კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავანეიტრალოთ არასასურველი აურა სახლში და რატომ იკრძალება დახურულ სივრცეში სტვენა, 40 წლის აღნიშვნა და ფოტოსურათის დახევა

მერწმუნეთ, იმ დროში ვცხოვრობთ, როცა სასწაულების ნამდვილად უნდა ვირწმუნოთ. ირგვლივ უამრავი ამოუცნობი და ამოუხსნელი ფაქტი ხდება და, თუ პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკაში ჩახედული არ ხართ, ვერ მიხვდებით, რა ხდება თქვენს თავს. ბევრი ვერ ხვდება, უეცრად რატომ ეცვლება გუნება-განწყობა, უმიზეზოდ იწყებს სკანდალს ოჯახის წევრებთან, ერთი ხელის მოსმით ანგრევს წლებით შექმნილ ურთიერთობასა და ოჯახს და ასე შემდეგ. ამ დროს ჯანმრთელობაც სერიოზულად ზიანდება და ნერვული აშლილობა უძილობის, დეპრესიისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება. სწორედ ამ საკითხების განმარტება ვთხოვეთ გამოცდილ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნარგიზას, რომელმაც, საკმაოდ საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა.

– ქალბატონო ნარგიზა, სტატისტიკურად, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ცოლქმრული კონფლიქტები, ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობა და გაუგებრობები. რისი ბრალია ეს ყოველივე?

– გეთანხმებით, ამ სტატისტიკის შესახებ მეც მსმენია და ძალიან მწყდება გული. არადა, ოჯახი ჩვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ადგილი უნდა იყოს; იქ უნდა ვისვენებდეთ და არა ვიძაბებოდეთ. თუ სახლში არასასურველი აურა ტრიალებს, ეს გენეტიკურადაც გადადის და მომავალი თაობაც ამ უხილავი „დაავადებით” ავადდება. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ენერგეტიკულად სუსტი ადამიანი  ვერ ახერხებს უარყოფითი ემოციებისა და განცდებისგან „დაცლას” სახლის გარეთ, შეაქვს ის სახლში და იქ იცლება. ეს უარყოფითი ენერგია კი სახლში იბუდებს, გროვდება და, საბოლოო ჯამში, საცხოვრებლის დაავადებას იწვევს; ის, თავის მხრივ, მოქმედებს იქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე და კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას და იმ გაუგებრობებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება, რაც ბევრ ოჯახშია. ამის თავიდან აცილება კი შესაძლებელია, თუ ადამიანი ისწავლის საკუთარი ემოციებისა და განცდების მართვას; ასევე, იმ რეაქციებსა და ენერგიებზე მოქმედებას, რომელიც მისკენ მოემართება მეორე ადამიანისგან. 

– და, მაინც, თუ ვგრძნობთ, რომ სამსახურში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილას ჩვენ მიმართ აგრესია მოდის და თავს ვერ ვიკავებთ, რადგან ვგრძნობთ, რომ საპასუხო რეაქცია ყელში გვაწვება, ან, ვითმენთ და სახლში მისული ვიყრით ჯავრს ოჯახის წევრებზე, ასეთ შემთხვევაში რა არის გამოსავალი? 

– თუ სამსახურში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილას თქვენკენ აგრესია წამოვიდა და იგრძენით, რომ ეს აგრესია შიგნიდან გაწვებათ, ქვეცნობიერად ხდებით მომართული იმისკენ, რომ ვინმეს დაეტაკოთ და ეს უარყოფითი ემოცია მისკენ მიმართოთ ხმამაღალი კამათით, ემოციითა და კონფლიქტით – ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთელი დღის განმავლობაში ამ ნეგატიური მუხტის მიღების შემდეგ კი სახლში ბრუნდებით, იქ ოჯახის წევრები გხვდებიან და თქვენც მათზე ხარჯავთ ამ ენერგიას. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ ენერგეტიკულად გადაძაბული ხართ უარყოფითი ემოციით, სახლში შესვლისთანავე დაანთეთ იისფერი სანთლები – მათი კვამლი კონფლიქტისა და ჩხუბის გამომწვევ საშიშ ვირუსებს მთლიანად ანადგურებს; თქვენ კი, აგრესიისა და კონფლიქტებისგან რომ დაიცვათ თავი, ტანსაცმელზე ეგრეთ წოდებული „ბულავკა“ მიიბნიეთ და ისე იარეთ. ნებისმიერი ადამიანი გარკვეული კარმით ანუ პროგრამით იბადება ამქვეყნად. ყველას აქვს თავისი სულიერი ენერგიის გარკვეული მარაგი, რომელსაც საკუთარი კარმული ამოცანისთვის იყენებს. ასეთი ენერგიის ნაწილი იხარჯება ოჯახის შექმნაზე, სიყვარულზე, პროფესიონალურ საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ანუ, ის ადამიანის თითქმის ყველა სფეროზე ნაწილდება; პროპორციები კი, რომლის მიხედვითაც ენერგია ნაწილდება სხვადასხვა სფეროზე, ინდივიდუალურია და ის ემორჩილება საერთო კანონებს. ასე იწერება სულის მომავალი ცხოვრების სცენარი, რომელშიც მხოლოდ განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი მომენტებია დაფიქსირებული. ამიტომ, ამ კარმას უნდა გაუფრთხილდეთ და დაიცვათ გარე კონფლიქტებისა და აგრესიისგან.

