კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ექსპერიმენტებზე მიჰყვებიან გოგასუსს მერსი სულხანიშვილი, ნინი ბადურაშვილი და თიკო სადუნიშვილი და რატომ გახდნენ თბილისში ყველაზე სიმპათიური ბიჭები მისი კლიენტები

„ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა. ჩემთვის შუალედი არ არსებობს: ან მინდა, ან არ მინდა; ან მომწონს, ან არ მომწონს; ან მიყვარს, ან არ მიყვარს. ჩემი საქმე რომ არ მეკეთებინა, სხვა პროფესიაშიც წამყვან პოზიციაზე ვიქნებოდი, რადგან, როცა რაღაცას აკეთებ, კარგად უნდა აკეთო და ბოლომდე მიიყვანო“... – ეს სიტყვები სტილისტ-მოდელიერ გოგასუსს ეკუთვნის, რომლის ვირტუოზ ხელებს არაერთი ცნობილი ადამიანი გაულამაზებია. ის ყველაზე თამამ ექსპერიმენტზეც ადვილად ითანხმებს კლიენტებს. მისი ოსტატობის მიმართ თითქმის ვერცერთი ქალი ვერ რჩება გულგრილი, ისევე, როგორც ბევრი მამაკაცი, განსაკუთრებით კი – სპორტსმენები. ის მუდმივად ძიების, სწავლის პროცესშია და, ამიტომაც, მთელ მსოფლიოში ცნობილ წამყვან აკადემიებში კიდევ უფრო იღრმავებს ცოდნას. გოგა, იგივე გოგასუსი, იმდენად პოზიტიური ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია, რომ შეხვედრისთანავე ანდობ საკუთარ თავს, თმას და, ზუსტად იცი – ისეთ სტილს შეგირჩევს, რომელიც აუცილებლად მოგიხდება... 

გოგასუსი: ბავშვობაში, აბაზანაში რომ  შევიდოდი, იქიდან გამოსულს სასწაული მჭირდა თავზე: რაღაცას მოვიპარსავდი, რაღაცას დავიტოვებდი. დედაჩემმა იცოდა, რომ გიჟი ვიყავი. სხვათა შორის მას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და სამედიცინოზე ჩამაბარებინა. ჩავაბარე და დავამთავრე, თან, საუკეთესო ნიშნებზე, განა იმიტომ, რომ მიყვარდა, უბრალოდ, რასაც აკეთებ, ვფიქრობ, ის ბოლომდე უნდა გააკეთო. სამედიცინოზე სწავლის პარალელურად პარიკმახერობას ვსწავლობდი „ველას“ ცენტრში: დილით ინსტიტუტში ვიყავი, საღამოს – იქ. სახლში არაფერი იცოდნენ, სანამ მუშაობა არ დავიწყე, არც კი გაუგიათ. ისე კარგად ვსწავლობდი, რომ, პირველი ვიყავი, ვისაც კლიენტები მისცეს და მუშაობა დააწყებინეს. ჩემი პირველი კლინტები ვინც იყვნენ,  დღემდე ჩემთან დადიან. არადა, თავიდან ფენი ძლივს  მეჭირა ხელში, თავში ვურტყამდი და საშინელებებს ვაკეთებდი – რაც ვიცოდი, იმას კი არა, რაღაცეებს ვიგონებდი და, არ ვიცი, ეს რამდენად გამომდიოდა.

– როგორც ვიცი, დღემდე სწავლობ და შენს პროფესიაში სიახლეებს ეუფლები.

