კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მიცვალებულებთან დაკავშირებული სასწაულების არ მჯეროდა

ერთი ნაცნობი კაცი მყავს, 60 წელს გადაცილებული, რომლის ოჯახშიც სასწაულები ხდება. თვითონაც და ცოლიც უაღრესად წესიერი და პატიოსანი ხალხია, მაგრამ, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დიდი უბედურება გადახდათ თავს – უმცროსი ვაჟი, გიორგი, ავარიაში დაეღუპათ. არადა, ისეთი ბიჭი იყო, მთელ სანათესაოს, უბანსა და სამეგობროს მისი იმედი ჰქონდა. გარეგნობითაც გამორჩეული იყო, წესიერებითაც, ნიჭიერებითაც, წიგნიერებითაც, თან, უაღრესად მორწმუნეც გახლდათ. აი, ასეთი ბიჭი დაიღუპა მოულოდნელად და დააკლდა ყველას, ვინც კი იცნობდა.

სანამ მთავარს გიამბობთ, იმას ვიტყვი, რომ ხშირად გამიგია მიცვალებულთან დაკავშირებული სასწაულების შესახებ, მაგრამ, გამოგიტყდებით და, არ მჯეროდა; თუმცა, იმის მერე, რაც ამ ოჯახში ხდება (რამდენიმე შემთხვევას თვითონაც შევესწარი), ნამდვილად ვირწმუნე – ის სულგანათლებული ბიჭი საიქიოდან ეხმარება ყველა ახლობელს. მაგალითად, ერთხელ გიორგის უფროს ძმას რაღაც სერიოზული პრობლემა შეექმნა ბიზნესში და ვიღაცისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაეხადა ორ დღეში, მაგრამ, ასე მოკლე დროში ფულის შოვნის შანსი არ ჰქონდა. ეს უფროსი ძმა, როგორც წესი, ყოველ საღამოს ანთებდა სანთელს გიორგის სურათთან და ელაპარაკებოდა ხოლმე. იმ საღამოსაც, მიუხედვად იმისა, რომ საშინელ დღეში იყო, ჩვეულებრისამებრ, აუნთო სანთელი და უთხრა, რომ იცოდე, რა მდგომარეობაში ჩავვარდი, ფეხით ჩამოხვიდოდი დედამიწაზე და მიშველიდიო.

მეორე დილით გიორგის ძმა ადრე უნდა წასულიყო შეხვედრაზე, დროულად გავიდა კიდეც სახლიდან, მაგრამ სახლში რაღაც საბუთი დარჩა და ამის გამო დაბრუნდა. ის იყო, თავის კორპუსს მიუახლოვდა, რომ ქუჩაზე ვიღაცამ გადმოუხვია მანქანით და გიორგის ძმა კინაღამ მას შეასკდა, ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. წესრიგის დამრღვევი მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და მასთან მივიდა, რომ ბოდიში მოეხადა, მაგრამ ერთმანეთს რომ შეხედეს, ორივემ ყვირილი დაიწყო სიხარულისგან. ის მეორე კაცი აღმოჩნდა გიორგის ძმის მეჯვარე, რომელიც ხუთი წლის წინ წავიდა საქართველოდან და საკმაოდ წარმატებული ბიზნესი წამოიწყო უცხოეთში. ერთმანეთი მოიკითხეს და საღამოს რესტორანში დათქვეს შეხვედრა. იქ ყველაფერი უამბეს ერთმანეთს და როცა იმ მეჯვარემ ძმაკაცის გასაჭირის შესახებ შეიტყო, მაშინვე უთხრა, ეგ თანხა ჩემთვის პრობლემა არ არის, მოგცემ და, როცა გექნება, მაშინ დამიბრუნეო. გიორგის ძმამ უპასუხა, წუხელ ჩემს გიორგის ველაპარაკე და ნამდვილად იმან გამომიგზავნა შენი თავიო. ამის გაგონებაზე მეჯვარემ წამოიძახა, წუხელ მეც სიზმარში ვნახე გიორგი და რაღაცას მელაპარაკებოდა შენზე, მაგრამ რას, არ მახსოვსო.

კიდევ იყო ერთი შემთხვევა: გიორგის ბავშვობის მეგობარი ცუდ წრეში მოხვდა და რამდენჯერმე სახლიდანაც კი წავიდა (ეს ჯერ კიდევ გიორგის სიცოცხლეში იყო). არავის არაფრად აგებდა; უკაცრავად და, ყველა ფეხებზე ეკიდა, მაგრამ, საკმარისი იყო, გიორგის მიეკითხა ან დაერეკა, რომ მაშინვე ცხვარივით თვინიერი და დამჯერი ხდებოდა. ბოლოს  ისევ გიორგიმ გამოიყვანა იმ წრიდან, მაგრამ, გიორგის სიკვდილიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იმ ბიჭმა ისევ აურია. გამწარებულმა დედამ ზეცისკენ აღაპყრო ხელები და წამოიძახა, ნეტავი ახლა გიორგი გხედავდეს, ის გასწავლიდა ჭკუასო. მეორე დილით იმ ბიჭს გაოგნებულს გაეღვიძა. მთელი დღე ხმა არავისთვის გაუცია, იჯდა თავის ოთახში და ძმაკაცის სურათს დასჩერებოდა. საღამოს კი იმ მონასტერში წავიდა, სადაც გიო სტიქაროსანი იყო, მოძღვარს აღსარება ჩააბარა და რამდენიმე ხნით იქ დარჩენის უფლება სთხოვა. მართლაც, იქ ნახევარი წელი დარჩა და, სახლში რომ დაბრუნდა, ისეთი შეცვლილი იყო, დედამისიც კი ვეღარ ცნობდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა დედას, რომ იმ ღამით სიზმარში გიო ნახა და იმან უთხრა, რამდენიმე თვით მამათა მონასტერში წასულიყო. მოკლედ, გიორგი ნაადრევად კი წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ, ერთხელ გიოს მოძღვარმა უთხრა მამამისს, შენი შვილი აქაც პირადად ღმერთს ემსახურებოდა და იქაც იმავეს აკეთებსო. ეტყობა, მართლაც ასეა, რადგან, უფლის შეწევნით, ახლობლები მუდმივად გრძნობენ გიორგის თანადგომასა და დახმარებას, რაც, ჩემი აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს.

როსტომი, 65 წლის.

скачать dle 11.3