კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწოლიარე დეპუტატები

„ღამენათევი და ნამთვრალევი“

მაშინ, როდესაც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კვორუმი ვერ შედგა, რაკი სრულიად საქართველოს რჩეულები, როგორც ჩანს, წუხანდელი ღამენათევები იყვნენ და ჩაეძინათ, აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა და, თქვენ წარმოიდგინეთ, 21-კაციანი შემადგენლობიდან სხდომას 20 დეპუტატი დაესწრო. –  მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ქ-ნი სვეტლანა კუდბაც, რომელმაც არ დაუმალა კოლეგებს, რომ საავადმყოფო ფურცელზე იმყოფება.

ამ ფაქტმა დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სახელდობრ, საყოველთაოდ ცნობილმა ქ-ნმა მედეა ვასაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, არანაკლებ საყოველთაოდ ცნობილ ბ-ნ ავთანდილ ბერიძეს მიმართა იმის დასაზუსტებლად, უნდა ესწრებოდეს თუ არა სვეტლანა კუდბა პლენარულ სხდომას.

ქ-ნი დეპუტატის აზრით, როცა დეპუტატი ავადობს, ის სახლში უნდა იყოს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბ-ნ ბერიძეს ამ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონია, კერძოდ, იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ, ჯერ ერთი, „დეპუტატი საავადმყოფო ფურცელზეც დეპუტატია“ და უფრო მეტიც – „დეპუტატი მწოლიარე მდგომარეობაშიც დეპუტატია“.

მოკლედ, ამ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებში – ცენტრალურსა თუ ავტონომიურში – ისეთი ვნებები ტრიალებს, ვითომ, ისინი რომ ხელფასს უწოდებენ, სინამდვილეში ჰონორარია საცირკო წარმოდგენისთვის?!

скачать dle 11.3