ბრძნული აზრები
ლუთერი: ფრინველებს ვერ დავუშლით თავზე გადაგვიფრინონ, მაგრამ იმის უფლება კი გვაქვს, რომ ბუდე არ გავაკეთებინოთ. სწორედ ამგვარადვე, ცუდ აზრებს თავში სრბოლას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ის კი ჩვენს ხელთაა, შიგ დაბუდების ნება არ მივცეთ ბოროტების გამოსაჩეკად.
ბონაპარტე: ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც ძირს დასაცემადაა გამზადებული, ხელს ბევრნი ჰკრავენ.
სკოტი: ადამიანს გაუზრდელობასა და უზნეობას უფრო ადვილად აპატიებენ, ვიდრე რაღაც უბადრუკი მოდური ეტიკეტის დარღვევას.
გოეთე: სიძულვილი უკმაყოფილების აქტიური გრძნობაა, შური – პასიური. გასაკვირი არ არის, რომ შური ჩქარა ზიზღში გადადის.
ტოლსტოი: ხშირად გვესმის, ახალგაზრდა ამბობს: არ მინდა სხვისი ჭკუით ცხოვრება, თვითონვე მოვიფიქრებო. რისთვის ირჯები მოფიქრებულის ახლად მოსაფიქრებლად. აიღე გამზადებული და წადი წინ. ამაშია კაცობრიობის ძალა.
დემოკრიტე: რაც უფრო ნაკლებად ღირსეული, სულელი მოქალაქეები ეუფლებიან მაღალ თანამდებობებს, ასრულებენ რა სისულელეს და ძალადობას, ისინი მით უფრო გაუფრთხილებელნი ხდებიან.
ფîოიერბახი: კიცხვა ადვილია, ამიტომ ადვილად მიმართავენ ხოლმე ბევრნი ამ იარაღს; გონიერად და აზრიანად ქება ძნელია და ამიტომ იშვიათად თუ ვინმე სჩადის ამას.
სტანისლავსკი: ორი ჯურის კაცია, რომელთაც საქმის კეთება არ შეუძლიათ: ერთია გულსწრაფი და მეორე – მშიშარა. პირველი ხელს ჰკიდებს საქმეს წინასწარ მოუფიქრებლად; მეორე ფიქრობს მაშინ, როცა საქმეს უნდა შეუდგეს.
პოლი: მეტისმეტი სიხარული ცრემლს გადმოგვადენს ხოლმე თვალებიდან, რათა გაგვახსენოს მწუხარება და გაჭირვება.
ჩესტერფილდი: ადამიანთა უმრავლესობას ისეთი დიდი სურვილი აქვს, გამოხატოს თავისი უპირატესობა მეორის მიმართ, თუნდაც სულ უმნიშვნელო რამეში, რომ მზად არიან, გვიამბონ ისეთი რამ, რაც არ უნდა მოეყოლათ არასგზით.
ლაროშფუკო: მეტისმეტად მძაფრი სიძულვილი მათზე დაბლა გვაყენებს, ვინც გვძულს.
ჰელვეციუსი: სურვილი სულის მამოძრავებელი ძალაა. სულ უსურვილოდ უმოქმედოა, უნდა ისურვო, რომ იმოქმედო და უნდა იმოქმედო, ბედნიერი რომ იყო.
ბრიუიერი: ქალებს დიდად არაფრად უღირთ იმის თქმა, რასაც საერთოდ არ გრძნობენ, მამაკაცებს კი კიდევ უფრო ნაკლებად უჭირთ იმის თქმა, რასაც გრძნობენ.