კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფიორა თუ სასწაულებრივი განკურნების საშუალება

 რას ამბობენ  დომენტი გაგნიძის პაციენტები

ჟურნალისტ ანა თაბაგარს ბატონი დომენტის   უებარი საშუალების შესახებ ჟურნალ-გაზეთებიდან ჰქონდა გაგონილი და სიმართლე გითხრათ, ცოტათი სკეპტიკურადაც უყურებდა, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოსცადა. 

ანა თაბაგარი: კისრის არეში ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა დამიდგინდა მეტასტაზებით, საკმაოდ რთულ ფორმაში. ექიმები არცთუ სახარბიელო სურათს ხატავდნენ. ლიმფურ კვანძებში აღინიშნებოდა მეტასტაზები. ბატონი დომენტის წამლის მიღების შემდეგ,  სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ეს მედიკამენტი  ჩემთვის მართლაც საშველი გამოდგა. მართალია, ოპერაცია დამჭირდა, თუმცა ოპერაციის შემდგომ სიტუაცია მაინც სავალალო იყო.  სწორედ ამის შემდგომ მივმართე ბატონი დომენტის წამალს, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ მის სასწაულებრივ შედეგებზე. 

 ჩვენც  ბატონ დომენტის  ვესტუმრეთ და ძალიან ბევრი წერილიც ვნახეთ, რომელიც მისადმი სამადლობელ, თბილ სიტყვებს მოიცავდა.  ის იმდენად ბევრი და მოცულობითია, რომ ერთ საჟურნალო სტატიაში ვერ ჩაეტევა. ამიტომაც მათგან მხოლოდ რამდენიმეს  გადმოვცემთ. თუმცა, მიუხედავად ბატონი დომენტის  ასეთი კეთილშობილური საქმიანობისა, დღემდე გაურკვეველია მისი ბედი. 

ბიჭიკო (დომენტი) გაგნიძე: ჩემი ბრალი რაში მდგომარეობს, დღემდე გაურკვეველია. ის არ მეყოფა, რომ სახლში მომივარდნენ, თითქოს დიდი კრიმინალი ვიყავი, ოჯახი დამიწიოკეს, ამხელა კაცი მორალურად გამანადგურეს. მე ციხის არ მეშინია, წავალ, მაგრამ არავითარი სამხილი არ არსებობს ჩემს წინააღმდეგ. თვითონაც მშვენივრად იციან და ამიტომაც ცდილობენ, პროცესის გაწელვას, იქნება რაიმე შეთითხნონ. მე ვითხოვ ჩემი შებღალული სახელის, რეპუტაციისა და იმიჯის აღდგენას, თორემ ჩემი წამალი რომ კურნავს, ეს ისედაც მთელმა საქართველომ იცის. ბევრმა გამოსცადა მისი ძალა საკუთარ თავზე. ათასობით ასეული პაციენტის ხელნაწერი, მადლიერების წერილი ინახება ჩემთან. ძალით სამადლობელ წერილებს ვის დააწერინებ? ან იმ სამედიცინო გამოკვლევების დასკვნებს რას უზამენ? ჩემთან მოსვლამდე სავალალო მდგომარეობა რომ ჰქონდა პაციენტს და ჩემი წამლის მიღების მერე რომ  კიბოს განკურნების ნიშნებია?! თუ მოწმედ ვარ, როდის იყო მოწმეს სახლს უყადაღებდნენ და ფულს ართმევდნენ? თუმცა, ამ წამლის გამოყენებას და გაყიდვას  არ მიკრძალავენ, მაგრამ  მის წინააღმდეგ რომ მოქმედებენ?!  არა და აქ საერთოდ არავითარი ქიმიური შენარევი არაა. ჩემივე შვილიშვილებს, თოთო ბავშვებს ვაწვეთებდით. ეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტია, რომელიც შემდგომ, ორგანიზმის რესურსიდან გამომდინარე, ერევა ამა თუ იმ დაავადებას. მე ვითხოვ, რომ გაირკვეს ჩემი სიტუაცია, მოეხსნას ყადაღა ჩემს უძრავ-ქონებას, ან დამისაბუთონ რა ბრალი მიმიძღვის. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, გადასახადები მე არ დამიმალავს, რა უნდათ ჩემგან? რა უნდა ფარმაკო და  ონკომაფიას?!  

ბატონი დომენტის  სამადლობელი წერილების დასტიდან:

მ. მირცხულავა – ზუგდიდი: დაავადებული ვიყავი ინსულტით 12 წელი. თქვენს მიერ ბოძებული წამლის, „დომენტოლისა” და „გაგენოლის” შემდეგ, ვარ უკეთესად. გავიკეთე 2 კურსი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

მ. მაისურაძე – ქ. გორი: დედიკოს ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია. გაიკეთა ოპერაცია, მოიკვეთა მკერდი, შემდეგ ქიმია დაუნიშნეს, მაგრამ ქიმია არ გავიკეთეთ. მოვედით ბატონ დომენტისთან და დავიწყეთ ამ ნემსებით მკურნალობა. პირველი კურსის შემდეგ, გავიკეთეთ გამოკვლევა, დედიკო სრულიად ჯანმრთელია. ანალიზები არაჩვეულებრივია, მეტასტაზები საერთოდ აღარ არის. ეს ნამდვილი სასწაულია. დიდი მადლობა ღმერთისგან მოვლენილ ადამიანს, ბატონ დომენტის.

როლანდ ჯალაღანია – გაზეთ „ილორის” მთავარი რედაქტორი: მქონდა პროსტატის ადენოკარცენომა მესამე სტადიაში. ბატონი დომენტის პრეპარატის მიღების შემდეგ, სიმსივნე განახევრდა და ყველა მონაცემი ჩადგა ნორმაში. ეს ყველაფერი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ გაგნიძის პრეპარატმა აჩვენა მართლაც სასწაულებრივი შედეგი.

P.S. ჩვენ კიდევ მივადევნებთ თვალს, თუ როგორ განვითარდება ბატონი დომენტის ირგვლივ სიტუაცია და სასამართლო პროცესები. წარმატებებს ვუსურვებთ მას ადამიანების განკურნების მართლაც რომ საღვთო საქმეში. მის არქივში დღემდე ინახება ფოტო, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან  ერთად გადაღებული და ბატონი დომენტი ამაშიც ღვთის ხელს ხედავს. 

скачать dle 11.3