კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მზადდება ულამაზესი დეკორატიული ნივთები ბუნებრივი კვერცხებისგან და როგორ გამოიყურება სააღდგომო “ნატვრის ხე„

წითელი კვერცხების ტრადიცია ყველასთვის ცნობილია, თუმცა, სიახლე და მეტი სილამაზე, ალბათ, ყველას ხიბლავს და იზიდავს.

სწორედ ამ მიზნით, ორმა მეგობარმა – დიზაინერმა ლიკა შეყრილაძემ და ეკონომისტმა ნატალია ჭიღლაძემ სააღდგომო დეკორატიული კვერცხების ულამაზესი კოლექცია შექმნეს, თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოფარგლულან – მათ  იზრუნეს პასქის მორთულობაზეც, სუფრებზეც და, რაც ყველაზე მთავარია, შექმნეს „ნატვრის ხე“, რომელიც არა მხოლოდ სააღდგომო დღეებში, არამედ, ნებისმიერ დროს დაამშვენებს ჩვენს სახლებს.

ლიკა შეყრილაძე: ჩვენთვის ეს უკვე მეორე გამოფენაა. 29 მარტიდან კოლექცია პარალულურად Corner house-ში იყო გამოფენილი.

ნატალია ჭიღლაძე: პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა, ბავშვობიდან ვქსოვ, ვხატავ და ასე შემდეგ. რაც შეეხება სააღდგომო თემატიკაზე შექმნილ კოლექციას, ხუთი წელია, რაც მას ვაკეთებ. თავიდან მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი და მეგობრებს ვჩუქნიდი. ძალიან მოსწონდათ და სწორედ მათი დიდი თხოვნის გამო გადავწყვიტე გამოფენა-გაყიდვის მოწყობა.

ლიკა: მე და ნატალია მეგობრები ვართ. ამ თემატიკაზე მუშაობა თავიდან მან დაიწყო და მერე მეც შევუერთდი. გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა. მე პროფესიით დიზაინერი ვარ.

ნატალია: მუშაობის პროცესის გარეშე ვერ ვძლებთ, სულ რაღაცას ვაკეთებთ. ამ კოლექციის გაკეთება რომ გადავწყვიტეთ, მთელი ინტერნეტი გადავქექე – მინდოდა, ყველაფერი მენახა, რაც უკვე შექმნილი იყო და ჩვენ რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა, ორიგინალური, ისეთი, როგორიც ჯერ არავის გაუკეთებია. შესაბამისად, ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ჩვენებურია. რომ ვთქვა, რამე კონკრეტული ტექნიკა ვინმესგან გადმოვიღეთ-მეთქი, მოგატყუებთ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ნამდვილ კვერცხს ვიყენებთ, რომელსაც სპეციალურად ვამუშავებთ. ეს არის საიუველირო ნამუშევარი. კვერცხი ზოგან ამოჭრილია და შიგ ულამაზესი თვლებია ჩასმული. მეტი სილამაზისთვის მაქმანები აქვს გაკეთებული, რომლის წყალობითაც კვერცხი უფრო დაცულიც ხდება. რომც დაგივარდეთ, არ  დაზიანდება, ადვილად არ ტყდება.

მე, მაგალითად, მაღიზიანებს ჩვენთან დამკვიდრებული მენტალიტეტი – აღდგომას სტუმრად ბამბანერკითა და შამპანურით რომ დავდივართ. ამიტომ, გვინდოდა, რამე ისეთი შეგვექმნა, რაც კარგი საჩუქარი იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ კვერცხებს საკიდები გავუკეთეთ, უნდა შეგვექმნა ისიც, რაზეც მას დავკიდებდით. ასე გადავწყვიტეთ „ნატვრის ხის“ შექმნა. ულამაზესია და, არა მხოლოდ აღდგომის დღეებში, ნებისმიერ დროს დაამშვენებს თქვენს სახლს. ერთი „ნატვრის ხე“ პატრიარქისთვის შეიძინეს, ერთი – ბოდბის დედათა მონასტრისთვის. იტალიასა და იერუსალიმშიც წაიღეს. ფერებში დომინანტი მაინც წითელი ფერია და, კიდევ – თეთრი, თუმცა, უპირატესობას მაინც მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს ვანიჭებთ: ზოგს ათივე ერთნაირი უნდა, ზოგს – ყველა სხვადასხვანაირი. გვინდოდა, აღდგომისთვის კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი – პასქაც გაგვეფორმებინა და მასში ჩასარჭობი კვერცხები შევქმენით. მასალა ძირითადად სხვა ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს. 

– ამის დასამზადებლად რამდენი დრო გჭირდებათ?

– ეტაპობრივი მუშაობაა საჭირო. ჯერ კვერცხი უნდა გაასუფთავო და დაამუშავო. გაფორმება უკვე ბოლო პროცედურაა.

– როცა სააღდგომო კვერცხზე ვსაუბრობთ, ალბათ, ყველას ფაბერჟეს კვერცხი ახსენდება. ხომ არ იყო ეს თქვენი მუზა?

– არა, ფაბერჟეს კვერცხს ვერ შევედრებით (იცინის), ჩვენთან ამდენი კულტურა ნამდვილად არ არის. პირველად რომ გავაკეთე და სახლში დავდე, გაოცდნენ, ყველას ძალიან მოეწონა და ამან სტიმული მომცა. გარკვეული გეგმები გვაქვს, თან, არა მხოლოდ სააღდგომო თემატიკასთან დაკავშირებით – ხის ავეჯზე ვაპირებთ მუშაობის დაწყებას.

скачать dle 11.3