კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიბადნენ მურმან დუმბაძის შვილები მოსკოვში და რა სამუშაო ადგილები გამოიცვალა პროფესიით მათემატიკოსმა გადეპუტატებამდე

საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე 1960 წელსაა დაბადებული და ბათუმის მაჟორიტარად წამოაყენა საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მათემატიკის ფაკულტეტზე. მისი შრომითი ბიოგრაფია სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „მიონში” დაიწყო 1982 წელს, სადაც 1986 წლამდე მუშაობდა. 1987-1990 წლებში მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი იყო; 1990-ში აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც 1991 წლამდე ინჟინერ-პროგრამისტად იმუშავა. 1991 წლიდან კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშია მასწავლებლად, უკვე დოცენტი (2008 წლამდე). 2004 წელს აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი იყო, 2004-დან 2008-მდე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. შემდეგ მის შრომით ბიოგრაფიაში წყვეტაა, სანამ 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წევრი არ გახდა.

მურმან დუმბაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1966 წელს დაბადებული ქეთევან სურმანიძე და ორი შვილი: 1985 წელს მოსკოვში დაბადებული მუხრანი და 1987 წელს, ასევე, მოსკოვში დაბადებული რუსუდანი. იმხანად მურმან დუმბაძის საკუთრება იყო ოჯახის საცხოვრებელი სახლი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში (ფართობი – 400 კვ. მ.). დეკლარაციაში მითითებულია, რომ მურმან დუმბაძე 1998 წლიდან იყო შპს „კანდელის“ დამფუძნებელი და 2007 წლის განმავლობაში დივიდენდის სახით 1 118 ლარიც აიღო. ამას გარდა, 2007 წლის განმავლობაში მურმან დუმბაძემ, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, 30 525 ლარი აიღო; ხოლო მუხრან დუმბაძემ, როგორც მეზღვაურმა, 15 000 ლარი. 2012 წელს მურმან დუმბაძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, შვილები, რძალი და შვილიშვილი. ოჯახის უძრავ ქონებას დამატებია მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში (ფართობი – 3 000 კვ. მ.). დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ მუხრან დუმბაძეს ჰქონდა – 10 000 აშშ დოლარი.

2012 წელს მურმან დუმბაძის მეუღლეს, ქეთევან სურმანიძეს ინდივიდუალური საწარმო „ქეთევან სურმანიძე“ დაუფუძნებია, თუმცა იმ წელს შემოსავალი არ მიუღია. 2011 წლის განმავლობაში შემოსავალი მხოლოდ შორეული ნაოსნობის ოფიცერ მუხრან დუმბაძეს ჰქონია: მას, როგორც კაპიტნის მეორე თანაშემწეს, 18 000 აშშ დოლარი აუღია.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში უცვლელია დუმბაძეების ოჯახის წევრთა ოდენობაც და უძრავი ქონებაც. იგივეა მუხრან დუმბაძის, როგორც კაპიტნის მეორე თანაშემწის, შემოსავალი – 18 000 აშშ დოლარი. ერთი ისაა, რომ ქეთევან სურმანიძისთვის 2012 წლის განმავლობაში ინდმეწარმეობას 1 188 ლარი მოუტანია. დეკლარაციაში, რატომღაც, არ არის მითითებული მურმან დუმბაძის სახელფასო შემოსავალი, თუმცა 2012 წლის განმავლობაში მას 2 თვეზე მეტ ხანს მოუწია პარლამენტის წევრობა.

მურმან დუმბაძის მიერ სულ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და უძრავი ქონების ოდენობა. ნაღდი ფულიც, დეკლარაციის შევსების მომენტში მხოლოდ მუხრან დუმბაძეს ჰქონდა – 16 000 აშშ დოლარი.  ქეთევან სურმანიძეს კი, 2013 წლის განმავლობაში, ინდმეწარმეობამ 992 ლარი მოუტანა. რაც შეეხება შემოსავლებს: მუხრან დუმბაძემ, როგორც კაპიტნის მეორე თანაშემწემ, კვლავ 18 000 აშშ დოლარი აიღო; ხოლო მურმან დუმბაძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 66 060 ლარი.

2013 წელს მურმან დუმბაძეს „ზირაათ ბანკიდან“ იპოთეკური სესხიც აუღია – 5 წლის ვადით და 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.

скачать dle 11.3