კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია ცხოვრება ლიკა მეტრეველს და რატომ ეგონა ბავშვის დაბადება ვასო ფხაკაძეს ცრუ განგაში

ლიკა მეტრეველისა და ვასო ფხაკაძის ახლად შექმნილ ოჯახს 20 თებერვალს ყველაზე საყვარელი და ლამაზი წევრი, ნინა ფხაკაძე შეემატა. ვასო საკმაოდ ყურადღებიანი მამაა – ბავშვისთვის ხშირად ამზადებს საჭმელს, ლიკას მის დაბანასა და მოვლაში მუდმივად ეხმარება. ძალიან ლამაზი ნინაც მამის საუბარზე, მოფერებაზე უკვე ღიმილით რეაგირებს.

ლიკა მეტრეველი: ნინა 20 თებერვალს დაიბადა. დილის 7 საათზე წავედით ჩაჩავას კლინიკაში და 3-ის 15 წუთზე დაიბადა. სხვათა შორის, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. სამშობიარო ტკივილებიც არ მქონია. დილით, რომ მივხვდი, მშობიარობა მეწყებოდა, ძალიან გამიხარდა.

ვასო ფხაკაძე: გამაღვიძა: ვასო, წავიდეთო. მოიცა, იგონებ, დაწექი-მეთქი – არ დავუჯერე, რადგან მანამდე მეღადავებოდა: ვასო, დაიწყო მშობიარობა, წავიდეთო. წამოვხტებოდი, მოგატყუო.

ლიკა: რომ გავიგე, მშობიარობა მეწყებოდა, სიხარულისგან ვხტუნაობდი, რადგან ბოლო ორი კვირა სერიოზული დეპრესია მქონდა: როდის დაიბადება-მეთქი... მოლოდინი უკვე დეპრესიაში გადამდიოდა, საშინელი მომენტი იყო

ვასო: ყოღაჩი ცოლი მყავს, ექიმები გაგიჟდნენ. ყველა აღნიშნავდა, ასე ადვილად და ასე მაგრად რომ გააჩინა ბავშვი. რომ მივედით სამშობიაროში, ვუთხარი: აბა, რას აპირებთ, გვიტოვებთ თუ წავიდეთ-მეთქი. არ არის, ბატონო ვასო, ცრუ განგაში, გიტოვებთო.

ლიკა: ამის მერე ისე დაიბნა ვასო... დედაჩემი დაესწრო მშობიარობას, გმირულად გაუძლო. მშობიარობის პერიოდი სულ 40 წუთს გაგრძელდა. მარტივად დაიბადა – ნინამ უცბად მოინდომა გარეთ გამოსვლა.

ვასო: მე მანამდე ამიყვანეს სანახავად, კრუტუნებდა, არ იმჩნევდა ტკივილებს. ისეთ კარგ ოთახში იწვა. დიდი მადლობა ჩაჩავას კლინიკას და ბატონ ელგუჯას. დიდი პატივი გვცეს. მერე, დაბლა რომ ჩამოვედი, ძალიან ვნერვიულობდი, მალ-მალე ვრეკავდი. რომ გამოვიდა ზურა ექიმი: რა ხდება-მეთქი. ახლა დამიძახებენო და მართლაც ამის მერე მალევე დაიბადა ნინა. ეს ისეთი ემოციაა, ვერ აგიწერთ. 

ლიკა: ზურაბ დარახველიძე იყო ჩემი ექიმი და მისი დამსახურებით, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. 

– ორსულობაც კარგი გქონდა და მშობიარობაც. ახლა იფიქრებ სხვა შვილების გაჩენაზეც.