– გამიგია, რომ არ ვარგა საათის გაჩუქება, 40 წლის იუბილის აღნიშვნა, ფოტოების დახევა, მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა და ასე შემდეგ. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ეს ადამიანის კარმას საგრძნობლად აზიანებსო. მართალია?

– რაც შეეხება საათის გაჩუქების შესახებ აზრს, ეს შეხედულება ჩინეთში წარმოიშვა, სადაც მიაჩნიათ, რომ საათის ჩუქება დაკრძალვაზე დაპატიჟებას ნიშნავს. საათი, ანუ დროის მაჩვენებელი ნივთი, შეიძლება, სიკვდილის ათვლის წერტილად იქცეს ან მეგობრები დააშოროს ერთმანეთს. თუ საჩუქრად საათი მიიღეთ და მჩუქებელმა ამის შესახებ არ იცის, სანაცვლოდ მას ხურდა ფული მიეცით – ამგვარად, გამოვა, რომ თქვენ საათი კი არ გაჩუქეს, არამედ, შეიძინეთ.  ასევე, წინაპრებისგან ვიცით, რომ 40 წლის იუბილის აღნიშვნა არ შეიძლება, განსაკუთრებით – მამაკაცებისთვის, რადგან ციფრი 40 სიკვდილთან ასოცირდება. ჩვენ გარდაცვლილისთვის მე-40 დღის აღნიშვნა ვიცით. ამიტომ, მიჩნეულია, რომ, ვინც იუბილის 40 წლისთავს აღნიშნავს, ის პატივს არ სცემს გარდაცვლილებს და საკუთარ თავს უბედურებებისთვის წირავს. ის, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გატანა არ შეიძლება, ასევე საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული მოსაზრებაა და კეთილ და ბოროტ სულებს უკავშირდება. თუ გსურთ, სახლში კეთილი სულები შემოვიდნენ, მათ დასახვედრად ყოველივე უწმინდური, ამ შემთხვევაში – ნაგავი, მზის ჩასვლამდე უნდა გაიტანოთ. ვინც ვერ მოასწრო, ჯობია, ნაგავი მეორე დილით გაიტანოს. რაც შეეხება ფოტოს დახევას, ახლა ფოტსურათებს იშვიათად ბეჭდავენ, მაგრამ, მაინც გაითვალისწინეთ, რომ მათი დახევა ავადმყოფობასა და უბედურებას მოასწავებს, რადგან, ძველად მიაჩნდათ, რომ ფოტოში ადამიანის აურა იყო დაფიქსირებული, მისი დახევით კი ირღვეოდა აურა და, ადამიანს რაღაც უბედურება დაემართებოდა. ფოტოს დაწვა ამ შემთხვევაში უპრიანია – აურა არ ზიანდება. 

– დახურულ სივრცეში სტვენა რატომ იკრძალება?

–  არ გაგიგონიათ? – ნუ უსტვენ, ბარაქას გაფლანგავო. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სტვენა სიმყუდროვის დარღვევად ითვლება, თანამედროვე კულტურაში – ცუდ ტონად, ძველად კი მიაჩნდათ, რომ სტვენით ადამიანი თავს რაღაც უბედურებას დამართებდა; თუმცა, თუ ადამიანი მთელი დღე უსტვენს და არაფერს აკეთებს, არც ფული ექნება. ამიტომ, სტვენას შრომა ჯობია და ეს მინიშნებაც, შესაძლოა, ამიტომ გაჩნდა.

скачать dle 11.3