მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ ეთანხმება ერთმანეთს ქრისტიანული სიმდაბლე და ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება?
პასუხი: „სიმდაბლე“ გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის შემჩნევასა და სხვათა წარმატების დანახვის უნარში. ხოლო საკუთარი ნაკლის დანახვა აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით მეტად ხედავს ის თავის ნაკლოვანებებს.
კითხვა: რამდენად აუცილებელია პირჯვრის გადაწერა?
პასუხი: ქრისტიანი პირჯვრის გადაწერის გარეშე, იგივეა, რაც მეომარი იარაღის გარეშე. მტერი მას იოლად დაჩაგრავს. ვინც პირჯვარს იწერს, ის უსიტყვოდ არის მაცხოვრის აღმსარებელი. ჯვრის გადასახვით მიმდინარეობს ყველა საღვთო საიდუმლოება, მითვე იკურნება სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოველი საგანი.
კითხვა: შეიძლება თუ არა ვემთხვიოთ ხატებს და დავანთოთ სანთლები ლიტურგიის დროს, თუ ამის გაკეთება წირვამდე ვერ მოვასწარით?
პასუხი: წირვის დროს ეს ქმედება არ არის დასაშვები, ხატებზე მთხვევა და სანთლების დანთება წირვა-ლოცვამდე უნდა მოასწროთ, ან მისი დასრულების შემდეგ, რათა არ დააბრკოლოთ მრევლი, რომელიც ყურადღებით უსმენს ლოცვას.
კითხვა: შეიძლება თუ არა სხეულის ზოგიერთ უხერხულ ადგილზე ზეთის ცხება მკურნალობის მიზნით?
პასუხი: სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება სამკურნალოდ ზეთის ცხება, ოღონდ მორწმუნე ადამიანისთვის.