კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით განსხვავდება ქართული პოლიეთილენის მილები და რატომ სჯობია ის თურქეთში წარმოებულს

ქართული წარმოება რომ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის მშენებლობის ქვაკუთხედია, ამაზე ცალსახად თანხმდებიან ეკონომისტები და ექსპერტები.   შპს „პოლიმერი 1” ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლით, სწორედ  ეროვნულ წარმოებას უწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, ერთგვარი „ნოუ ჰაუ” ქართულ სინამდვილეში – პოლიეთილენის მილების წარმოება სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სისტემებისთვის აღნიშნულმა საწარმომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დანერგა საქართველოში და დღეს ის ხარისხით ტოლს არ უდებს ევროპულ ანალოგიურ პროდუქციას. როგორ ჩამოყალიბდა კომპანია, განვითარების რა გზა განვლო მან, რატომაა მისი პროდუქცია თურქულ  მილებზე ბევრად ხარისხიანი და რატომ მიიღო მან „აისოს” სერტიფიკატი, ამ საკითხების ირგვლივ შპს „პოლიმერი 1-ის” დამფუძნებელს, ბატონ ამირან ადეიშვილს გავესაუბრეთ:

– ბატონო ამირან,  მოგვიყევით, როდიდან დაიწყო ფუნქციონირება თქვენმა საწარმომ?

– ჩვენ 1982 წლიდან დავიწყეთ ფუნქციონირება, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის პირობებში, სსრკ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ქიმიზაციის ცენტრალურ  საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს მოსკოვის ფილიალს წარმოვადგენდით. მოგვიანებით გაუჩნდათ იდეა, რომ ლიმონის სასათბურე პირობებში მოყვანა მასშტაბურად დაეწყოთ საქართველოში და ამისთვის სათბურის პროექტები უნდა შეგვეთავაზებინა. მახსოვს, თავად მიხეილ გორბაჩოვი იყო ჩამოსული გაგრაში, სადაც მოეწყო გამოფენა და ჩვენს მიერ წარდგენილმა პოლიეთილენის  კონსტრუქციებით შექმნილმა  სათბურის პროექტმა, ის დააინტერესა და ასე „აგვინთეს მწვანე”.  თუმცა, საბჭოთა კავშირმა დიდხანს ვერ გასტანა, სასათბურე ლიმონის იდეამაც. სამაგიეროდ, შეგვრჩა მცირე დიამეტრის პოლიეთილენის მილებისა და პოლიეთილენის ფირის წარმოება. ეს ტექნიკა-დანადგარები, ფაქტობრივად, საბჭოთა რეჟიმის მსხვრევის პერიოდში, უსასყიდლოდ გადმოგვეცა. თუმცა, დრო პროგრესს ითხოვდა და 1995 წლიდან ჩამოვყალიბდით, როგორც  შპს „პოლიმერი.” შევქმენით ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საწარმო.  2009 წელს შპს „პოლიმერის” ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „პოლიმერი 1”. მოხდა წარმოების მთლიანი გადაიარაღება, 4 ერთეული სხვადასხვა დიამეტრის პლასტმასის მილების დამამზადებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უცხოური დანადგარებით. აღნიშნული დანადგარებით ჩვენ ვაწარმოებთ სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური ქსელებისთვის მაღალ წნევებზე მომუშავე  24 დასახელების (დ-20 მმ-დან დ-630 მმ-ის ჩათვლით) პოლიეთილენის მილებს. დღეს ჩვენ მიერ წარმოებული მილები გამოიყენება საქართველოს  სხვადასხვა ქალაქის,  რაიონისა და სოფლის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემებში, ასევე „სოკარ ჯორჯია” გაზის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიებისა და რაიონული მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ცენტრალური გაზსადენების ქსელების მშენებლობაში. ვინაიდან ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, სურვილი გაგვიჩნდა, მიგვეღო ხარისხის შესაბამისობის (ISO) სერტიფიკატი,  რომელიც სათანადო ორგანიზაციების მიერ ჩვენს ქარხანაზე ხანგრძლივი დაკვირვებებისა და კონტროლის შემდეგ მოგვენიჭა 2013 წელს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პიონერები ვართ ამ დარგში არათუ ამიერკავკასიის მასშტაბით, არამედ უფრო შორი არეალითაც – თურქეთში  30 წლის წინათ არ იყო აღორძინებული ეს დარგი.

