კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა პაფნუტი ბოროველს ნათელმხილველობის ნიჭი ჰქონდა მომადლებული

წმიდა პაფნუტი იმ ადამიანების ძველ და საიდუმლო ცოდვებსაც იგებდა, რომლებსაც პირველად ხვდებოდა. ასე, მაგალითად, ერთხელ, როდესაც ის წმიდა წერილს კითხულობდა, მის სენაკს მიუახლოვდა კაცი, რომელმაც აღავლინა ლოცვა და როდესაც ფანჯარაში წმიდა მამა შენიშნა, შეეკითხა მისი მოწაფის, ბერი იოსების შესახებ, რომლის თანამემამულეც იყო იგი. უცნობის დანახვაზე პაფნუტიმ იოსებს უთხრა: „გადი, ავი გამოხედვით გკითხულობს კაცი იგი – მკვლელი“. მოწაფე გავიდა, დაინახა-რა ნაცნობი, შეეკითხა, თუ რისთვის იყო მოსული. მან უპასუხა, რომ ბერად შედგომა სურდა.

იოსებმა ყველაფერი მოახსენა წმიდა იღუმენს, მაგრამ მან თავის მხრივ მიუგო მოწაფეს: „გამოჰკვებე და გაუშვი აქედან ეგ ადამიანი, რამეთუ იგი არაკეთილია“. იოსები გაკვირვებული იყო მასწავლებლის ასეთი პასუხით, მაგრამ ვერ შეჰბედა, ეკითხა რამე. მასწავლებლის ლოცვა-კურთხევის შესრულების შემდეგ იოსები დაბრუნდა პაფნუტისთან სენაკში. მაშინ თვითონ პაფნუტიმ უთხრა იოსებს: „ეს კაცი მკვლელია. ჯერ კიდევ ჭაბუკობაში, მან მუცელში დანის ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა ერთი ბერი, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ და მან დაივიწყა თავისი ცოდვა“. იოსები გაოგნებული იყო ამ სიტყვებით: მას აქამდე არაფერი გაეგო ამის შესახებ თავისი თანამემამულისგან.

ერთხელ სავანეში, წმიდა მამასთან მოვიდა ვინმე ბერი. წმიდა პაფნუტიმ დაინახა თუ არა, თავის მოწაფეებს უთხრა ჩუმად: „ხედავთ თქვენ, რომ ბერის წოდების გულისთვისაც კი, არ გაწმენდილა სისხლისგან?“ მოწაფეები გაოცდნენ, მაგრამ ეშინოდათ ეკითხათ მასწავლებლისათვის რაიმე ამ სიტყვების მნიშვნელობის შესახებ. მაგრამ, შემდეგ თვითონ წმიდანმა განუმარტა მათ, რომ ამ ბერმა ადრე, სანამ ბერად აღიკვეცებოდა, ნოვგოროდში თავისი მთავარი მოწამლა, რომელსაც ემსახურებოდა. სინდისის ქენჯნით მან მიიღო ბერობა. შემდეგში გამოირკვა, რომ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონია ადგილი დიდ ნოვგოროდში 1453 წელს. მაშინ ბოიარ ივანე კოტოვს თავისი მთავარი – დიმიტრი გიორგის ძე შემიაკი მოუწამლავს.

ერთხელ სავანემდის მოუღწევია ცნობას მოსკოვის სიმონოვსკის მონასტრის მაშინდელი არქიმანდრიტის მიერ წინამძღვრობის დატოვების შესახებ. ამის შესახებ ბერებს დაუწყიათ ბჭობა, თუ ვინ იქნებოდა მომავალი არქიმანდრიტი აღნიშნულ მონასტერში: ერთი თურმე ერთს ამბობდა, მეორე – მეორეს. წმიდანს კი შეუხედავს თავისი ყველაზე ნორჩი მოწაფის – ვასიანესათვის, მიუთითებია მოწაფეებისთვის მასზე და ღიმილით უთქვამს: „ეს არის სიმონოვსკის არქიმანდრიტი“. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისი წინასწარმეტყველური სიტყვები ამხდარა. 1502 წელს ვასიანე მართლაც უკურთხებიათ სიმონოვსკის მონასტრის წინამძღვრად.

წმიდა მამა პაფნუტიმ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და 83 წლის ასაკში აღესრულა  – 1477 წლის 14 მაისს. ამასთანავე, მან ერთი კვირით ადრე იცოდა თავისი გარდაცვალების დღე.

скачать dle 11.3