კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ოცნებობდა შალვა რამიშვილთან მუშაობაზე ნინი ადამაშვილი, როგორ გახდა ის ილო ბეროშვილის ცოლი და როგორ ეპრანჭება მას ვაკაჭი

სატელევიზიო არხი „202”, პირველი ქართული კომედიური სერიალი „დიდ სახლში”, „შმატრული” და ჯგუფი „ვიაგრა სუპერ-ლაითი” – ალბათ, ყველას გახსოვთ.  მაშინ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც თავისი გარეგნობით, განსაკუთრებით დიდი ზომის მკერდით მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მას მერე თითქმის ათი წელი გავიდა. ნინო ადამაშვილი „202-თან” ერთად გაუჩინარდა. ის სულ ახლხან გამოჩნდა შალვა რამიშვილის შოუში საინტერესო სახით. ნინოს იმდროინდელ  შთაბეჭდილებებზე, ახალ სატელევიზიო პროექტებსა და იმიჯზე ვესაუბრეთ.  

– ნინო, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა „202-ზე” იყავით. ფაქტობრივად, ამ ტელევიზიით გახდით ცნობილი.       

– გულწრფელად რომ გითხრათ, სანამ იქ მივიდოდი,  ვოცნებობდი „რადიო 105-ში,” თუნდაც ერთი აუდიოარტი გამეხმოვანებინა. მაგრამ, რადგან ასაკით პატარა ვიყავი და არ მიმიღებდნენ, ამიტომ მოგვიანებით, „202-ში” მივედი. შალვას ჰონდა ქასთინგი. მთელი ერთი წელი ეძებდა გოგონას  სერიალ „დიდ სახლში” ექიმ-მასაჟისტის როლზე. ვყოყმანობდი, მეგობრები კი  მეუბნებოდნენ: მასთან თანამშრომლობაზე ხომ ოცნებობ და რატომ არ მიდიხარ, წადიო. გავბედე და წავედი. რომ მნახა, გავისაუბრეთ, მოვეწონე გარეგნულადაც, შინაარსობრივადაც და ამიყვანა ამ როლზე. ამით ჩემი ბავშვობის ოცნებას, გარკვეულწილად, ფრთები შეესხა. ამის მერე იყო სერიალი „შმატრული”, სადაც ბევრი სერია ვითამაშე. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილი რომ იყო პარლამენტში, წლის მოხსენებაზე  ორჯერ ახსენა „შმატრული”. არის გადაცემა „პატრული” და გადაცემა „შმატრული”, ჰოდა, მიდით და რეიტინგები შეადარეთო – ხუმრობდა.  ეს გამორჩეულად მახსოვს.  

– შალვა რამიშვილი ცოტა მძიმე, სხვანაირი შეხედულებებისა და პრინციპების ადამიანია. ამასთან, ქალების დიდი მოყვარული. არ გაგიჭირდათ მასთან მუშაობა?         

– და თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც ახლა ამბობთ? ან რატომ ცდილობთ, რომ მის წინააღმდეგ მუდამ შავი პიარი ააგოროს პრესამ?!

– შავი პიარი ავაგორო? ახალი და გასაკვირი არაფერი მითქვამს, მგონი. ვთქვი, რომ ის თავისებური ხასიათის და პრინციპების ადამიანია–მეთქი და არა – ცუდი.  

– ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და იმავდროულად, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ასევე, ვერ გეტყვით, რომ არ ემთხვეოდა ჩვენი შოუ-ბიზნესისადმი შეხედულებები. აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, არ მახსოვს ასეთი რამ. 

– იმ წლების ნოსტალგია გაქვთ? 

– „202” ჩემი მეორე სახლი იყო და რასაკვირველია, დღემდე ძალიან მენატრება. ნეტავ, ვინმე აღადგენდეს, მაგრამ აქაც კარგად ვგრძნობ თავს. მართალია, შტატში არ ვარ ჯერ – როცა ვჭირდები, მეძახიან, მაგრამ არის საუბარი ერთ შოუზე სამომავლოდ, სადაც მითხრეს, რომ მეც მიმიწვევენ.   

– იმ პერიოდში თქვენ იყავით ამ არხზე ჯგუფ „ვიაგრა სუპერ-ლაითშიც”, სადაც ყველაზე მეტად ჩანდა თქვენი სექსუალური იმიჯი. სექსუალური ჩაცმულობით იქცევდით ყველას ყურადღებას.                    

– „202-ის” ბოლოჟამს იყო ზუსტად  ჯგუფი „ვიაგრა სუპერ-ლაითი,” რომელიც ხალხს დღემდე ახსოვს. აქაც ვიდეოარტებს ვიღებდით და ვხუმრობდით, მაგრამ მას მერე, რაც მარინა სალუქვაძემ მიგვიწვია თავის გადაცემა „ტაბუში”  და შავი პიარი გაგვიკეთა, ამან გარკვეული მასების გაღიზიანება გამოიწვია. სალუქვაძე არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს იკადრებს თავისი გადაცემის გამო. 

– მახსოვს ეგ გადაცემა. სტუდიაში მიიტანეთ საბჭოთა დროინდელი ქალის ღამის ბამბაზიის პერანგი – კაცი ასეთ პერანგში გამოწყობილ ქალს რომ ნახავს, – ამბობდით – ეს კაცი ამ ქალისადმი დაკარგავს სურვილსო.   