– საქართველოში ჩემს სფეროში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტი აქვს ამ საქმეში ნასწავლი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვტიპობ ან საკუთარ თავს ვუსვამ ხაზს, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ, რა სფეროშიც არ უნდა ტრიალებდე, სიახლეები აუცილებლად უნდა ისწავლო, უფრო მეტად უნდა განვითარდე. ამიტომაც  ვსწავლობ ძალიან ბევრ რამეს. კიდევ რომ მივდივარ რომელიმე ქვეყანაში, მეუბნებიან: გოგა, ისევ შენ ხარო? უცხოეთში ბევრი მცნობს. ჩვენს სფეროში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ვინც არიან, ყველასთან ვმეგობრობ. ბევრ ცნობილ წამყვან აკადემიაში ვსწავლობდი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მოხვედრას მთელი ამბები უნდა: გამოცდილება, სტაჟი, კოლექციები... ბოლოს და ბოლოს შენს სახელს რომ ჩაწერენ „გუგლში,“ ერთი ფოტოც მაინც უნდა ამოვარდეს... გარდა ამისა, ვარ „ლორეალის“ ტექნოლოგი. „ლორეალი“ მულტიბრენდული კომპანიაა, აქვს საღებავები და ერთ-ერთის ტექნოლოგი ვარ. ვასწავლი ყველაფერს ამ ბრენდის შესახებ, მის გამოყენებას. მანამდე სხვა ბრენდების ტექნოლოგი ვიყავი. ახლა ახალი ბრენდი შემოდის საქართველოში, არის შემოთავაზება, რომ მათთან ვიმუშაო და, ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, გავხსენი ახალი სალონი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ბევრი ძიების შემდეგ გადავწყვიტე, გამეკეთებინა სალონი „პენთჰაუზში“, ბოლო სართულზე, თავისი ვერანდით. ვიპოვე ადგილი და უკვე გადავედი. იქ იქნება აბსოლუტურად ყველაფერი: იოგა, სოლარიუმი...

– მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი ქართული ელიტა, შენი კლიენტია, მათთან ალბათ, გაქვს გარკვეული მოთხოვნები. 

– ვფიქრობ, ჩემი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი ის არის, რომ ყოველთვის ვიცი, ვინ მინდა, რომ იაროს ჩემს სალონში – მთელი ცხოვრება ვარჩევ მათ. მაქვს რაღაც კრიტერიუმები და ის ყველა ადამიანთან ინდივიდუალურია. ჩემთან დადიან მხოლოდ ჩემთვის ნარჩევი და საუკეთესო ადამიანები, ისინი, ვინც მე მინდა. ყველა, ვინც ჩემს სალონში დადის, ძალიან მაგარია და, ვინც არ დადის და მინდა, რომ იაროს, ისინიც აუცილებლად მოვლენ. ჩემთან მოსული კლიენტი არასდროს მეუბნება: ასე მინდა, ეს მინდა. რომ მოდის, ვინც არ უნდა იყოს ის (და მათ შორის მთავრობის წევრებიც არიან), არასდროს აქვს პრეტენზია –  ჩემს სკამზე რომ დაჯდება, ყველანაირად მენდობა. ჩემთან პრეტენზიას გამოთქვამენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და თავის დამკვიდრებას ცდილობენ. როცა ვიღაცის მიღება არ მინდა და მაინც მივიღებ, თან, ზუსტად ვიცი, რატომ არ უნდა მივიღო, მერე ის ამას აუცილებლად დაამტკიცებს – უკმაყოფილობას გამოხატავს სადღაც.

– მთავრობიდან ვინ დადის შენთან?

– წინა მთავრობიდან აბსოლუტურად ყველა დადიოდა; ახლა, ვინც საქართველოშია დარჩენილი, ისინი დადიან. ახალი მთავრობიდან ჯერ არ მოსულან, მაგრამ, მალე მომაგნებენ, ძიების პროცესში არიან. თბილისელი ვინც არის ახალ მთავრობაში, ისინი მანამდეც დადიოდნენ ჩემთან. 

– უცხოეთიდანაც ხშირად გქონია შემოთავაზებები, თუმცა, არ მიდიხარ. 

– სულ მაქვს შემოთავაზებები: წამოდი, ჩამოდიო, – ყიდულობენ ჩემგან ჩემს თავს. „მერსედეს ბენცის” „ფეშენ-ვიქიდან“ მქონდა ცოტა ხნის წინ შემოთავაზება, მაგრამ, არ წავედი. რომ ავდგე, დავიხურო ქუდი და წავიდე, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ვიქნები ისე, როგორც აქ ვარ, მაგრამ, საქართველოს ერთი რამ აქვს – ვერ მიდიხარ აქედან. თუმცა, სამოგზაუროდ და სასწავლებლად სულ დავდივარ. 