– ბატონო ამირან, რამდენად ხარისხიანია თქვენთან  წარმოებული  მილები და რატომ არის სხვაობა ფასში თურქულთან შედარებით?

– თურქეთში არსებობს რამდენიმე ანალოგიური ქარხანა. ამ ქარხნებიდან ზოგი უშვებს ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ ეს პროდუქცია ჩვენს ბაზარზე იშვიათად შემოდის, რადგან ფასებიც ადეკვატურია, რომელი ფასებითაც ჩვენ ვერ გაგვიწევენ კონკურენციას. მე ძირითადად საუბარი მექნება იმ ქარხნებზე, რომლებიც დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ და იმითაა გაჯერებული საქართველოს ბაზარი. ჩვენი  წარმოებული მილები ტოლს არ უდებს ევროპულ ხარისხს. ის გამოცდილი, აპრობირებული და ექსპლუატაციის ათეული წლების გარანტია აქვს, განსხვავებით საქართველოში შემოტანილი თურქული წარმოების ამავე სახეობის მილებისგან, რომელთა ფასი დაბალია და შესაბამისად, დაბალია ხარისხიც. მეტიც, მინდა აღვნიშნო, რომ იყო შემთხვევები, თურქული მილებით წარმოებული მილსადენების ხელახალი გაკეთებაც კი დადგა დღის წესრიგში, იმდენად ცუდი იყო შედეგები. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქარხანა და თურქული ანალოგიური ქარხნები ერთსა და იმავე ევროპული და აზიური საწარმოებიდან ვიძენთ პოლიეთილენის გრანულებს ერთი და იმავე ფასად. ადგილზე ნაწარმოებ პროდუქციაზე უფრო ნაკლებ ფასს რომ დაადებს  თურქული მხარე იმპორტირებულ პროდუქციაზე, თანაც ადგილზე შემოტანით, ბუნებრივია, იქ ხარისხის დაბალ კატეგორიასთან გვაქვს საქმე. მსმენია, რომ რაღაც მეორად მასალებსა და მინარევებზეცაა საუბარი, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება. 

 ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ჩვენ ხომ პროდუქციას ჩვენივე ქვეყნისთვის ვაწარმოებთ. ამ მილებით მოწოდებული სასმელი წყლითა და ბუნებრივი აირით უნდა ისარგებლოს ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა. ეს სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება ჩვენი მხრიდან. თუმცა, მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია: დაბალი ფასი და უხარისხო პროდუქცია, თუ ქართული წარმოების პროდუქცია, დამზადებული მაღალი ხარისხის მასალისგან შესაბამისი ტექნოლოგიებითა და 50-წლიანი გარანტიით.  ჩვენი ქარხნის წლიურმა ბრუნვამ 2014 წლისთვის შეადგინა 12 500 000 ლარი, საიდანაც ბიუჯეტში ჩავრიცხეთ 2 400 000 ლარი. რომ არა საქართველოს ბაზარზე შემოტანილი გაზისა და სასმელი წყლის უხარისხო პოლიეთილენის მილები, ჩვენი წარმოება დაიტვირთებოდა მთელი სიმძლავრით და ვაწარმოებდით 50 000 000 ლარის პროდუქციას, საიდანაც ბიუჯეტში შევიდოდა შესაბამისი თანხაც.

– ბატონო ამირან, საწარმოში რამდენი ადამიანია დასაქმებული?

– 60 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ფაქტობრივად, საწარმო მთლიანად ავტომატიზებულ მართვაზეა. თუმცა, ბუნებრივია, ადამიანურ რესურსებს  პატივს ვცემთ და მათ თავიანთი საქმე აქვთ საწარმოში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ უფრო მეტად უნდა მოხდეს ქართული, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ხარისხიან, ადგილობრივ წარმოებას.  როცა ქვეყანაში გვაქვს კონკრეტული პროდუქციის, ამ შემთხვევაში, პოლიეთილენის მილების მწარმოებელი საწარმო სრული ტექნოლოგიური ციკლითა და ხარისხის გარანტიით,  უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე ფასების კონტროლი უნდა მოქმედებდეს. ჩვენ გათავისებული გვაქვს, რომ ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ და შესაბამისად, ესეც ეკონომიკის მშენებლობის საკვანძო საკითხია. ამიტომაც, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით პროდუქციის ხარისხს. 

скачать dle 11.3