– კიდევ კარგი ჩემი ერთგული მეგობარი, გია ჯაჯანიძეც იყო იქ და მან განმუხტა სიტუაცია. საერთოდ, გია არის ჩემი ოფიციალური ანტიდეპრესანტი. როცა ცუდად ვარ, საკმარისია, გადამეხვიოს და ერთი წინადადებით მანუგეშოს, იმწამსვე კარგად ვხდები. წლებია, ასეა, მართლა საოცარი აურა აქვს.  

– ის, რომ სხვანაირად აღგიქვამდნენ ეკრანზე, გაღიზიანებდათ, თუ არ აქცევდით ყურადღებას?       

– რა თქმა უნდა, მე მსახიობი ვარ და ჩემთვის ყველაზე მთავარია, ჯერ ჩემს  შემოქმედებით მხარეს მიექცეს ყურადღება და მერე გარეგნობას. თუმცა, გარეგნული მხარეც მნიშვნელოვანია  მსახიობისთვის.   

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება „202-ის” შემდეგ. აღარ ჩანდით. მგონი, გათხოვდით. ვინ არის თქვენი მეუღლე, ისიც მსახიობია?           

– კი, გავთხოვდი და ჩემი მეუღლე მსახიობი არ არის. მყავს ორი შვილი –  6 წლის ანასტასია და 4 წლის ნიკოლოზი. ბავშვები რომ პატარები იყვნენ, თავისთავად, მუშაობას ვერ ვახერხებდი და ამიტომ აღარ ვჩანდი.    

– ადრე ცოტა უკომპლექსო მეჩვენებოდით...       

– ახლა… ცოტა კომპლექსები ყველას აქვს.

– ისევ შალვა რამიშვილთან რომ მოხვდით ახლა „იმედზე”, ეს შემთხვევით მოხდა?     

– აქამდეც იყო ერთი პროექტი, დაახლოებით სამი წლის წინ.  შალვას ჰქონდა თავის სტუდია და აკეთებდა პროექტ „პლანეტა ლაზიკას” და იქაც ვიყავი. რაღაცეები გადავიღეთ.  მერე „იმედზე” რომ დაიწყო, თვითონ დამირეკა და მიმიწვია. იმ დროს ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზია იხსნებოდა და იქ ვაპირებდი მუშაობას, ასევე, ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციაში უფლებადამცველის რანგში, მაგრამ თუ შალვა ფიქრობს, ამ ეტაპზე, რომ მე შოუ-ბიზნესში უნდა ვიყო, ესე იგი, საჭირო ვარ. მან ყველაზე კარგად იცის დღეს საქართველოში – ვინ სად უნდა იყოს და რატომ. რუბრიკა ჰქონდა ასეთი, რომელშიც ზვიო იყო დეპუტატობის კანდიდატი, სახელად დემურ თვაური, მე კი, ნარიკო – ტელეწამყვანი. ჩემს გადაცემას ერქვა „ტროტილი”. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ზვიო, რომელიც მაყურებელს ასე უყვარს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეთერში სწორედ ჩემთან ერთად გამოჩნდა და ეს ჩემთვის დიდი პატივია! ახლა სხვადასხვა რუბრიკა აქვს და მიწვევს ხოლმე. შალვას შოუს გარდა, ვარ სერიალ „ერთხელ საქართველოში”.   

– ჰო, ჩემი აზრით, ცოტა უცნაური სერიალი კი არის. რას თამაშობთ  იქ? 

– ამ სერიალში სოფლის გამგეობის სკეტჩებში ვარ ძირითადად. გამგებლის ანუ ილო ბეროშვილის ცოლი ვარ, სახელად – ლედი. ვაკაჭი კი, მისი მოადგილეა და მე მეპრანჭება ხოლმე. ძაან საყვარლები არიან ორივე.  

– სხვაგან? სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, სერიალების გარდა?   

– სხვაგან მხოლოდ ერთ-ერთ არასამთავრობოსთან ვთანამშრომლობდი და ოდესმე, თუ შოუ-ბიზნესში არ ვიქნები, ალბათ, ისევ იქ დავბრუნდები. ადამიანის უფლებების დაცვა  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კუთხით, განსაკუთრებით იმ ასპექტში, რომ ქალი მართლაც არ არის სამიზნე და გენდერული თანასწორობაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. 

– მე ვიცი, რომ კიდევ ერთ პროექტში იქნებით  „იმედზე”, რაც თქვენც ახსენეთ წეღან...     

–  სამომავლოდ კიდევ ერთ თემაზე აპირებენ მუშაობას. საუბარია პროექტზე, სადაც სხვადასხვა, განსხვავებული ტიპაჟის გოგონები იქნებიან. მითხრეს, რომ მეც მიმიწვევენ და ძალიან მიხარია. ეს ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. მეც მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო, რათა ჩემი წვლილი შევიტანო ამ შოუს შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ასევე, ჩემს ერთგულ ტელემაყურებელს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ დიდი სითბოსთვის რაც მათგან წლების განმავლობაში არ განელებულა. მინდა, მათ დავპირდე, რომ იმედებს არ გავუცრუებ. ამ ეტაპზე, სანამ გოგონები შეგროვდებიან და ამ შოუზე მუშაობა დაიწყება, მე თან, დიეტაზე ვარ, თან ვვარჯიშობ. მინდა, ამ შოუში ძაან მაგარ „ვიდზე” ვიყო.   

скачать dle 11.3