– შენ ბევრ პროექტს აკეთებ, მათ შორის საკმაოდ საინტერესო Hair Show-ებს, ჩემპიონატებში მონაწილეობ.

– ახლაც მინდა, რაღაც გავაკეთო. რასაც ნამდვილი პროფესიონალი უნდა აკეთებდეს, ყველაფერს ვაკეთებ. შემიძლია, ბევრად მეტი შემოსავალი მქონდეს, ვიდრე მაქვს, საკუთარი თავის განვითარებას, სწავლას ძალიან დიდ დროს რომ არ ვუთმობდე. საქართველოში თითქმის ყველა ჩემპონატში მაქვს მონაწილეობა მიღებული, უცხოეთშიც ვიყავი რამდენიმეზე და, სასწაულია, სულ სხვა განზომილებაა. ჩემს სფეროში მომუშავე ადამიანმა, რომელიც არ ყოფილა ამ ჩემპიონატზე, უნდა ჩათვალოს, რომ არ უცხოვრია. 

– ცნობილი ადამიანები ადვილად თანხმდებიან შენს თამამ ექსპერიმენტებზე? 

– მაგალითად, მერსი აბსოლუტურად ჩემი პროექტია. მოვიდა გოგო ნატურალური, გრძელი, შეუღებავი თმით. მე შევთავაზე – ეს გეგმა მაქვს შენთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრა: გააკეთე, რაც გინდაო. მას მერე მერსის იმიჯები ყველას ახსოვს. ასეთი იყო თიკო სადუნიშვილი „თბილისი ლაივის“ პერიოდში. ნინი ბადურაშვილი მოვიდა გრძელი, ლამაზი თმით და შევჭერი კარე, გავუღიავე და ძალიან მოეწონა. საქართველოში ბიჭს რომ რაღაც გაუკეთო თავზე, ძალიან რთულია: „პიჟონური არ მინდა, ხალხი რას იტყვის”... მასა ხომ თავგადაპარსულია, ერთი შტამპით არიან გაკეთებულები, მაგრამ, ჩემი ბიჭების ვარცხნილობა ძალიან განსხვავებულია. თბილისში რომ კარგი ბიჭები არიან, ყველა გოგო რომ მათზე ეცემა, „ფეისბუქში“ რომ დევს მათი ფოტოები „ყველაზე სიმპათიურებში“, ყველა ეს ბიჭი ჩემი კლიენტია, სასწაული ვარცხნილობებით. იცი, რა მომწონს? რომ მოდიან და მეუბნებიან: გოგა, რამე გამიკეთე ისეთი, შენ რომ მოგწონს. ჩემი ფეხბურთელები ყველა მნიშვნელოვანი თამაშის წინ მოდიან და თმას იყენებენ.

– და, მთელი ელიტა, ცნობილი სახეები ყველა საიდუმლოს გიყვებიან?

– მათი „მამაო“ ვარ. ადამიანი ეკლესიაში აღსარებას რომ აბარებს მამაოს, იგივე ხდება სალონში: აბსოლუტურად ყველაფერს უყვებიან თავიანთ სტილისტს. ზოგჯერ ვფიქრობ: ღმერთო, რამდენი მეგაბაიტი მეხსიერება მაქვს ამ ტვინში, ამდენ რამეს რომ იტევს-მეთქი. 

– თავად ვინ გჭრის თმას? 

– თავად ვიჭრი და, სადაც ვერ ვხედავ, ჩემი თანამშრომელი მართა მეხმარება. თუ არა და, ბარსელონაში ვიჭრი ლანგერასის სალონში, ერთი ბიჭია – ხოსე, მაგრად მჭრის და, კიდევ – კიევში, მეტი არსად. ოღონდ, შესაჭრელად კი არ მივიდვარ, თუ იქ ვარ, მაშინ ვიჭრი. 

скачать dle 11.3