შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 8 მაისს. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის მისაღები და ზოდიაქოს რომელ ნიშანთან მირჩევთ ოჯახის შექმნას?
პასუხი: თქვენთვის კარგია ოჯახის შექმნა: მერწყულის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის, თევზების ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან; პროფესიებიდან კი მისაღებია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სოციოლოგია, ავიაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, აუდიო, კომპიუტერული, პროგრამული, მობილური და ვიდეოსისტემები. ასევე, წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ, წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო ინდუსტრია, სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობის ფართო სპექტრი.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 10 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია: ტურისტული ბიზნესი, რადიო, ტელევიზია, ჟურნალისტიკა, პრესა, საგამომცემლო, სარეკლამო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, მთარგმნელობითი საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი.