კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უშენებდნენ ხაზარები ხაკანს 20-ოთახიან სასახლეს, რატომ ძირავდნენ მას მდინარეში და რატომ კვეთდნენ თავს დაკრძალვის ყველა მონაწილეს

ხაზართა ხაკანატს სათავეში ორი ადამიანი ედგა – ხაკანი და მეფე. მეფე იყო უზარმაზარი და ძლევამოსილი სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველი, ხაკანი კი განდეგილად ცხოვრობდა თავის სასახლეში და რეალურ ძალაუფლებას არ ფლობდა. მიუხედავად ამისა, თვით მეფე, ხაკანის სავანეში ფეხშიშველი შედიოდა განსაწმენდელი მხრჩოლავი ხის ნაჭრით ხელში, ხაკანის წინ პირქვე ემხობოდა და მანამდე იყო ასე, სანამ ღვთაებრივი ხელისუფალი ნებას არ დართავდა, რომ მიახლოებოდა. ოთხ თვეში ერთხელ ხაკანი მოივლიდა ხოლმე თავის სამფლობელოებს. ყველა შემხვედრი, კორტეჟის შორიდან დანახვისთანავე, მიწაზე ემხობოდა და ამ მდგომარეობაში რჩებოდა მანამ, სანამ ხაკანი და მისი ამალა თვალს არ მიეფარებოდნენ. მთელი არმია მიაცილებდა ხელისუფალს, თუმცა, თავს უფლებას არ აძლევდა, ერთ მილზე ახლოს მიახლოებოდა მას. ასე რომ, ხაკანი თავის გასეირნებებს პრაქტიკულად მარტოდმარტო აწყობდა.

ოცდახუთი ცოლი (ვასალ ხელმწიფეთა ქალიშვილები) და სამოცი ხარჭა ეფერებოდნენ თავიანთ მბრძანებელს. ხაკანისგან გამომავალი საკრალური ძალა იმდენად დიდი გახლდათ, რომ, როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, საკმარისი იყო ბრძოლის ველზე მისი გამოჩენა და მტერი უკანმოუხედავად გარბოდა. მაგრამ, ვაი, რომ ეს ძალაუფლება არ იყო მარადიული. და თუ სახელმწიფოში რაიმე სახის უსიამოვნება მოხდებოდა, გვალვის ან ომში მარცხის მაგვარი, ხაზარებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ იყო ამაში დამნაშავე. მოგზაური და ისტორიკოსი ალ-მასუდი, „არაბ ჰეროდოტედ” წოდებული, გვამცნობს, რომ ასეთ შემთხვევებში ხალხი მეფისკენ მიიჩქაროდა და უცხადებდა: „ჩვენ ჩვენს უბედურებას ამ ხაკანს მივაწერთ, მისი არსებობა ჩვენთვის ბოროტების მომტანია. მოკალი იგი ან ჩვენ გადმოგვეცი – ჩვენ მოვკლავთ მას“. მეფეს შეეძლო ხალხისთვის გადაეცა ხაკანი ან თვითონვე მოეკლა. ისეც ხდებოდა, რომ ის არწმუნებდა ხალხს ხაკანის უდანაშაულობაში და აძლევდა მას საშუალებას, კიდევ ეცოცხლა რაღაც დროის განმავლობაში. მაგრამ, ასე თუ ისე, ხაკანის სიცოცხლეს ადრევე ჰქონდა ზღვარი დადებული. როდესაც მორიგი ხაკანი აჰყავდათ ტახტზე, მეფე მას კისერზე აბრეშუმის მარყუჟს ჩამოაცვამდა და მანამდე ახრჩობდა საცოდავს, სანამ გაგუდვის პირას არ მივიდოდა. მაშინ მას ეკითხებოდნენ, თუ რამდენ წელს ფიქრობდა მეფობას. ნახევრად მომხრჩვალი ხაკანის მიერ დასახელებული რიცხვით დგინდებოდა მისი სიცოცხლის ზღვარი. როდესაც ის ამ ზღვარს მიუახლოვდებოდა და დათქმულ ვადას ამოწურავდა, მას კლავდნენ, თუნდაც სახელმწიფოში არავითარ უსიამოვნო მოვლენებს არ ჰქონოდა ადგილი. თუმცა, ხაკანს ორმოც წელზე მეტხანს მაინც არ შეეძლო მეფობა, მიუხედავად იმისა, თუ რა რიცხვს (ვადას) დაასახელებდა იგი – ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მას ყველა შემთხვევაში კლავდნენ.

