კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დაავადებებს უმკურნალებთ ხახვის დახმარებით

 

მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალმარილოვანი ციკლის მუშაობას უწყობს ხელს, ამიტომ ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. 

* თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ ორი ცალი წითელი ხახვი და მიღებული ფაფის არომატი რვა-ათი წუთის განმავლობაში ღრმად შეისუნთქეთ – ეს გამოჯანმრთელებაში შეგიწყობთ ხელს. 

* თუ თირკმელები და შარდსასქესო ორგანოები გაწუხებთ, ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხახვის, ნიახურის ძირებისა და ლიმონის წვენის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 40 მილიგრამი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. სვით 3 კვირის განმავლობაში. 

* ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, სასურველია, მიიღოთ შემდეგი სახის ნარევი: 

* 100 გრამ ხახვის წვენს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე მჭიდროდ დააფარეთ და შეინახეთ მაცივარში. 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში.

 

თუ კუჭი გტკივათ ჭამეთ „ჰერკულესის” ფაფა, ხოლო, თუ გადაღლილი ხართ – სტაფილო

თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, ან, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება და გულძმარვა, ესე იგი, გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი ან მედიკამენტები.

 გასტრიტი რომ არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს, უნდა მოერიდოთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს. დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ.

დილით, უზმოზე, მიირთვით „ჰერკულესის” ფაფა. მისი ლორწოვანი კონსისტენცია კუჭის კედლებს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს. თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა: გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი პროდუქტი.

ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი საშუალება. კარგია სტაფილოს წვენის სმა. ასევე, საუკეთესოა გახეხილი უმი სტაფილო, რადგან ასეთ საკვებში ყველაზე მეტადაა შენახული ვიტამინები.

ვინც ფიზიკური ძალების დაქვეითებას გრძნობს, აუცილებლად უნდა ჭამოს გახეხილი და რძეში მოხარშული სტაფილო. სტაფილო ასევე კარგია ხველების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებისა და სისხლნაკლებობის დროს.

სტაფილოში ბევრი სასარგებლო ვიტამინია და ბევრ ისეთ ნივთიერებასაც შეიცავს, რის გამოც ის დიეტურ, სამკურნალო და საკვები ღირებულებების მქონე ბოსტნეულადაა მიჩნეული. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სტაფილოს კარგი შედეგები აქვს ავიტამინოზის, ღვიძლის დაავადებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს; ასევე, აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები.

 

რა არის ნევროზის მთავარი გამომწვევი მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას 

ნევროზი არის ნერვული სისტემის პათოლოგიური რეაქცია ტრავმულ სიტუაციაზე, რაც ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებებით განისაზღვრება. გონებრივი ან ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ განვითარებულმა ნერვული სისტემის ზედმეტმა დაძაბულობამ, შეიძლება, გამოიწვიოს ნევრასთენია. ზოგ შემთხვევაში ნევროზი იწვევს მომატებულ აღგზნებას, გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ზოგჯერ კი, პირიქით – სისუსტეს, ძილისადმი მიდრეკილებას, გამოფიტვას. 

ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც ძირითადი ნერვული პროცესების, კერძოდ, აღგზნებისა და შეკავების მოშლით არის გამოწვეული.

ნევროზის დროს ძალიან კარგია აფთიაქში შეიძინოთ მცენარეები და თავად მოიმზადოთ დამამშვიებელი ნაყენი, რომელიც დაახლოებით ორი თვე უნდა სვათ.

 20 გრამი პიტნა, 100 გრამი შავბალახა, 20 გრამი კატაბალახას ძირები, 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი ასკილის ნაყოფი და 15 გრამი თავშავა ერთმანეთს შეურიეთ, 1 სადილის კოვზ ნაკრებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და თბილი მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. 

 

როგორ მოვთოკოთ მადა და რა გავლენას ახდენს საჭმლის ვიზუალი მის მონელებაზე

დაუოკებელი შიმშილის გრძნობის დაძლევა ადვილი არ არის. მის გამო კი ადამიანთა უმრავლესობა სწრაფად იმატებს წონაში. შიმშილის ხშირი შემოტევისას, გირჩევთ, გარეთ გახვიდეთ და გაისეირნოთ ან ქვედა კიდურების კუნთების ვარჯიში ჩაიტაროთ. ეს შიმშილის გრძნობას კლავს.

ხშირად მიირთვით წვნიანი კერძები, რადგან ასე კუჭი გაცილებით ნელა იცლება, დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივდება და თავსაც კარგად და მხნედ იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი სტაფილოსგან მომზადებულ კერძებს. ასევე, ხშირად მიირთვით ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი და თხილი.

ნუ მიეძალებით რძიან ყავას, ცხელ შოკოლადსა და კაპუჩინოს. კოფეინის სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების ჭარბ დაგროვებას იწვევს.

ხშირად ჭამეთ ხილი. ის ენერგეტიკული ბალანსის შევსებას უწყობს ხელს. ასევე, კარგია წიწაკა, რადგან წიწაკით მდიდარი საკვები, ჭამიდან დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში 50 პროცენტით აძლიერებს გულისცემის რიტმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და მონელებისას გაცილებით მეტ ცხიმს წვავს. ამ დროს არც ბევრს მიირთმევთ და თან, გემოვნების რეცეპტორებსაც გაცილებით სწრაფად დაიკმაყოფილებთ. 

