კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემი ბიძაშვილი მთვრალ მდგომარეობაში დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. უფლებამოსილმა პირმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ ამ ოქმის მოქმედება აითვლება სამართალდამრღვევის გამოფხიზლების მომენტიდან. სწორია თუ არა  მათი მოქმედება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების - თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების შეჩერების - წლებით ან თვეებით. რაც შეეხება ვადის ათვლის დაწყებას, ათვლა დაიწყება არა გამოფხიზლების, არამედ ადმინისტრაციული სახდელის დადების მომენტიდან.

კითხვა: ჩემს ყოფილ მეუღლესთან დავქორწინდი 19 წლის ასაკში, როცა მე სტუდენტი ვიყავი, მეუღლე კი მუშაობდა საკმაოდ პრესტიჟულ სამსახურში და ჰქონდა დიდი ხელფასი. იმ პერიოდში კრედიტით შევიძინეთ ბინა პრესტიჟულ უბანში. ამჟამად კრედიტი დაფარული გვაქვს, ჩვენ კი განვქორწინდით. ვარ თუ არა ამ სახლის თანამესაკუთრე და მეკუთვნის თუ არა წილი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თანასაკუთრებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. შესაბამისად, თქვენი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ბინა ითვლება თქვენს თანასაკუთრებად და მასზე თანაბარი წილი გეკუთვნით.

კითხვა: მამის განცხადებით, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია დედამ სადავოდ გახადა, რადგან არ მოსწონს ბავშვის სახელი. აქვს თუ არა დედას ამის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად, საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება რაიმე სახის დისკრიმინაცია. შესაბამისად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ, თანაბარი მოვალეობანი. მათ შორის, შვილების აღზრდის, სახელების შერჩევისა და სხვა საოჯახო საკითხებს, მეუღლეები ერთად წყვეტენ. თუ ეს უფლება შელახულია, რა თქმა უნდა, მეუღლეს უფლება აქვს, იდავოს მოცემულ საკითხზე.

კითხვა: ვცხოვრობ აეროდრომის მიმდებარედ. მყავს მეზობელი, რომელიც ხშირად სვამს. როცა ნასვამია, თვითმფრინავისა და ვერტმფრენების ხმაურზე გამოდის აივანზე და მათი მიმართულებით სანადირო თოფით ისვრის. უნდა აღინიშნოს, რომ თოფი რეგისტრირებული აქვს. არღვევს თუ არა ჩემი მეზობელი კანონს და თუ არღვევს, რა სასჯელი დაეკისრება მას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თქვენი მეზობლის ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ცეცხლსასროლი იარაღით სროლა დასახლებულ პუნქტებსა და იმ ადგილებში, სადაც საამისოდ არ არის გამოყოფილი ადგილები. თუმცა, გამოყოფილ ადგილებშიც იკრძალება, თუ დადგენილი წესი დაირღვა. ის გამოიწვევს ადმინისტრაციული სახის ჯარიმას შრომის ანაზღაურებით ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უიმისოდ.

скачать dle 11.3