კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

როლანი: პირად სიკეთეზე ზრუნვა სავსებით ბუნებრივია და ეს სათვალავიდან არ უნდა გამოირიცხოს. მაგრამ, თუ საზრუნავი მხოლოდ  ეს იქნა და აბუჩადაა აგდებული საზოგადოების კეთილდღეობა და ადამიანთა დაცვა, მაშინ ცხოვრება გახდება სამარცხვინო, უმნიშვნელო და პირდაპირ ვიტყვი – ბილწი.

დელაბრი: განცხრომა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, სანამ ერთ კაცს მაინც უჭირს.

დუსოლი: შვილებისთვის მშობლები წარსულია, მშობლებისთვის შვილები – მერმისი. თუ მშობლებს ყოველთვის უფრო მეტად უყვართ შვილები, ვიდრე შვილებს მშობლები, ეს სამწუხაროა. მაგრამ, ასე კი უნდა იყოს: მოიძებნება კი სადმე ისეთი ადამიანი,  იმედი მოგონებაზე ძლიერ არ უყვარდეს. 

საადი: ნასწავლი კაცის ლაპარაკი ისმინე უდიდესი ყურადღებით, თუნდაც მისი მოქმედებები მის მოძღვრებას არ შეეფერებოდეს. ადამიანმა უნდა ისწავლოს, თუნდაც ეს სწავლა კედელზედაც იყოს დაწერილი.

პასკალი: უბედურება გვინერგავს სასოწარკვეთას, სიამაყე გვინერგავს ცუდმედიდობას. განკაცება უჩვენებს კაცს თავისი უბედურების მთელ სიდიადეს, იმ საშუალების სიდიადის წყალობით, რაც საჭირო გახდა მის დასახსნელადაც.

სეგური: ფულით გატენილი ტომარა უფრო ადვილი სატარებელია, ვიდრე გლახაკის ცარიელი აბგა.

რიხტერი: ზოგიერთი ადამიანი, ვით ინდოეთის ბევრი ხე, გარეგნული ეკლიანი ნაჭუჭის ქვეშ, მალავს თავის კაცთმოყვარე გულის ფაფუკ, ძვირფას ნაყოფს.

დიდრო: მშობლებს უყვართ შვილები შფოთიანი და შემწყნარებელი სიყვარულით, რომელიც მათ აფუჭებს. არსებობს სხვანაირი სიყვარული – ყურადღებიანი და მშვიდი, რომელიც მათ პატიოსნად ხდის.

არისტოტელე: არიან ადამიანები იმდენად ძუნწები, თითქოს ემზადებიან იცხოვრონ საუკუნეები და იმდენად ბედოვლათებიც, თითქოს ხვალ ემზადებიან სასიკვდილოდ.

კომენსკი: ჭაბუკები გამუდმებით უნდა ვარჯიშობდნენ და მხოლოდ იმის შემდეგ გამოვლენ  ნამდვილი ოსტატები, თუკი სათანადო ჩვევებს შეიძენენ. მართლაც, სხვანაირად ვერ შეძლებ, თავი აარიდო შეცდომებს, თუ ხშირად არ შეიცნობ და არ გამოასწორებ ჩადენილ შეცდომებს.

მენკენი: ქორწინებაში რაც უნდა ბედნიერი იყოს ქალი, მას ყოველთვის სიამოვნებს, თუკი ვინმე სახელოვანი მამაკაცი მის ოჯახურ ბედნიერებაში ეჭვს შეიტანს.

скачать dle 11.3