– კარგი ორსულობა მქონდა. ტოქსიკოზიც იყო, მაგრამ არა შემაწუხებლად. მარტივადაც ვიმშობიარე. ისედაც გადაწყვეტილი მქონდა მეორე შვილის გაჩენა, მაგრამ ახლა, უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ ერთ წელიწადში დავიწყო მეორე შვილზე ფიქრი. არ მინდა, ბავშვებს შორის დიდი შუალედი იყოს. სქესსაც უკვე აქვს მნიშვნელობა. ვეცდები, დავგეგმო, თუმცა ვნახოთ, რა იქნება – შვილი შვილია. ყველაზე საოცარი მაინც პირველი ემოციაა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში სახეს არ გვაჩვენებდა – ან ხელს იფარებდა, ან ისეთ პოზაში იყო, რომ ექოსკოპიაზე არ უჩანდა სახე. რომ დაიბადა, დამაწვინეს მკერდზე, ცალ მხარეს მხოლოდ ყური დავინახე და ყვირილი დავიწყე: ჩემნაირი ყური აქვს-მეთქი. ისეთი ბედნიერი ვიყავი... მალევე მიიღო ისეთი სახე, როგორიც ახლა აქვს. ყველას უკვირდა: როგორი დალაგებული სახე აქვსო. თავიდანვე დიდ ბავშვს ჰგავდა. 3 კილოგრამი დაიბადა და 50 სანტიმეტრი. ამანაც ხელი შეუწყო მშობიარობას, არ იყო ძალიან დიდი.

ვასო: მამის ხმაზე მაშინვე რეაგირებს – იცინის, იღიმება. 

ლიკა: ამაზე ძალიან ვეჭვიანობ. ვასოს ჰგავსო, რომ ამბობენ – ამაზე არა, რადგან ვიცი, მე მგავს. სულ ვოცნებობდი, რომ მე დამმსგავსებოდა და ისე მიხარია, ამიხდა ეს ოცნება. 

– შენც ხომ არ ეჭვიანობ?

ვასო: არა, ეს უფრო ქალებს ახასიათებთ. რა თქმა უნდა, მინდოდა დედამისს დამსგავსებოდა. თუმცა, მეც მგავს და დედამისსაც. მაგრამ თვალები მამაჩემის აქვს. მე არ მაქვს ასეთი ცისფერი თვალები.

ლიკა: მოკლედ, მე და ჩემს მამამთილს გვგავს. ვასოს თვალით, წარბით, იერით ჰგავს, მაგრამ ნაკვთები ჩემი აქვს.

ვასო: ფეხები ლიკასი აქვს. გრძელი ბავშვია, უკვე 62 სანტიმეტრია. ბავშვი რომ იბადება, თავიდან ისე ვერ ითავისებ, გავიწყდება, შვილი რომ გყავს.

ლიკა: ეს ცოტა მწყინდა. მე დაბადების წამიდან უკვე ძალიან მიყვარდა, იგივეს ვითხოვდი ვასოსგან. მაგრამ, ალბათ, მამისთვის უფრო რთული, რაღაც დრო სჭირდება და ახლა უკვე გაგიჟებულია ნინაზე. სულ ნინას კითხულობს. 

– საჭმელსაც ის უკეთებს, თუ ახლა ჩვენს დასანახად უმზადებს? 

– კი, უმზადებს. თავიდან ძალიან გარყვნა: პატარას რომ წამოიტირებს, შიაო, და ამზადებს საჭმელს – არ იტიროს ბავშვმაო. წარმომიდგენია, მერე რას იზამს, ყველა სურვილს რომ შეუსრულებს და გაცუღლუტებული ბავშვი მეყოლება. 

ვასო: საჭმელს ვუმზადებ, დოზები ვიცი უკვე. უბრალოდ, ხან ერთ საკვებზე გვყავდა, ხან – მეორეზე, სანამ არ მოვარგეთ, რა მოსწონდა. ახლა უბაყუნებს კარგად, თან, ისეთ ხმებს გამოსცემს. ხელში აყვანა და ასეთები არ გამჭირვებია. დისშვილები მყავს, მათ პამპერსებსაც ვუცვლიდი და ბევრ რამესაც ვუკეთებდი. დაბანის დროსაც ვეხმარები ლიკას, ფეხები მიჭირავს ხოლმე. შიში არც მქონია, უბრალოდ, პატარა რომ არის, ვფრთხილობ, რამე არ ეტკინოს. 

