კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაგამამოსადებები

ზრდილობის ფასი

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მახვილ მზერასა და უფრო მახვილ ყურს ცაში ჩიტუნიას შეფრთხიალებაც კი არ გამოეპარებოდა და პარტიის წევრებსა თუ საჯარო მოხელეებს (თვით უბრალო მოკვდავთაც კი) ლამის სიზმარიც ვერ ენახათ საკუთარ გემოზე, ანუ პირადი ფანტაზიით, გასულ კვირას აწ უმცირესობიდან ხალხის რჩეულმა ქ-ნმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განგაშის ზარები დაარისხა სრულიად სოციალური ქსელის ქართულენოვან ნაწილში: „ამ წუთებში გამოდის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, „ფეისბუქზე” გამოხატული მოწოდებები ძალადობისკენ, დაისჯება 2 წლამდე ციხით!“ სადაც იქვე გულმოკლული დასძენდა (თუმცა მისი გულმოკლულობაც ადვილად ასახსნელია: მიყურადება და თვალთვალი მაშინაა კარგი, თუ შენ უთვალთვალებ, თორემ, განა – პირიქით?!), „აღსრულება წარმოიდგინეთ მხოლოდ: პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ოფიციალურად შეიქმნება ფბ-ის კონტროლის განყოფილება, ემანდ ვინმე ზედმეტად ხომ არ ლანძღავს ან ემუქრება ბიძოს და მის „კამანდას“ (იმიტომ რომ, მხოლოდ – დავესესხები დეპუტატის ლექსიკას – მიშასა და მისი „კამანდის“ ლანძღვა იყო სამშობლოსა და დემოკრატიის ღალატი – ).

თუმცა ჩვენ საქმეს მივუბრუნდეთ; რაკი კანონპროექტში ვკითხულობთ შემდეგს: „საჯაროდ მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.“ გაუგებარია, რატომ ნიშნავს ზემოთქმული შეზღუდვას?!

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ენას უპრაგონოდ ვატრიალებთ და შეურაცხყოფა, არათუ ოპონირების, თვით დიალოგის ბუნებრივ ატრიბუტად იქცა, ამ ჩვენი ათას უწმაწურსიტყვაგამოვლილი ენებისთვის ლაგამის ამოდება, ვფიქრობ, მეტადაც დროულია. – 

скачать dle 11.3