კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელდანაცემი ბამბააჩხრიალებულები

„ძლიერ მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს“

სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი იმ ელდას ინელებდა, რომ ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო, იმის პარალელურადაც, რომ ძლიერ მწარედ გული სტკივა, რაკი ზოგიერთი დასავლელი გვიკიჟინებს, პოლიტიკურ დევნას შეეშვით, წარსულიც დაივიწყეთ და ახალი და გაბრწყინებული საქართველო სუფთა ფურცლიდან აღაშენეთ-დაამშვენეთო (მათ მხარდამხარაც, ვის კეთილსინდისიერებაში ეჭვი გეპარებათო), შევიტყვეთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი განმკარგულებელი დირექტორი და თვით ესპანეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი – როდრიგო რატო – მადრიდში დაუპატიმრებიათ.

ჩემი ესპანელი კოლეგების ცნობით, ბ-ნი რატოს ოფისსა და ბინას სამართალდამცველები 4 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. ჩხრეკდნენ, ვინაიდან მადრიდის პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს გადასახადებისგან თავის არიდებაში, თანხების გათეთრებასა და ქონების მართლსაწინააღმდეგო გზით მითვისებაში ადანაშაულებს.

თუ ჩემს ესპანელ კოლეგებს დავუჯერებთ, ზემოხსენებულს ესპანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული ფინანსური ამნისტიით უსარგებლია და საეჭვო წარმოშობის მქონე კაპიტალის დეკლარირებაც მოუხდენია.

ჯერი ახლა ესპანურ სასამართლოზეა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ამ მთელ დასავლეთში წკრუნიც არ გაუღიათ, პოლიტიკური დევნააო. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ, სახელდობრ, ჩვენს ბამბას მეტად ყურისწამღებად გვიჩხრიალებენ?! ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც, რაც ეპატიება იუპიტერს (ანუ ყოფილ ქართველ ჩინოვნიკს), არ ეპატიება ხარს (ესე იგი, ყოფილ ევროპელ ჩინოვნიკს), ვითომ იმიტომ, რომ დემოკრატიის სწავლისას იაღლიშები მოსულა?! – 

скачать dle 11.3