაერთი თანაგუნდელის კარიერულ ანგარიშზეა თუ მთლად 8-ვე არა, 6-7 მოწვევის პარლამენტის წევრობა, შეიძლება, ითქვას, რომ „ჭაბუკებად (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დეპუტატებად) დარჩნენ მარად.“  –  

скачать dle 11.3