კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აქვს თუ არა უფლება მოძღვარს, საჯაროდ გაამხილოს მორწმუნის მიერ აღსარებაზე მისთვის განდობილი ცოდვები?

პასუხი: მოძღვარს არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება აღსარებაში ნათქვამი ცოლდვების გამხელისა. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოს წესსა და კანონს, დათესავს უნდობლობას სინანულის წმინდა საიდუმლოს მიმართ.

კითხვა: სამწუხაროდ, დავკარგე ნდობა ჩემი მოძღვრის მიმართ. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოძღვართან ურთიერთობის გაწყვეტა და მასზე უარის თქმა ცოდვა არ არის იმ შემთხვევაში, თუკი მას არ მივყავართ ქრისტესთან, მისი სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას და უფლის ათ მცნებას, ასევე, თუ პიროვნულად ვერ ვიხსნებით მასთან აღსარებისას. ასეთ შემთხვევაში დამშვიდებული სინდისით შეგიძლიათ დატოვოთ ყოფილი მოძღვარი და სხვა მღვდელმსახურს მიმართოთ. უმჯობესია, თუ აიღებთ კურთხევას ყოფილი მოძღვრისგან. მთავარია, ეს არ გახდეს თქვენი ეკლესიის მიტოვების საფუძველი.

კითხვა: აღდგომის ხატზე ასახულია ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მართალთა ამოყვანა. რატომ იყვნენ მართალთა სულები ჯოჯოხეთში?

პასუხი: მხოლოდ ქრისტეს აღდგომის შემდეგ განიხვნა უკუნის კარი – მანამდე მართალნი ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ ტანჯვას არ განიცდიდნენ სიმართლით განვლილი ცხოვრების გამო. მათ სამყოფელს უწოდებდნენ – აბრაამის წიაღს. იქ არ იყო ტანჯვა, მაგრამ არც სრული ნეტარება იყო, როგორც სასუფეველშია.

კითხვა: რატომ არის ღვთისმშობლის გამოსახულებაზე სამი ვარსკვლავი: შუბლზე და ორივე მხარზე?

პასუხი: იმიტომ, რომ ღვთისმშობელი არის ქალწული ქრისტეს შობამდე, შობისას და შობის შემდეგ.

скачать dle 11.3