კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ძაღლის ყურებს რაიმე განსაკუთრებელი მოვლა სჭირდება, თუ ეს უმნიშვნელო საკითხია?

პასუხი: ზოგ ჯიშს პრობლემური ყურები აქვს და აუცილებლად უნდა მიხედოთ. შეიძლება, ძაღლმა 10-11 წელი იცოცხლოს და ყური საერთოდ არავინ ამოუწმინდოს, მით უმეტეს, მეცხვარის ძაღლებს, „დვარნიაშკებს” და ასე შემდეგ. მაგალითად, ჯიშობრივად, პუდელს, სპანიელსა და სხვა დეკორატიული ძაღლების უმეტესობას პრობლემური ყურები აქვთ. ასე რომ, თუ დეკორატიული ჯიშის ძაღლი გყავთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ და მის ყურს პრობლემა რომ არ შეექმნას, აუცილებლად უნდა მოუაროთ.

კითხვა: მაინტერესებს, კატის ნაკბენი უფრო საშიშია თუ ძაღლის?

პასუხი: ნაკბენი ორივესი მტკივნეულია. საფრთხეს რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს ძაღლი იქნება თუ კატა, დაავადებული ცხოველის ნაკბენი ორივე საშიშია ადამიანისთვის. ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა მაინც ყველა ვარიანტში უნდა გაიკეთოს. ასე რომ, ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

კითხვა: დღეში რამდენჯერ უნდა გამოვკვებოთ ძაღლი?

პასუხი: ზრდასრული ძაღლი დღეში ერთხელ იკვებება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, რატომღაც 2-3-ჯერაც ვკვებავთ, რაც მიზანშეწონილი არ არის. თუ ძაღლი მიჩვეულია, მაშინ შეგიძლიათ ერთი დღის ულუფა ორად გაუყოთ და ისე აჭამოთ მას დილა-საღამოს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ერთხელ აჭამოთ და იმით დაკმაყოფილდეს.

კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს სახლში მოშარდვას მიეჩვია. იქნებ მირჩიოთ, როგორ გადავაჩვიო?

პასუხი: შეიძლება, ეს ასაკიდან გამომდინარე ხდება, ან გაცივდა და თავს ვერ იკავებს. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხისთვის უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, რომელიც გასინჯავს და დიაგნოზსაც დასვამს.

კითხვა: გაზაფხულზე ძაღლს რაიმე კონკრეტული ხომ არ სჭირდება, რომ გავითვალისწინოთ?

პასუხი: გაზაფხულის დადგომისთანავე, აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ რწყილების წვეთები, ტკიპებისა და მოსკიტების საწინააღმდეგო წვეთები, დასაბანი საშუალებები. უცებ რომ დაეხვიოს თქვენს ცხოველს მკბენარი, ამ შემთხვევისთვის მზად უნდა იყოთ – რომ დროულად მოაშოროთ, სანამ პარაზიტი შხამსა და ტოქსინს შეუშვებს მის ორგანიზმში.

скачать dle 11.3