ნახშირწყლების გამომრიცხველ დიეტებს თან ახლავს დეპრესია და გუნება-განწყობის დაქვეითება. ეს კი სწორედ სერატონინის ნაკლებობას უკავშირდება. ნახშირწყლების გარეშე თავის ტვინში ფერხდება ამინომჟავა ტრიფტოფანის შეღწევა, რომელიც თავის მხრივ, სერატონინის სინთეზისთვისაა აუცილებელი.

გაითვალისწინეთ, რომ გამოუძინებელ ადამიანებში გაცილებით გაძლიერებულია მადა. ამიტომ, არის ხშირი უძილობა წონაში მომატების მიზეზი.

ასევე, საჭმლის მონელებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კერძის გემო და სუნი, არამედ, მისი ვიზუალური მხარეც. ლამაზად გაწყობილი სუფრა, ჭურჭელი და ხელსახოცები დამატებითი სტიმულია საჭმლის მომნელებელი წვენის გამოსაყოფად. საჭმლის კარგად მონელებისთვის, ასევე, აუცილებელია განწყობაც. ჭამის დროს ტელევიზორის ყურება, კითხვა ან ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ასეთი ორგვარი სიამოვნების შედეგად, საკვების ყლაპვის პროცესი ავტომატური ხდება, ავტომატურად ჭამა კი უკონტროლოა და საზიანო. ჭამის დროს, თქვენი აზრები და ფიქრები მხოლოდ საკვებისკენ უნდა იყოს მიმართული.

საჭმლის მონელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორი განწყობით ჭამთ. საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის შემცირებას წუხილი, უკმაყოფილება და გაღიზიანება იწვევს. ხშირად, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვსხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ ჭამას. თუ დაიღალეთ ან ინერვიულეთ, ნუ იჩქარებთ დანაყრებას. ჯობია, ნახევარი საათი მოიცადოთ. ნუ შეეცდებით, სადილის დროს ოჯახური პრობლემების ან სამსახურებრივი საკითხების გარკვევას.

 

რატომ ნელდება ან ხშირდება გულისცემა და როდის უნდა აკონტროლოთ გულის რიტმი

ადამიანის გულის კუნთი მკვეთრად რეაგირებს ემოციებზე, რადგან მას საკუთარი ნერვული ქსელი აქვს, რომელიც, ნორმალურ შემთხვევაში, გულის კუნთს დაახლოებით 70-ჯერ კუმშავს. ზოგჯერ გულისცემა ნელდება, ან, პირიქით, ხშირდება, რაც მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ გული ერთგულად გემსახუროთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი რიტმი. ჯანმრთელი გულისთვის დღეში ერთსაათიანი დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნავარჯიშები გული ადვილად უმკლავდება გაძლიერებული რიტმით მუშაობას. პულსი მაჯაზე უნდა დათვალოთ. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შემთხვევაში კი, გულისცემა ყელზე ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

გაითვალისწინეთ, რომ  სწორი კვება და სპორტი თქვენს გულს შესაძლო დაავადებებისგან იცავს. 

თუ გსურთ, გაარკვიოთ, როგორ მუშაობს თქვენი გული, როგორ უმკლავდება სხვადასხვა დატვირთვას და ხომ არ არის აუცილებელი ცხოვრების რიტმის შეცვლა, ამაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ:

1. ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში იარეთ სწრაფად. შემდეგ პულსი დათვალეთ. 180-ს გამოაკელით თქვენი ასაკი, პულსის რაოდენობა ერთ წუთში მიღებულ რიცხვს არ უნდა აღემატებოდეს. ეს თქვენი დატვირთვისთვის დასაშვები მაქსიმუმია. რაც უფრო მეტია სხვაობა, მით მეტია გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკი.

2. დაახლოებით სამი-ხუთი წუთი იხტუნეთ ადგილზე, შემდეგ დათვალეთ პულსი მაჯაზე. მერე წამოწექით, ხუთი წუთი დაისვენეთ და ასეთ მდგომარეობაში, კვლავ დათვალეთ პულსი. თუ ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, თუ დასვენების შემდეგ გულისცემა ათი დარტყმით მაინც აჭარბებს პირველს, ესე იგი, გულს ფიზიკური აქტივობა აკლია.

3. დაიხარეთ და თითებით იატაკს შეახეთ, მუხლები არ მოხაროთ. შემდეგ წელში გასწორდით. თუ 40 წლამდე ასაკის ხართ, ეს ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, თუ 40 წელს გადასცდით – 10-ჯერ. თუ ვარჯიში გიჭირთ, ესე იგი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი გული, კუნთოვანი აქტივობის უკმარისობის გამო თანდათან სუსტდება. ვარჯიშის შემდეგ დათვალეთ პულსი. თუ ის წუთში 100-ზე ნაკლებია, შესანიშნავ ფორმაში ხართ, თუ მეტი, მაშინ აუცილებლად მიიღეთ ზომები. 

იმკურნალეთ კარტოფილით

კარტოფილი თქვენს ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებს, განსაკუთრებით კი: ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 120 გრამი კარტოფილი. მის წვენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განსაკურნებლად იყენებენ.

თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად მიირთვით აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი.

ოსტეოქონდროზის დროს კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კომპრესი დაახლოებით საათ-ნახევარი უნდა გაიჩეროთ.

თუ კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენსაც შეურევთ, ორგანიზმს წიდებისგანაც გაწმენდთ.

скачать dle 11.3