– ღამე გაძინებთ?

ლიკა: ღამე დედაჩემთან არის, ჩვენთან გადმოვიდა. დღისით დამხმარე მყავს, მაგრამ მე აქტიურად ვარ ჩართული.

ვასო: ხმის დამხშობები მაქვს და ყურებზე ვიკეთებ. ისე ვნერვიულობდი, ბავშვი რომ ტიროდა, ვერ ვისვენებდი. მაგრამ, ამაშიც ისმის და მოვიხსენი. ახლაც ვერ ვისვენებ, რომ ტირის. ძალიან ვნერვიულობ. 

ლიკა: ვეღარ სუნთქავდა. ისტერიკა ემართებოდა, ნინას ტირილი რომ ესმოდა. სირცხვილია, მაგრამ ღამით მე არ მესმის ბავშვის ტირილი. ანუ, როცა გვერდით მიწევს, რა თქმა უნდა, ვიგებ, მაგრამ, როცა თავის ოთახშია, აღარ მესმის. დედაჩემია მასთან.

ვასო: რაც მთავარია, მოვნათლეთ უკვე. არაჩვეულებრივი ნათლიები ჰყავს: მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), არქიდიაკონი დემეტრე და ჩემი და ლიკას მეგობრები. ისე კარგად მოიქცა, ჩუმად, მეუფეს წვერებში შეუყო თავი.

ლიკა: მეც დავესწარი ნათლობას, ისეთი ემოციური იყო, ვნერვიულობდი. დიდ ხუთშაბათს ვაზიარეთ ჩემი გოგო. ახლა უკვე ვეღარ წარმომიდგენია, როგორ ვცხოვრობდი ნინას გარეშე. ლექციებზე რომ ვზივარ, იქ არ ვარ, ვათვალიერებ ნინას ფოტოებს – ნეტავ, რას აკეთებს ახლა...

– ვასო, როგორია დაოჯახებული კაცის ცხოვრება?

ვასო: ძალიან კარგი. შვილი საერთოდ სულ სხვა რამ არის. მანამდე, როცა თავისუფალი დრო მქონდა, სათამაშოდ, სანადიროდ, სათევზაოდ მივდიოდით, კარვებს გავშლიდით.

ლიკა: ახლა სახლში სამუდამოდ გაშალა კარავი.

ვასო: ყველაფერი მანქანაში მიწყვია და რომ გადავხედავ ხოლმე, ვეფერები: რისთვის გიყიდე. ველოსიპედით სიარული მომენატრა, ახლა ჩემი ცოლისთვის ვიყიდი მეორეს და ერთად ვივლით ხოლმე. ადრე თუ არ გამოვრბოდი სახლში, ახლა, როგორც კი მუშაობას მოვრჩები, მაშინვე მოვდივარ, რომ ნინას ვეთამაშო, ვაბანაო.

– სახელი ერთად შეურჩიეთ?

ლიკა: ნინო ფხაკაძეა. ვასომ შერჩია ბიჭის და გოგოს სახელიც, გოგოსი გავამჟღავნეთ, ბიჭისას საიდუმლოდ შევინახავთ. მეც მომეწონა, დავთანხმდი. ნინას ვეძახით მოფერებით.

– ლიკამ, ერთ წელიწადში მეორეზე ვიწყებთ ფიქრსო და შენს რას ფიქრობ ამაზე?

ვასო: რა თქმა უნდა. ამან რამდენიც უნდა იფიქროს, ჯერ მე უნდა მკითხოს.

ლიკა: ამასაც ერთად მოვიფიქრებთ. 

скачать dle 11.3