ხაკანის მოკვლის შემდეგ ხაზარები მას დიდებულ დაკრძალვას უწყობდნენ, რომელიც ასევე არ ჩაივლიდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვების გარეშე. არაბი მოგზაურის, იბნ ფადლანის (მეათე საუკუნის პირველი ნახევარი) ცნობით, ხაკანის დასაკრძალავად აშენებდნენ სასახლეს, რომელიც ოც ოთახს მოიცავდა და თითოეულში თხრიდნენ საფლავს. ხაკანის გვამს ერთ-ერთ მათგანში მარხავდნენ, რის შემდეგაც სასახლეს, მდინარის ნაკადის გადაგდებით, წყალში ძირავდნენ, ხოლო უფრო მეტი საიმედოობისთვის, დაკრძალვაში მონაწილე ყველა პირს თავს კვეთდნენ, რათა არავის გაემხილა მიცვალებულის დაკრძალვის ადგილი.

***

მეათე საუკუნეში რუსმა მთავარმა სვიატოსლავმა მუსრი გაავლო ხაზართა ხაკანატს, მაგრამ მისი უზარმაზარი ტერიტორიის მთლიანად გაკონტროლება ვერ შეძლო. უპატრონოდ დარჩენილ მიწას აღმოსავლეთიდან პოლოვეცების (თურქულენოვანი მომთაბარე ტომი) ურდო მოაწყდა. ამ დროს ყორღანების წვერებზე ჩნდება სტატუეტები – „ქვაკაცები“, როგორც მათ ხალხში უწოდებდნენ. სტეპის ბევრი ხალხი ყორღანების წვეროს ზოგჯერ ქვის სტელებით ან ქანდაკებებით რთავდნენ. მაგრამ პოლოვეცების დროს ამ მოვლენამ მასობრივი ხასიათი შეიძინა. საინტერესოა, რომ პოლოვეცების „ქვაკაცები“ უმეტესად კაცებს განასახიერებდნენ – მათში ყველაზე მეტად სქესის ისეთი დამახასიათებელი ნიშნები გვხვდება, როგორიცაა წვერ-ულვაში და ხანჯალი (თუმცა, არსებობდა „ქვაქალებიც“). შესაძლოა, „ქვაკაცები“ იმ სულთა დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა, რომლებიც სხეულს განეშორნენ. ასეთი სტატუეტები (იგივე კერპები) მრავალი საუკუნის განმვალობაში იყო აღმართული ყორღანებზე (სანამ საბჭოთა ხელისუფლებამ, ათეიზმის მიზნებიდან გამომდინარე, არ ბრძანა მათი მოშლა და განადგურება).

***

სტეპებში პოლოვეცები თათარ-მონღოლებმა შეცვალეს. ჩინგიზ ყაენის იმპერია მრავალეროვანი იყო და „მეთაურთა შემადგენლობაში“ შეიძლება შეხვედროდით შამანისტებსაც და ბუდისტებსაც, მაჰმადიანებსაც და ქრისტიანებსაც. თვით ჩინგიზ ყაენი მონოთეიზმისკენ იხრებოდა და განზრახული ჰქონდა კანონთა კოდექსის გამოშვება, რომლის პირველი თავი იუწყებოდა: „ვბრძანებთ, ყველამ ირწმუნოს ერთი ღმერთი, ცისა და დედამიწის შემოქმედი, ერთი მომცემელი სიმდიდრისა და სიღარიბისა, სიცოცხლისა და სიკვდილისა მისი ნებით, ყოვლისშემძლეობის მფლობელი ყველა საქმეში“. ეს სტატია საღად გააზრების შემდეგ არ იქნა გამოქვეყნებული – აშკარაა, რომ ბრძენი მმართველი მოერიდა ქვეშევრდომთა რიგებში რელიგიური უთანხმოების ჩამოვარდნას. ასე თუ ისე, ჩინგიზ ყაენის იმპერიაში წარმართულ კულტებს თუმცა არ დევდნენ, მაგრამ, არც იწონებდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანთა მსხვერპლშეწირვები გრძელდებოდა.

***

ფრანცისკელმა ბერმა, რომის პაპის ელჩმა მონღოლთა დიდი ყაენის ურდოში – იოანე დე პლანო კარპიანიმ და მისმა მდივანმა, ბენედიქტე პოლიაკიმ, მეცამეტე საუკუნის შუა ხანებში აღწერეს, როგორ მარხავდნენ დიდებულ მონღოლთა დაკრძალვაზე ერთად მათ მონებს ცოცხლად. ოცი წლის მოგვიანებით, დიდ ყაენ ჰულაგუს (ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი) დაკრძალვისას, მასთან ერთად ცოცხლად იქნა დამარხული საუცხოო ტანსაცმლით შემოსილი და ძვირფასი სამკაულებით მორთული რამდენიმე ლამაზი ქალიშვილი, ხოლო თვით ჩინგიზ ყაენის დაკრძალვა მასობრივი მსხვერპლით იქნა აღნიშნული: მისი მეომრები ყველას ხოცავდნენ, ვინც კი შემოეყრებოდათ გზაზე დაკრძალვის პროცესის დროს და ამას იმით ხსნიდნენ, რომ მიცვალებულ ყაენს სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც მას იმქვეყნად უნდა მომსახურებოდნენ.

скачать dle 11.3