ანეგდოტები
შავი პრინცის ანეკდოტები
ქუთაისურ ქორწილში ჭიჭიკიამ უყურა გოგონას ცეკვას, ბოლოს მივიდა და უთხრა:
– უკაცრავად, გოგონა, თქვენ ცეკვავთ?
– დიახ... – დაიმორცხვა გოგომ.
– ააა, მე მეგონა, კენჭის გავლა გქონდათ.
***
ვაკელი რიონში ბანაობას გადაწყვეტს. უცებ მიხვდა, რომ იხრჩობა და დაიწყო კივილი განწირული ხმით:
– ვაიმეეე..…არ არსებობსსსსსს..
***
მიხოს მამა მოუკვდება. ფული არ აქვს და მეორადებში უყიდის შარვალ-კოსტუმს. გავიდა დასაფლავებიდან ორი კვირა და მეზობელი შეხვდა გზაზე:
– რა გჭირს, მიხო, თვალები რატომ გაქვს ჩაშავებული?
– რა დამაძინებს, მამაძაღლი! ორი კვირაა, არა მძინავს – მამაჩემი მესიზმრება: რა მიქენი, შვილო, მიშველე რამე, რაც აქ მოვედი, სულ დავრბივარ, დავიქანცე – ვიღაც ინგლისელი კაცი დამდევს, გაიხადე და მაიტა ჩემი შარვალ-კოსტუმიო.
***
სვანი განათხოვარ ქალს მოიყვანს ცოლად და მარტო წავა საქორწინო მოგზაურობაში – შენ უკვე იყავიო.
ნიკა გრიგოლიას ანეკდოტები
ინტრიგანი შედის მუზეუმში და წარბშეკრული კითხულობს:
– ამ სურათზე ვინაა გამოსახული?
– ამ სურათზე აკაკი წერეთელია.
– ამ სურათზე?
– აქ ილია ჭავჭავაძე.
– და, ეს სირი ვინ არის?
– ბატონო, თქვენ სარკეში იყურებით.
***
გურულს ეკითხებიან:
– შენი მეზობელი რომ არის, ჟორია, რავარი კაცია?
– მაი არ მკითხოთ, ძამა, იმფერი მაკვარანცხია, ხელს რომ ჩამოგართუმს, თითები უნდა გადათვალო, რომელიმე ხომ არ აგწაპნა!
***
ძმაკაცი ეუბნება კახელ ძმაკაცს:
– ბიჭო, რატომ ხარ ეგეთი შავი?
– რავი, დედამ მითხრა, შენზე ორსულად რომ ვიყავი, ზანგი გამომეკიდაო.
– კი არ გამოეკიდა, დაწევია, ბიჭო.
***
ძველი ბიჭი ეუბნება გოგოს, რომელიც მასზეა შეყვარებული:
– ძალიან ჰგავხარ მამაშენს.
– რითი?
– აი, ხასიათით, თვალებით, მკერდით.
– იდიოტო, სად აქვს მამაჩემს მკერდი?
– მეც მაგას ვგულისხმობ.
***
გოგონა მივა ეკლესიაში და მამაოს ეკითხება:
– მამაო, რა ვქნა, მირჩიეთ. გამაუპატიურეს.
– შვილო ჩემო, გაწურე ხუთი ლიმონი და წვენი უშაქროდ დალიე.
– და, ისევ ქალიშვილი გავხდები?
– არა, მაგრამ სახიდან ნეტარება მოგშორდება.